ნათია ლომიძე 02.05.2017
საქართველოში ბანკეტებისა და ქორწილების სეზონია. თბილისის რესტორნები დატვირთული მუშაობისთვის ემზადებიან. მათი თქმით, მსურველებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზება მისაღებ ფასად აქვთ, თუმცა მომხმარებლები უსახსრობის გამო სასურველი წვეულების მოწყობას ან კრედიტის მეშვეობით ცდილობს, ან საერთოდ უარს ამბობენ სურვილის ასრულებაზე. საქართველოში ბანკეტის ხარჯი 1 ადამიანისთვის 300 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს.
|
თიკო ოსმანოვა 02.05.2017
შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით ერთი თვის განმავლობაში საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ ისარგებლა და უკან გამობრუნების მხოლოდ 26 შემთხვევაა, რასაც ხელისუფლება და ექსპერტები დადებითად აფასებენ და იმედოვნებენ, ასეთივე პოზიტიური შედეგი იქნება 3 თვის შემდეგაც, როდესაც ქვეყანაში დაბრუნების დრო დადგება და არ გაიზრდება ევროპაში არალეგალთა რაოდენობა.
|
ეკატერინე ბასილაია 01.05.2017
ნეპოტიზმის ტრადიციას, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეელია, "ქართულ ოცნებაშიც" აგრძელებენ. თან აღშფოთებით აცხადებენ, რომ პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს მუშაობას თუ კარიერულ წინსვლას ვერავინ აუკრძალავს, "ოცნებაში" ნეპოტიზმის პრობლემა არ არსებობს და ამის დაბრალება "უსინდისო" და "ამორალური" განცხადებებია.
|
თიკო ოსმანოვა 01.05.2017
3 წლის განმავლობაში ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაძვირდება და არც გაიაფდება. თბილისის მიკროავტობუსების კომპანიებსა და მერიას შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მძღოლებს გარკვეული შეღავათები დაუწესდა და სამარშრუტო ტაქსების ტარიფის რეგულირება მერიის კომპეტენციაში გადავიდა.
|
გვანცა წულაია 01.05.2017
საქართველოში ბოლო ოთხ თვეში ოჯახში ძალადობის შედეგად 6 მკვლელობა მოხდა. აქედან ორი თბილისში, ხოლო ოთხი - იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.
|
ნინო ქეთელაური 01.05.2017
სოხუმის ე.წ. მერმა იტალიის საპორტო ქალაქ ბარისთან განზრახვების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა, რაც თანამშრომლობის გაფართოებას, ტურზმისა და სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას გულისხმობს. აღნიშნული ინფორმაცია სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
|
გვანცა ღვედაშვილი 01.05.2017
"საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკა არ უნდა ყოფილიყო და საკონსტიტუციო კომისიას ეს საკითხი ერთ დღეში არ უნდა გადაეწყვიტა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ თავად კომისია არ აპირებდა კონსტიტუციაზე სიღრმისეულ მუშაობას და მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი იგეგმებოდა", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აკეთებს.
|
ეკატერინე ბასილაია 01.05.2017
ნეპოტიზმს ვერსად ვერ გამოვრიცხავთ, მთავარია, მწვავე შემთხვევებზე საზოგადოება რეაგირებდეს, ისე, როგორც იყო კალაძის ცოლისძმის შემთხვევაში, როდესაც დაკავებულ თანამდებობასთან აშკარა შეუსაბამობა იყო, - აცხადებს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|
ია აბულაშვილი 01.05.2017
ორ საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიო მშრომელთა სოლიდარობის დღეს აღნიშნავს, რომელიც 1886 წელს ამერიკელი მუშების გაფიცვას უკავშირდება. 1889 წელს, მეორე ინტერნაციონალის პარიზის კონფერენციაზე პირველი მაისი მშრომელთა დაცვის დღედ გამოცხადდა, წითელი დროშა კი ამ დღის სიმბოლოდ იქცა.
|
ნინო ქეთელაური 01.05.2017
"უშუალოდ სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის ბრძანების საფუძველზე დაგვაპატიმრეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია", - ამბობს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას და აღიარებითი ჩვენების დაწერის დროს მასზე განხორციელებული ზემოქმედების დეტალებს იხსენებს.
|
თიკო ოსმანოვა 01.05.2017
"რადიკალაზაციის წინააღმდეგი არანაირად არ ვარ. იმიტომ, რომ ხელისუფლების მხრიდან პროცესები ყველანაირად ჩიხშია შეყვანილი და რადიკალიზაცია ძალიან ბენებრივი განვითარება იქნება არსებული პოლიტიკური სიტუაციისა", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.
|
მარიამ ელიაშვილი 01.05.2017
სტატისტიკურად, მსოფლიოში დღენაკლულთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება. საქართველოში ყოველი 13 ახალშობილიდან 1 ნაადრევად დაბადებულია. მათი ქცევითი და გონებრივი დარღვევების მკურნალობა ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ სრულდება.
|