ია აბულაშვილი
04.05.2017

 მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ალბათ ბევრი დაიწერება, მაგრამ დღეს ჩვენ მკითხველს გვინდა გავაცნოთ ვაშინგტონში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, მწერალისა და ჟურნალისტის, გიორგი კობახიძის წერილი "ხმა დასახვრეტთა საკნითგან", რომელშიც აღწერილია მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. წერილი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "ქართველი ერის" ფურცლებზე, ბერლინში, 1943 წელს. მაშინდელი ემიგრანტული პრესა წერდა, რომ გიორგი კობახიძე იყო პირველი და ერთადერთი, ვინც მიხეილ ჯავახიშვილის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ საზღვარგარეთ გაიტანა ცნობა.

მარი ჩიტაია
03.05.2017

 იანვრიდან მოყოლებული, ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყანაში 5%-ით არის გაზრდილი. პირველ 4 თვეში ლამის ორჯერ მეტი ენერგიის შეძენა დავჭირდა მეზობელი ქვეყნებიდან, ვიდრე შარშან. ამ ტემპს თუ მივყვებით, იმპორტმა წლის ბოლომდე შესაძლოა, 1,5 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბოს. აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა, სამომავლოდ ძვირმა ელექტრონერგიამ თავისი გავლენა მოახდინოს სამომხმარებლო ტარიფზეც და დენის გადასახადი კიდევ ერთხელ გაიზარდოს.

ეკატერინე ბასილაია
03.05.2017

 სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის პროექტის გამო თვით "ქართულ ოცნებაშიც" კი დიდი დაპირისპირება და ვაჭრობაა გაჩაღებული. ორშაბათს კონსტიტუციის პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა, რომელსაც უმრავლესობაში შემავალი 116 დეპუტატის ნაცვლად ხელს აწერს 108, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის არასაკმარისია და "ოცნებამ" ისიც კი ვერ მოახერხა, მთელი ოპოზიციის, პრეზიდენტისა და არასამთავრობოების დიდი პროტესტის ფონზე, საკუთარი გუნდის ერთიანობა მაინც ეჩვენებინა ამ ხელმოწერებით.

ნინო ქეთელაური
03.05.2017

 ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს შსს-მ ოთხი პირი დააკავა, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე - წვრილმანი ხულიგნობის - მუხლი წაუყენა.

ეკატერინე ბასილაია
03.05.2017

 რა ფორმებით უნდა გააპროტესტონ "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები - ეს არის მთელი ოპოზიციის ბოლო დღეების მთავრი დღის წესრიგი და გუშინ ამ ბრძოლაში "პატრიოტთა ალიანსმა" და ლეიბორისტულმა პარტიამ საკუთარი ცალკეული ინიციატივებიც გაახმოვანეს:

ია აბულაშვილი
03.05.2017

 თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და იმაზე, გამარჯვების რა შანსი აქვს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს, "რეზონანსი" ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს, პოლიტოლოგ იგორ კვესელავას გაესაუბრა.

ნათია ლომიძე
03.05.2017

 გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი თბილისის პარალელურად საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაიწყო. დედაქალაქის მსგავსად, ცენტრალური ადგილების გარევაჭრობისგან გათავისუფლება ქუთაისსა და ოზურგეთში მიმდინარეობს. იგივე პროცესი ბათუმში უახლოეს მომავალში დაიწყება. მოვაჭრეებს სპეციალურ ადგილებს შესთავაზებენ სიმბოლურ თანხად - თვეში 1 ლარად.

გვანცა ღვედაშვილი
03.05.2017

 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვაზე კანონის ამოქმედება 2018 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად 1-ელი მაისისთვის ამოქმედდება.

ნინო ქეთელაური
03.05.2017

 ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გაიტანეს.

თეო გუდავაძე
03.05.2017

 გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურდება ექსკურსიების სეზონი. სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები თუ სხვა დაწესებულებები აქტიურად გეგმავენ გადაადგილების მარშრუტს. ეს სახალისო პროცესია, მაგრამ, როგორც ყველაფერს, მასაც აქვს ორი მხარე. ემოციებსა და სიმოვნებასთან ერთად იზრდება გაუთვალისწინებელი ხარჯების მოცულობა. ქვეყანაში არსებულმა ინფლაციამ საექსკურსიო მომსახურების გაძვირება გამოიწვია. ტრანსპორტირებასთან ერთად, საკვების ფასიც გაიზარდა.

ნინო ქეთელაური
03.05.2017

 9 მაისის დღესასწაულის პერიოდში რუსი ბაიკერების, "ღამის მგლების" საქართველოში სტუმრობა შსს-ს არასასურველად მიაჩნია, თუმცა ღონიძიების ორგანიზატორი ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გეგმის შეცვლას მაინც არ აპირებს.

გვანცა ღვედაშვილი
03.05.2017

 გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით, თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი დედაქალაქია. ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 3 კვ.მეტრი მწვანე საფარი მოდის, რაც ქალაქისთვის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×