ია აბულაშვილი
11.05.2017

 "ორ თვეში ძალზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია საფრანგეთში და არანაკლებ გადამწყვეტ როლს შეასრულებს საფრანგეთის ახალ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გამარჯვება ან დამარცხება საპარლამენტო არჩევნებში," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე გაესაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
11.05.2017

 შრომითი უსაფრთხოება და ინსპექტირება კვლავ მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს. პროფესიული კავშირების გაერთიანება და არასამათვრობო სექტორი წლებია, ხელისუფლებისგან შესაბამისი კანონის მიღებას ითხოვენ. თავის მხრივ, მთავრობაც აღიარებს, რომ შრომით კანონში, ინსპექტირებასა და სანქციებთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობს და აცხადებს, რომ საშემოდგომო სესიის დროს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელშიც კონკრეტულად და ნათლად იქნება განსაზღვრული როგორც ინსპექტირების ვადები, ისე შესაბამისი სანქციები.

ნათია ლომიძე
11.05.2017

 ლარის სეზონური გაუფასურების პერიოდი დასრულდა და ახლო მომავალში მოსალოდნელია ეროვნული ვალუტის გამყარებაც კი. ფინანსისტების აზრით, ამას ხელს შეუწყობს ტურისტული სეზონი და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

ია აბულაშვილი
11.05.2017

 მოსკოვთან ახლოს არის ქალაქი კრასნოგორსკი, სადაც საკავშირო კინოარქივი ინახება, ძირითადად - მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებული ფილმები და დოკუმენტური მასალა. როგორც ამბობენ, ომის დროს ბერიას ხელმძღვანელობით იქმნებოდა კინორეპორტიორების სპეციალური ბრიგადები, რომლებიც მისი დავალებით ფრონტზე მიდიოდნენ და ომის კადრებს იღებდნენ.

მარი ჩიტაია
10.05.2017

 დედამიწაზე მოსახლეობა გაცილებით მაღალი ტემპით მატულობს, ვიდრე მოსავლიანობა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში მსოფლიოს შიმშილი ემუქრება. გაერო-ს კვლევებში ამ პრობლემას საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, 30 წლის შემდეგ შიმშილობის წინაშე ყოველი მეორე ადამიანი იქნება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველოში მასობრივი შიმშილი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ამისთვის აგრარული სექტორი უნდა განვითარდეს.

ეკატერინე ბასილაია
10.05.2017

 საპატრიარქოში დიდი უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ წმინდა სინოდის კრებაზე, გაფრთხილების მიუხედავად, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მედიაში ისევ აგრძელებს აქტიურობას და საპატრიარქოსა თუ შორენა თეთრუაშვილის კრიტიკას.

თიკო ოსმანოვა
10.05.2017

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პროკურატურამ დაზარალებულ მხარეებად ცნო. შეიცვლება თუ არა ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით რამე, უახლოეს მომავალში გაირკვევა. დვალი ორ მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოძიების შემდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებენ. მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ იტყვიან.

გვანცა ღვედაშვილი
10.05.2017

 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის "ომის ვეტერანთა დახმარების" პროგრამის ფარგლებში, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერანებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწიათ - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 326 ვეტერანს 600-600 ლარი ჩაერიცხა.

გვანცა წულაია
10.05.2017

  "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებმა გუშინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან კარვების გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ეკატერინე ბასილაია
10.05.2017

 "იმ სასტიკი ომის სიმბოლო, რომელიც 2012 წელს მოვიგეთ, იყო გირგვლიანი, ხოლო მურუსიძე იყო ანტისიმბოლო. ამ ხელისუფლებამ ეს ანტიგმირი დღეს ქართული სასამართლოს სახე გახადა, ლამის ეკრანებიდან არ ჩამოდის. გირგვლიანი, როგორც ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის სიმბოლო, ამ ხელისუფლებამ ჩაანაცვლა ანტისიმბოლოთი - მურუსიძით და ეს არის ტრაგედია... ყველაფერი, რისთვისაც მე სხვებთან ერთად, ფაქტობრივად, თავი გავწირე, თავდაყირა დადგა და რადიკალი როგორ არ გავხდე?! რისთვის ვიბრძოდი?!" - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ნინო ქეთელაური
10.05.2017

 "არასასურველობისა" და საზღვარზე არშემოშვების მიუხედავად, რუსი ბაიკერების, "ღამის მგლების" ორმა წევრმა საქართველოში 9 მაისის დღესასწაულზე დასწრება მაინც მოახერხა. თუმცა "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი, რომელიც მათი მასპინძელი უნდა ყოფილიყო, "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებდა, რომ შემოსული ბაიკერები იმ ჯგუფის წევრები არ არიან, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

თიკო ოსმანოვა
10.05.2017

 საქართველოში უქმეებზე მოსკოვის ყოფილი მერი იმყოფებოდა. ამან საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ის, სულ მცირე, ერთხელ მაინც იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთში) თბილისის ნებართვის გარეშე, რაც, საქართველოს კანონმდებლობით, სს-ის დანაშაულია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×