მარიამ ელიაშვილი
15.05.2017

 "ჩვენ დავტენით მობილურებს 5 წუთში", - განაცხადა ებრაული კომპანია "სთორდოთის" აღმასრულებელმა დირექტორმა მაიერსდოთმა ლას-ვეგასის ტექნოლოგიურ შოუზე თავიანთი ახალი პროდუქციის წარდგენისას. მისივე თქმით, ნაწარმი გასაყიდად 2018 წლიდან ჩაეშვება. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება.

მამუკა ნაცვალაძე
15.05.2017

 ძველი ეგვიპტური კულტურა და ტრადიციები ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას იტევს. ახალ-ახალი არქეოლოგიური აღმოჩენებით თანდათანობით ნათელი ეფინება იდუმალებით მოცულ მოვლენებს, მაგრამ ასეთი სიახლეებითა და აღმოჩენებით ხშირად არ გვანებივრებს განგება. მიუხედავად ამისა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ძველი ეგვიპტე არის ის კულტურული სივრცე, სადაც გამორჩეულად პატივს სცემენ საკუთარ წარსულს. ამ მხრივ განსაკუთრებულად ნიშანდობლივი რამსესიდების მმართველობის ხანაა.

ნათია ლომიძე
13.05.2017

 საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი მარეგულირებელ კომისიებშია. მათი წევრები 1 თვის განმავლობაში იმდენს იღებენ, რამდენსაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი მთელი წლის განმავლობაში. საქართველოში 30 ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობას შორის პირველ ხუთეულში 4 მარეგულირებელი კომისიის წევრია. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მათი სახელფასო განაკვეთი უაზროდ მაღალია და საჭიროზე 3-ჯერ მეტს იჯიბავენ.

ეკატერინე ბასილაია
13.05.2017

 აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თბილისი აზერბაიჯანის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა მთავარ თავშესაფრად იქცა, რომლებიც "ალიევის ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებას თბილისის იატაკქვეშეთში გეგმავენ", საქართველოს ხელისუფლება კი მათ სასათბურე პირობებს უქმნის და ეს სტრატეგიული მეზობლისთვის "ზურგში დანის ჩარტყმაა".

თიკო ოსმანოვა
13.05.2017

 საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს თანამშრომლობის ახალ ერთობლივ ფორმატს შესთავაზებენ. საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების და ასოცირებული სახელმწიფოების დიფერენცირებაზე, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა შეთავაზება იქნება ასოცირებული პარტნიორების მხრიდან, უცნობია. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ამ საკითხზე ახლა მსჯელობენ.

ნინო ქეთელაური
13.05.2017

  საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე ჩინეთში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, ორგანიზატორების ეგიდით გამართულ შეხვედრებში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ პირთან, სენერ გოგუასთან ერთად მონაწილეობდა.

თიკო ოსმანოვა
13.05.2017

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გუგული მაღრაძის თქმით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა უნდა შემცირდეს. "ქართული ოცნების" მიერ თავის დროზე განხორციელებულმა რეფორმამ არ გაამართლა. ამბობს, რომ საზოგადოების პროტესტს და მოთხოვნას იმ შემთხვევაში გაითვალისწინებენ, თუ ამასთან დაკავშირებით დასაბუთებული არგუმენტი ექნებათ.

სოფო ჩხიკვაძე
13.05.2017

 დედაქალაქში ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყველა მომსახურება გაძვირდა: სალონის მომსახურება, სასტუმროსა და ტურისტული სააგენტოს სერვისი. ასევე ფასმა მოიმატა სტომატოლოგიურ კლინიკებშიც. გაძვირება შესამჩნევია რესტორნებსა და ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრებშიც. მოსახლეობის უმეტესობა ამ ყველაფრის გამო უკმაყოფილოა.

გვანცა ღვედაშვილი
13.05.2017

 "გათავხედებული საპარლამენტო ნაწილისთვის უინტერესოა სახალხო განხილვაზე ფიქრი, რადგან ვიდრე ამაზე დაიწყებდნენ საუბარს, მათ უკვე ჰქონდათ სრულიად მკაფიო მითითება, რა როგორ უნდა ყოფილიყო შეცვლილი. ეს განხილვა ევროპული დემოკრატიის სივრცეში ვერ მოთავსდება და დემოკრატიის უკეთესი სტანდარტები ალბათ რომელიმე მიყრუებულ სოფელში უნდა ვეძიოთ", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საყოველთაო-სახალხო განხილვასთან დაკავშირებით აკეთებს.

მარი ჩიტაია
13.05.2017

 ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მიმართ რუსეთი წესებს ცვლის. იგი აიძულებს მათ, უარი თქვან თავიანთ ქვეყნებში პროდუქციის სერტიფიცირებაზე და შესაბამისი დოკუმენტის მისაღებად ყველა საჭირო პროცედურა რუსეთში გაიარონ. მოსკოვი ამით საკუთარ ბაზარს სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქციისგან იცავს.

მამუკა ნაცვალაძე
13.05.2017

 ისტორიაში არაერთხელ შეგვხვედრია ფაქტი - ამა თუ იმ ხელისუფალს, საკმაოდ ფასეულსა და ქვეყნის სასიკეთოდ დამაშვრალს, მემკვიდრის - უფრო წარმატებული ხელისუფლის წყალობით ვერ მოუპოვებია პოპულარობა და ისტორიის ანალებს სწორედ საკუთარი შვილის ჩრდილქვეშ მყოფი შემორჩენია.

ია აბულაშვილი
13.05.2017

 ქართული სპორტის ისტორიაში 1981 წლის 13 მაისი ოქროს ასოებით ჩაიწერა. ამ დღეს თბილისის "დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი, იენის "კარლ ცაისი" ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. გოლები კი ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×