ნათია ლომიძე
12.05.2017

 სტიქიური უბედურებისგან გამოწვეულ ზარალს წელიწადის ამ დროს ყველაზე მეტად გრძნობს ქვეყანა. მოსახლეობას უფრო ხშირად წყალდიდობისგან მიყენებული ზარალის დათვლა და მასთან გამკლავება უწევს. საქართველო ყოველწლიურად სტიქიისგან 300 მლნ დოლარით ზარალდება. ეკოლოგები ამბობენ, რომ ეს მასშტაბები სამომავლოდაც გაიზრდება.

ეკატერინე ბასილაია
12.05.2017

 უახლოეს დღეებში ბათუმში საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებისთვის სამმხრივი ფორმატის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ, რაც ექსპერტების ნაწილში უკვე ფასდება, როგორც რეგიონში ერთგვარი ახალი საპირწონე ალიანსის შექმნა - თურქულ-ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობა სომხურ-რუსულ და ალბათ პლუს ირანის გაერთიანების დასაბალანსებლად.

ნინო ომანაძე
12.05.2017

 5 მაისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი აქტის ხელმოწერას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

თიკო ოსმანოვა
12.05.2017

 თურქეთში წყალსაცავის დაცლის და პარალელურად საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო დღეებში მოსული ინტესიური ნალექების გამო მდინარე მტკვრის დონე 50-60 სმ-ით მოიმატებს. თუმცა, სპეციალისტების მტკიცებით, მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, რადგან უქმეებზე ნალექების შემცირებს ელოდებიან. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ჯგუფი მდინარე მტკვრისა და ხევთისის ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ნინო ქეთელაური
12.05.2017

 სოფელ იონჩასთან, ზნაურის მიმართულებით, ზაფხულიდან ახალ მავთულხლართებს გააბამენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი გოგა აფციაური ავრცელებს.

მარი ჩიტაია
12.05.2017

 საერთაშორისო ორგანიზაციები ეკონომიკური ზრდის შესახებ საქართველოს მთავრობის მონაცემებს არ ენდობიან. მათი შეხედულება სებ-ისა და მთავრობის მოსაზრებას აცდენილია. თუკი მსოფლიო ბანკი დღემდე ქვეყნისთვის 5.2%-იან ზრდას პროგნოზირებდა, ეს მაჩვენებელი მან 3.5%-მდე ჩამოიყვანა. იგივე ნაბიჯი გადადგა ცოტა ხნის წინ სავალუტო ფონდმაც. ჯერჯერობით უცვლელია საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია, რომლისთვისაც ეკონომიკური ზრდის ნიშნული 4%-ის ფარგლებშია.

გვანცა ღვედაშვილი
12.05.2017

 სკოლის მოსწავლეებს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სემინარები ჩაუტარდებათ. აღნიშნული რეკომენდაცია პარლამენტს ომბუდსმენმა მიაწოდა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც გაიზიარა.

თიკო ოსმანოვა
12.05.2017

 საკონსტიტუციო კომისიის სახალხო განხილვა დასასრულს უახლოვდება. კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით 7 რეგიონში მოსახლეობამ საკუთარი პოზიცია უკვე გამოთქვა. როგორც აღმოჩნდა, ძირითადი შენიშვნები საარჩევნო საკითხებს ეხებოდა, თუმცა გაიზიარებს თუ არა "ოცნება" მათ პოზიციას, უცნობია. შეხვედრების შეჯამებას პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ აპირებს.

ნათია ლომიძე
12.05.2017

 ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, რომ ქვეყანაში ამდენი კომერციული ბანკი საჭირო არ არის და მათი რაოდენობა 5-7-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამჟამად საქართველოში 16 ბანკია და მათი გამესამედება კონკურენციას შეამცირებს, ხოლო მომსახურებას გააძვირებს. საბანკო სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კომერციული ბანკების ოლიგოპოლიას ხელს ეროვნული ბანკი უწყობს, რომელმაც, შესაძლოა, პროცესი ხელოვნურად დააჩქაროს.

გვანცა ღვედაშვილი
12.05.2017

 პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას იწყებს, რისი მიზეზიც პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მიერ რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" გახდა. აღნიშნული ორგანიზაციის მიზანი კი ახალგაზრდების მღვდელმსახურებად კურთხევა და ამ გზით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში დახმარებაა.

მარიამ ელიაშვილი
12.05.2017

 ამ კვირაში ტყიბულის შახტში 4 ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა. მათი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები მოეწყო.

ნინო ქეთელაური
12.05.2017

 "არ მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო განხილვა კარგად არის გააზრებული. ასეთი დებატები მოსახლეობას შეუძლია ნახოს გადაცემებში, პარლამენტში და ა.შ. სახალხო განხილვის მთავარი რესურსი არის ის, რომ საზოგადოების მონაწილეობა გახდეს უფრო აქტიური და მათი მხარე დაინახონ პოლიტიკოსებმა, ვიდრე პირიქით. ეს რესურსი კი არასდროს არის გამოყენებული და განხილვა კარგავს ფუნქციას", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×