მარი ჩიტაია
16.05.2017

 დედაქალაქსა და რეგიონებში ხორცი გაიაფდა. ამ ეტაპზე 12 ლარზე ძვირად ხორცი არ იყიდება. ყველაზე იაფი ის სამეგრელოშია, სადაც ადგილობრივებს ხორცის ყიდვა 9-10 ლარადაც შეუძლიათ. გაცილებით იაფია ცოცხალი საქონლის ფასი. ადგილზე 1 კილოგრამ ცოცხალ ხორცს ყასბები 5 ლარად ყიდულობენ. მოვაჭრეები საქონლის ხორცის გაიაფებას მოთხოვნის შემცირებას უკავშირებენ. მათი ინფორმაციით, წინა თვეების განმავლობაში ხორცის რეალიზაციას ხელს უწყობდა ექსპორტზე გაზრდილი მოთხოვნა.

ნათია ლომიძე
16.05.2017

 ლომბარდებს მომხმარებელი შემოაკლდა. ბოლო დროს იკლო იმ ხალხის რაოდენობამ, რომლებიც წინა წლებში აქტიურად აბარებდნენ ოქროსა და სხვა ძვირად ღირებულ ნივთებს ფულის სანაცვლოდ. ლომბარდის მესაკუთრეებიც და სპეციალისტებიც ამბობენ, რომ ხალხს, ერთი მხრივ, ძვირფასი ნივთები აღარ შერჩა და თანაც ბოლო დროს მათ სწრაფი სესხების ბაზარზე გადაინაცვლეს. ონლაინ თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ნივთების ჩაბარების გარეშე მარტივად იღებენ სასურველ თანხას.

გვანცა ღვედაშვილი
15.05.2017

 უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ გაიყიდება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, უცხოელებს მიწის დასაკუთრების უფლება არ ექნებათ, მათ მხოლოდ იჯარით სარგებლობა შეეძლებათ და ისიც გამონაკლის შემთხვევებში.

ეკატერინე ბასილაია
15.05.2017

 კონსტიტუციის ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის ძირითადი ეტაპი დღეს, 15 მაისს, თბილისში სრულდება და "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საბოლოოდ ისინი "საზოგადოებიდან გულწრფელად წამოსულ მესიჯებს" და არა "პოლიტიკურად ანგაჟირებულ საკითხებს" განიხილავენ და გაითვალისწინებენ კიდეც კონსტიტუციის პროექტში. ერთი ასეთი საკითხი კი, მათი თქმით, უკვე გამოიკვეთა - ეს ეხება წინა ხელისუფლების დროს კონსტიტუციაში ჩაწერილ დებულებას, რომელიც გადასახადის გაზრდას მხოლოდ და მხოლოდ რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს.

თიკო ოსმანოვა
15.05.2017

 სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი ლაშა თორდია თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს. ამის მიზეზად მისი საქმიანობა მიაჩნია, თუმცა ირწმუნება, რომ იგი არ გაჩერდება და დღეს სკანდალურ დასკვნას გამოაქვეყნებს, რომელიც პროკურატურაში ფარცხალაძის საქმიანობას უკავშირდება.

ია აბულაშვილი
15.05.2017

 გამოცემა "ფორბსმა" გამოაქვეყნა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომლის მიზანიც სსრკ-ის ორი ყველაზე ცნობილი ლიდერის მიმართ მოსახლეობის განწყობის დადგენა იყო. საუბარია იოსებ სტალინზე, რომლის მმართველობისას სსრკ ზესახელმწიფოდ იქცა და მიხაილ გორბაჩოვზე, რომლის დროსაც სსრკ დაიშალა.

ნინო ქეთელაური
15.05.2017

 ჰაკერულმა თავდასხმებმა, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა, ყველაზე მეტად რუსეთი დააზარალა. უკვე ინფიცირებულია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი ბანკები და რკინიგზა. ასევე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო და ა.შ.

გვანცა წულაია
15.05.2017

 ბოლო თვენახევარში, აპრილიდან მოყოლებული დღემდე, სამხრეთ კავკასიაში 19 მცირე და საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. აქედან 5 - საქართველოში, დანარჩენი კი რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოხდა. უფრო კონკრეტულად კი, რუსეთში - 4, თურქეთში - 5, სომხეთში -1, აზერბაიჯანში -4.

ია აბულაშვილი
15.05.2017

 ვინ იყვნენ პირველი მეხანძრეები საქართველოში და რა სისტემით აქრობდნენ ცეცხლს თბილისში, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო მასალა, გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მკიხთველს დღევანდელ სტატიაში.

თიკო ოსმანოვა
15.05.2017

 ზემო აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, ამჟამად 100-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი ცხოვრებს, რომელთა ბედით მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაცია "იმედი - ჰანდიკაპია" დაინტერესებული. მათ დასახმარებლად ასოციაცია საფრანგეთის მოქალაქე მარი-კლერ ორსემ 3 წლის წინ დააარსა და ამ ადამიანების უფლებებს დღემდე აქტიურად იცავს.

მარიამ ელიაშვილი
15.05.2017

 8 მაისს ბალტიმორში, მერილენდში, ოფთალმოლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე ქირურგებმა დისტანციურად კონტროლირებადი რობოტის მიერ თვალზე ჩატარებული ოპერაციების შედეგები წარადგინეს. მომხსენებლის თქმით, ექსპერიმენტები წარმატებით დასრულდა.

ეკატერინე ბასილაია
15.05.2017

 "არ მინდა, ამ ინციდენტზე (ფარცხალაძის მიერ თორდიას ცემა) რაიმე წინმსწრები დასკვნები გამოვიტანო. გამოძიება ვალდებულია, სრულყოფილად გამოიძიოს ეს საქმე, ეს თავდასხმა არის სახელმწიფო თანამდებობის პირის ჯანმრთელობის ხელყოფა. აქ უკვე ხელისუფლების პრესტიჟზეა საუბარი და ძალიან გამიკვირდება, თუ ეს საქმე ჩაიფარცხება და ეს ხელისუფლებისადმი ნდობაზე აისახება," - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×