მამუკა ნაცვალაძე
20.05.2017

 ისტორიამ არაერთი პარადოქსი შემოგვინახა - უდავო ფაქტია, რომ ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ფარაონი ტუტენხამონი გახლავთ. ის ქრისტეშობამდე 1355 წელს დაიბადა და სულ 18 წელი იცოცხლა. მიეკუთვნებოდა ეგვიპტის ფარაონთა მეთვრამეტე დინასტიას და ქვეყანას მართავდა ძვ. წ.-აღ-ით 1347-1337 წლებში. ეს ძველი ეგვიპტის ისტორიის ახალი სამეფოს ხანაა.

ნათია ლომიძე
19.05.2017

 უახლოეს მომავალში საქართველოს ხე-ტყის რესურსის დეფიციტი ემუქრება. ამის მიზეზი უცხოურ კომპანიებზე გაცემული მრავალწლიანი ლიცენზიებია. როგორც წესი, მოპოვების პროცესს და სალიცენზიო პირობებს არავინ აკონტროლებს. ამ დროს ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში დაბანდებული 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ქვეყანას 50 მილიონი დოლარის ზიანს აყენებს, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ.

ნინო ქეთელაური
19.05.2017

 ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო კონფლიქტის მაღალი შესაძლებლობა არსებობს - ამის შესახებ სამხრეთ კორეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მუნ ჩე ინმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდის შემდეგ განაცხადა, რაც, ანალიტიკოსების აზრით, ის შემთხვევაა, როდესაც დიპლომატია სრულდება და დღის წერიგში სამხედრო მოქმედებები დგება.

ეკატერინე ბასილაია
19.05.2017

 "ქართული ოცნების" კიდევ ერთ გეგმას, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას, ეწინააღმდეგება და უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ყველა, არასამთავრობოები, სათემო და მედია ორგანიზაციები.

გვანცა ღვედაშვილი
19.05.2017

 საქართველოს საელჩომ საბერძნეთში არალეგალურად მყოფი მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების უფლების მინიჭების საკითხზე მუშაობა დაიწყო და როგორც საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს, ეს თემა პირველად გაჩნდა საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობაში.

ნათია ლომიძე
19.05.2017

 25 მაისს ოპეკის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე იმსჯელებენ. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვევა, წლის ბოლომდე საით იმოძრავებს ნავთობის ფასი. ქართველი სპეციალისტებს აზრით, ნავთობის გაძვირება აღარ მოხდება, საუბარია 2016 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილების დაცვაზე.

მარიამ ელიაშვილი
19.05.2017

 საკრებულოს რიგგარეშე 33-ე სხდომაზე ქუთაისის მერმა, საკრებულოს წევრებთან და ფონდი "ქართუს" წარმომადგენელთან ერთად საუნივერსიტეტო ქალაქის რეგულირების გეგმა საბოლოოდ გუშინ დაამტკიცა. თბილისსა და ქუთაისში ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობის საერთო ბიუჯეტი 1 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელსაც მთლიანად ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

ია აბულაშვილი
19.05.2017

 "26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, რუსთაველის საიუბილეო ზეიმად გადაკეთება ლამაზი არ იქნება. ვერც დამოუკიდებლობის დღეს ვიზეიმებთ და ვერც რუსთაველს სათანადო პატივს მივაგებთ".

გვანცა ღვედაშვილი
19.05.2017

 კონსტიტუციის საკითხების სახალხო განხილვის იდეა მისასალმებელია, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს ხდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მინუსი ამ განხილვას ის აქვს, რომ შეხვედრებზე ხელისუფლება ვერ ახერხებს ფართო საზოგადოების ჩართვას და ხშირად ეს განხილვა იმით მთავრდება, რომ რეალურად თავიანთი პარტიის წევრები მოჰყავთ, ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ეს სახალხო განხილვაა", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი და თსუ-ს ლექტორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" ინტერვიუში აკეთებს.

ნინო ქეთელაური
19.05.2017

 "სამწუხარო მომენტი ისაა, რომ ეს ომი, შესაძლოა, გადაიზარდოს უფრო მასშტაბურ შეტაკებებში არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულზე, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით".

ია აბულაშვილი
19.05.2017

 საქართველოს დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესი ერთბაშად რომ არ დაწყებულა და მას წინ უსწრებდა ქართველთა თავდადებული ბრძოლა, რომელმაც ბოლომდე მიიყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო ისტორიულ ფაქტს მაინც გავიხსენებთ, რომლებიც წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

მარი ჩიტაია
19.05.2017

 ავტობიზნესით დაკავებული ადამიანები იმპორტის კლებაზე ჩივიან, მაგრამ ოფიციალური მონაცემები სულ სხვას ასახავს. საავტომობილო საშუალებების იმპორტის ზრდა აშკარაა და ადასტურებს, რომ ამ პროცესს განბაჟების ტარიფის გაძვირებამაც ვერ უშველა. "საქსტატის" მონაცემებით, 2017 წლიდან ავტომობილებზე აქციზის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი თანხობრივ გამოსახულებაში იზრდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×