ია აბულაშვილი 24.05.2017
"საქართველოში ამჟამად არის მართვის პატრონყმური სისტემა და დიდი მნიშვნელობა იმას, რა ჩაიწერება კონსტიტუციაში ამ ეტაპზე არა აქვს. მოსახლეობას ეს კარგად ესმის და ამიტომ ინტერესი კონსტიტუციის მიმართ არ არის" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
|
ნინო ქეთელაური 24.05.2017
საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ავტორიზაციას დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს, ავტორიზაცია არ გააჩნია და აბიტურიენტები შეცდომაში შეჰყავს, დაჯარიმდება.
|
მარი ჩიტაია 23.05.2017
ინვესტიციების ზრდა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ოდნავადაც არ მოქმედებს. ზედიზედ რამდენიმე წელია, ინვესტიციები ქვეყანაში 1,5-1,7 მილიარდის ფარგლებშია, თუმცა იმის გამო, რომ მთელი ეს თანხა ადამიანების მცირე ჯგუფის ხელშია, ქვეყანა და მოსახლეობა სარგებელს ვერ იღებს. ამის მიზეზად სპეციალისტები შემოსავლების განაწილების არსებულ გეგმას მიიჩნევენ. ხალხი კვლავ გაჭირვებაში ცხოვრობს და ფინანსური რესურსიც წარმოების განვითარებისკენ ნაკლებად არის მიმართული.
|
ნათია ლომიძე 23.05.2017
საქართველოში გაუმართავი, სტიქიაგამოვლილი მანქანები ჩამოჰყავთ და აქ როგორც კარგად მოვლილს, ისე ყიდიან. ავტომობილების უმრავლესობა საერთოდ ამორტიზებულია და აქ ადგილზე აწყობენ. ასეთი მანქანით გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია და შეიძლება, ნებისმიერი მგზავრობა ფატალურად დასრულდეს. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ამგვარ მანქანებს სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების დროს აუცილებლად მიექცევა ყურადღება. პრობლემაზე საუბრობენ კერძო იმპორტიორები და მომხმარებლებიც, რომლებიც ამერიკიდან ჩამოყვანილი უვარგისი მანქანის შემდეგ ფინანსურად დაზარალდნენ.
|
ნინო ქეთელაური 23.05.2017
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილე დავით დევნოზაშვილთან ერთად შესაძლოა, კიდევ ერთი პირის ბრალეულობა დადგინდეს. როგორც ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ეს პიროვნება ამჟამად სავარაუდოდ, "დინამოს" დაცვის სამსახურში მუშაობს.
|
მარი გოცირიძე 23.05.2017
საქართველოს საბანკო სექტორში უმსხვილესი კორპორაცია აპირებს შემოსვლას. მილიარდიანი ჩინური ბანკის დამკვიდრებით კონკურენცია გაიზრდება და ბაზარი უფრო დივერსიფიცირებული გახდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.05.2017
მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისთვის თბილისის მერიას ჯერ ისევ არ გამოუცხადებია კომპანიების შესარჩევი კონკურსი. როგორც ქონების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
|
ია აბულაშვილი 23.05.2017
თავისი "ბაბოჩკით", საოცარი არტისტიზმით, ქუჩაში რომ გაივლიდა, უკვე თეატრი იყო. ასე იხსენებენ ვასო გოძიაშვილს ძირძველი თბილისელები. მის აქტიორულ ნიჭსა და ხალას იუმორზე ხომ ლეგენდები დადიოდა, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ მარგალიტებიდან ჩვენც გავიხსენებთ რამდენიმეს დღევანდელ სტატიაში.
|
თიკო ოსმანოვა 23.05.2017
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "ქართულ ოცნებაში", უახლოეს მომავალში, მაჟორიტარების აჯანყებას პროგნოზირებს. მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტში ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების საკითხის შეცვლა მაჟორიტარების უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან, მისი თქმით, აქამდე თავს მხოლოდ ბონუსებით იმშვიდებდნენ. ამბობს, რომ სწორედ ახლა გამოჩნდება, თუ რა ნიშნით ხდებოდა თავის დროზე მაჟორიტარების შერჩევა.
|
მარი ჩიტაია 23.05.2017
საკუთარი შემოსავლით 2-ოთახიანი ბინის შესაძენად საქართველოში მცხოვრებ საშუალო შეძლების ადამიანს დაახლოებით 15 წელიწადი დასჭირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ იგი ფართის ყიდვას გარეუბანში შეეცდება. ცენტრალური უბნის შემთხვევაში, ეს ვადა შესაძლოა, 25 წლამდე გაგრძელდეს. უძრავი ქონების შეძენის მსურველმა დღეში 10 ლარი მაინც უნდა დაზოგოს იმისათვის, რათა 3 თვეში 1 კვ/მ ბინის ფართის ყიდვა შეძლოს. ასეთ შემთხვევაში ადამიანი რეალურად 1 წელიწადში შეიძენს 4 კვ/მ-ს, ხოლო 10 წელიწადში ეს მაჩვენებელი 40 კვ/მ-ს შეადგენს.
|
გვანცა ღვედაშვილი 23.05.2017
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტიმური ვიდეომასალების გასაჯაროებით არ აშანტაჟებს და საქმეში მსგავსი მასალა საერთოდ არ არის, აღნიშნულ განცხადებას ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ავრცელებს. თუმცა მანამდე, საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა სხდომაზე, პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას, თქვა, რომ მტკიცებულებები შეიცავდა დეკანოზის პირადი ცხოვრების, მათ შორის - ინტიმურ დეტალებს, რომლებიც გიორგი მამალაძეს, როგორც სასულიერო პირს, კატეგორიულად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს.
|
ია აბულაშვილი 23.05.2017
ევროპაში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებზე, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი გავიხსენოთ დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილ ბარაბარე ყიფიანის ევროპაში მოღვაწეობის პერიოდიდან. ამაში დაგვეხმარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ბარბარე ყიფიანის პირადი არქივი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|