თამარ მუკბანიანი
19.05.2017

 ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფი "აეროსმიტი" საქართველოში ჩამოდის. 20 მაისს როკის მოყვარულებს გრანდიოზული სანახაობა ელით. ამერიკული ჯგუფი, რომელსაც ოცამდე მუსიკალური ალბომი აქვს გამოცემული და ამ სფეროში მუდმივად გაყიდვის ლიდერია, შეკვეთილში მდებარე "ბლექ სი არენას" მეორე სეზონს გახსნის.

მარი ჩიტაია
18.05.2017

 ბოლო 4 თვეში ელექტროენეგიის იმპორტი ქვეყანაში დაახლოებით 300 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა. ენერგეტიკოსების ვარაუდით, წლის ბოლომდე საქართველოს 1 400 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის შეძენა დასჭირდება. ამის მიზეზად მთავრობის არასწორი პოლიტიკა მიიჩნევა, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ვეღარ ვიყენებთ და მთლიანად აფხაზეთს ვამარაგებთ.

ნინო ქეთელაური
18.05.2017

 აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის გამხელა, რამაც მისი გასაჯაროება გამოიწვია, ზიანს აყენებს არა მარტო ტრამპს, როგორც პოლიტიკოსს, არამედ თვითონ ამერიკის სახელმწიფო სისტემის მდგრადობას, - აცხადებენ ანალიტიკოსები და აღნიშნავენ, რომ მომხდარის შემდეგ, აშშ უსაფრთხოების საკითხებაში ბევრი ქვეყნისთვის სანდო პარტნიორი ვეღარ იქნება.

ეკატერინე ბასილაია
18.05.2017

 ცხინვალში ჩასულმა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს "არჩევნებში გამარჯვება" მიულოცა, რასაც თბილისში მოჰყვა განცხადებები, რომ ეს მიუღებელია.

გვანცა ღვედაშვილი
18.05.2017

 ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით "ვარდების მოედნიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყო. პატრიარქის ინიციატივით კი 7 და მეტ შვილიან ოჯახებს "მამულისათვის თავდადებული მშობლების" სიგელი გადაეცათ და ილია მეორესთან ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.

ეკატერინე ბასილაია
18.05.2017

 "ევროკავშირის წარმომადგენელი ზალბერი უნდა ჩამოშორდეს ჟენევის მოლაპარაკებებს და სახელმწიფოს ღირსების საკითხია, როდესაც ასეთი ადამიანის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხი დგება".

ია აბულაშვილი
18.05.2017

 "რეალურად ეს სახალხო პრეზენტაციაა, მაგრამ ხალხი ჩუმად არის, ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზენტაციას აკეთებს. ამიტომ ვთვლი, რომ ფორმატი შესაცვლელია.

გვანცა ღვედაშვილი
18.05.2017

 "ნუ დადგები ძალადობის მხარეს" - ამ ლოზუნგით ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.

ნათია ლომიძე
18.05.2017

 ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლარმა გამყარება დაიწყო და 2.48-იანი ნიშნულიდან კურსი 2.40-მდე ჩამოვიდა. მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არის გარკვეული წინაპირობა იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდეს და ზაფხულის პერიოდში სტაბილურობა შეინარჩუნოს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზაფხულში გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყება. ამჟამინდელი გამყარება-გაუფასურება მათ ხელოვნურ პროცესად მიაჩნიათ.

ნინო ქეთელაური
18.05.2017

 "რუსეთთან თანამშრომლობა და კავშირებიც ყურადსაღებია. როგორც ჩანს, ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ამერიკული საზოგადოებისთვის რაღაც აქვთ დასამალი.

ია აბულაშვილი
18.05.2017

 მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 72 წელი გავიდა და ამ უახლესი ისტორიის გასახსენებლად ახალს ვერაფერს შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს. რადგან მსოფლიო ომსა და მასში ქართველების მონაწილეობაზე მრავალი წიგნი და სტატია დაწერილა, რამდენიმე საინტერესო ამბავს მაინც გავიხსენებთ ომის ქრონიკებიდან იმ გმირებზე, რიგით ჯარისკაცებზე, რომლებმაც სამშობლოს თავი შესწირეს.

მარი ჩიტაია
17.05.2017

 ქართულ მიწებს უცხოელი მოქალაქეები ყიდულობენ. ეს ხდება სასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლით და აბსოლუტურად ყველგან, სადაც მიწის ყიდვა შესაძლებელია. 2011-12 წლებში, სახელმწიფოს დაუდევრობითა და ქართველი ბიზნესმენების ხელშეწყობითაც, უცხოელ მოქალაქეებზე 29 620 ჰა მიწა გაიყიდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×