ეკატერინე ბასილაია 17.05.2017
პოლიტიკურ პარტიებში ჯერ ისევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის. ყველაზე დიდი ინტერესია, ვის წარადგენს "ქართული ოცნება" თბილისში პირველობისთვის საბრძოლველად და მმართველ პარტიაში დიდი თავსატეხია, ისევ მოქმედი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა დაასახელონ თუ ვიცე-პრემიერ კახა კალაძისა.
|
ვახტანგ შამუგია 17.05.2017
სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მესვეურთა განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია. იარაღის გამოყენების ფაქტს არც ოფიციალური ბაქო უარყოფს.
|
ია აბულაშვილი 17.05.2017
"საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვამ რეგიონებში ექსცესების გარეშე ჩაირა, მაგრამ თბილისში ჩაიშალა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი ორგანიზება. ეს არის ხელისუფლების წარუმატებლობა," - ასე აფასებს საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის ბოლო ეტაპს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა და იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლებიც თან ახლავს ამ პროცესს.
|
ეკატერინე ბასილაია 17.05.2017
"დღეს თუ ვინმეს მთიან ყარაბაღში ომი აწყობს, ეს რუსული მხარეა, რადგან მათი სურვილია, ამ ტერიტორიაზე სამშვიდობოები შეიყვანონ, რითაც ისინი შეკრავენ ე.წ. სამკუთხედს: ცხინვალი, გიუმრი და მთიანი ყარაბაღი და რომლის მეშვეობით რუსეთს შეეძლება, სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაცია მთლიანად გააკონტროლოს," - აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია და ზაფხულში მთიან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციას და ამის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარ მოქმედებებსაც კი პროგნოზირებს.
|
გვანცა წულაია 17.05.2017
წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის - ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.
|
გვანცა ღვედაშვილი 17.05.2017
შესაძლოა, საკაბელო ოპერატორებს "რუსთავი 2"-ის, "იმედის", "მაესტროსა" და "ჯი-დი-ეს"-ის სიგნალის მიწოდების გამო საკუთარი პაკეტების გაძვირება მოუწიოთ.
|
გვანცა ღვედაშვილი 17.05.2017
ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტებისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. კანონპროექტის თანახმად, პირველ დარღვევაზე გაფრთხილება, ერთი წლის განმავლობაში მეორედ ხმაურის გადამეტებისთვის ფიზიკური პირი 150, ხოლო, იურიდიული პირი - 500 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ხმაურმზომი ხელსაწყოების შესაძენად საჭირო დაახლოებით 100 000 ლარი იქნება.
|
ნინო ქეთელაური 17.05.2017
22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში მომხრადარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რა დროსაც 11 წლის გოგონა გარდაიცვალა, წინასასამართლო სხდომა 22 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ "რეზონანსს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.
|
გვანცა წულაია 17.05.2017
ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება ორი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ განხორციელდება.
|
ნათია ლომიძე 17.05.2017
ახალი კონსტიტუციის პროექტი უმუშევრობის სტატუსის განსაზღვრას აღარ ითვალისწინებს. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ უმუშევრობის სტატუსი დაცული იმ შემთვევაში იქნება, თუკი ის კვლავ კონსტიტუციის მეორე თავში დარჩება. გაერთიანებულ პროფკავშირებში კი ამბობენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ვერ ასაქმებს, უმუშევრობის შემწეობა მისცეს.
|
ნათია ლომიძე 17.05.2017
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობით მთავრობა ექსპორტის გაზრდას ცდილობს. ისინი ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულების შემდგომი პროცესი საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე დადებითად აისახება, ეკონომისტების ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ადგილობრივი წარმოების უკუსვლის ტოლფასია.
|
თეო გუდავაძე 17.05.2017
საქართველოში საშუალო ხელფასი მატულობს, მაგრამ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ეცემა. ამის მიზეზი ინფლაცია და ლარის დევალვაციაა. თუკი ვინმეს შემოსავალი ეზრდება, მას მაშინვე შთანთქავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილი ხარჯი. ეს პრობლემა ახალგაზრდებში მეტია. რამდენი ხანი დასჭირდება ადამიანს, რომელსაც დიდი ხანი არ აქვს მუშაობა დაწყებული, რომ რაიმე ტიპის ქონების ყიდვა მოახერხოს?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|