ია აბულაშვილი
25.05.2017

 ძველ თბილისელებს კარგად ახსოვთ, როგორი იყო თბილისური "კომუნალკები" და ამის შეხსენება მათ არ სჭირდებათ, მაგრამ ურიგო არ იქნება, ახალგაზრდა თაობამაც იცოდეს, თუ როგორ შეცვალეს კომუნისტებმა თბილისელების ცხოვრების წესი და რა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ რუსული ოკუპაციის შემდეგ დედაქალაქის მცხოვრებლები.

ნინო ქეთელაური
25.05.2017

 საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების რეაბილიტაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, - აღნიშულ საკითხს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თანამშრომლობის დოკუმენტი ითვალისწინებს.

ნინო ქეთელაური
25.05.2017

 ექსტრემიზმის პროგრამის უმცროსი მკვლევარი ბენედიქტ კლიფორდი "ტვიტერზე" ინფორმაციასთან ერთად ფოტოსაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ქართველი მხარდამჭერები პირდაპირ ემუქრებიან საქართველოში მუსლიმანი თემის წარმომადგენლებს.

მარი ჩიტაია
24.05.2017

 მთავრობას საპენსიო თანხის ზრდაზე უარის თქმა გაისადაც მოუწევს. ამის შესახებ არც წინასაარჩევნო დაპირებიდან მოგვისმენია და არც არჩევნების შემდეგ გამოუდვიათ თავი. ხელისუფლებისთვის ცალკე თავსატეხია პენსიონერების რაოდენობის ზრდა, რის გამოც მატულობს ბიუჯეტზე წნეხი. პენსიის 1 ლარით გაზრდაც კი ბიუჯეტს 9 მილიონი ლარი უჯდება.

ნათია ლომიძე
24.05.2017

 ივლისიდან ბინები მხოლოდ ლარში გაიყიდება. უძრავი ქონების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს, ერთი მხრივ, ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველების მოზიდვას. მაკლარების აზრით, ივლისიდან ბინებზე ფასი გაიზრდება, რასაც არ ეთანხმებიან ურბანისტები, რომელთა აზრითაც, უძრავი ქონების ბაზარზე არაფერი შეიცვლება. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ლარი მხოლოდ ფორმალურად იქნება ანგარიშსწორების საშუალება, რადგან ფასს მყიდველიც და გამყიდველიც ისევ დოლარის კურსით დაიანგარიშებს.

ეკატერინე ბასილაია
24.05.2017

 პრეზიდენტს შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭების უფლება ჩამოერთვას. ამ გეგმას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომლის განცხადებითაც, ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს კიდევ რამდენიმე ფუნქცია შეიძლება, ჰქონდეს შეზღუდული და ასეთი, მდინარაძის აზრით, არის, მაგალითად, მოქალაქეობის მინიჭების უფლება.

ია აბულაშვილი
24.05.2017

 ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ფილმ "ქეთო და კოტეს" შექმნის იდეა, როგორც ამბობენ, მაშინდელი საბჭოთა კავშირის პარტიული ელიტიდან წამოსულა, ომგადახდილ ხალხს რაიმე მხიარული სჭირდებაო და 1946 წელს სსრ კავშირის მთავრობამ ქართველ კინემატოგრაფისტებს ამ თემატიკაზე ფილმის გადაღება დაავალა. სამხატვრო საბჭოს მიერ დადგენილ გეგმაში, რომელზეც კინოსტუდიას უნდა ემუშავა, "ქეთო და კოტე" მეშვიდე თუ მერვე ადგილზე ყოფილა. სია საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა, რომელსაც ხელს თავად იოსებ სტალინი აწერდა.

ეკატერინე ბასილაია
24.05.2017

 ქვეყნის უპრინციპობის მაჩვენებელი და სახელმწიფოს პრესტიჟის შელახვაა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის გვერდით იღებს სამახსოვრო ფოტოს საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, - ასე აფასებენ პოლიტოლოგები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის დასკვნით ფოტოზე მედვედევის გვერდით ქუმსიშვილის დგომას.

ნათია ლომიძე
24.05.2017

 თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა სრულად აღდგა. ქართული პროდუქტი ჩრდილოეთის ბაზარზე უწინდებურად მზარდი მოთხოვნით ვეღარ ისარგებლებს. მეწარმეები განსაკუთრებულ შეფერხებას არ ელიან, ეკონომისტები კი ამბობენ, რომ რუსეთში ქართულ აგროპროდუქტზე მოთხოვნა შესაძლოა, მეტ-ნაკლებად შემცირდეს.

თიკო ოსმანოვა
24.05.2017

 ტელეკომპანია "პირველის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების მიმართულებას "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი და ჯანდაცვის მინისტრის მოქმედი მრჩეველი ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. ის ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელობის შემოთავაზებას დათანხმდა და უბრუნდება თავის პროფესიას. სხვა დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობს.

თიკო ოსმანოვა
24.05.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. შესაბამისად გახდება თუ არა რომელიმე რეგიონი "ოცნებისთვის" აქილვესის ქუსლი, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამ ეტაპზე "ოცნების" მარცხს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მხოლოდ ახალციხეში პროგნოზირებს, დანარჩენ აწ უკვე ყოფილ თვითმმართველ ქალაქებში კი ოპოზიციის აქტიურობასა და წინასაარჩევნო კამპანიას ელოდება.

გვანცა ღვედაშვილი
24.05.2017

 "სასამართლო 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე მედავება", - აღნიშნულ განცხადებას "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გელა მიქაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით აკეთებს. სასამართლომ დეპუტატს 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების გამო 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა და ფულადი ჯარიმა დააკისრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×