ია აბულაშვილი
29.05.2017

 შაბათს, 27 მაისს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე ზბიგნევ ბჟეზინსკი. ცნობა მამის გარდაცვალების შესახებ მისმა ვაჟმა გაავრცელა.

ეკატერინე ბასილაია
29.05.2017

 "ძალიან სახიფათო ზღვარს მივუახლოვდით. ნატო-სთან ასეთი მიახლოების გამო, ერთი მხრივ, ახალ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, მეორე მხრივ, უკან დასახევი გზა არც გვაქვს. კულახმეტოვის ცხინვალში "ელჩად" დანიშვნა რომ ნატო-ს სამიტის წინ მოხდა, ეს არის ზუსტად გზავნილი - რუსეთი თავისას არ მოიშლის, არ შეეგუება ნატო-ს გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში," - აცხადებს "სტრატეგიული კვლევების კავასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.

მამუკა ნაცვალაძე
29.05.2017

 1918 წლის 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომის დასრულებამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა. ამ ომში გერმანია დამარცხდა, მის ამბიციებს, კუთვნილი ადგილი დაეკავებინა წამყვან სახელმწიფოთა შორის, დროებით წერტილი დაესვა.

თიკო ოსმანოვა
29.05.2017

 საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამბობს, რომ გადაწყვეტილებას საკუთარი ძალების აწონ-დაწონვის შემდეგ მიიღებს.

თამარ მუკბანიანი
27.05.2017

 მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ლიფტებია დედაქალაქის საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების უმეტეს ნაწილში, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. დედაქალაქის მერია ახალი ლიფტის ღირებულების 80% აფინანსებს, მაგრამ დარჩენილი 20%-იც კი იმდენად დიდი თანხაა, რომ მობინადრეებს მისი გადახდა უჭირთ.

ეკატერინე ბასილაია
27.05.2017

 ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების, უპირველესად კი მეუფე ისაიას მსახურებას მიუღებელს უწოდებენ. რელიგიის საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი კი იმასაც აცხადებს, რომ ეს "პრობლემა" არაერთხელ განიხილეს კიდეც "მაღალ ეშელონებში" და უკვე გადაწყვეტილებაც მიღებულია: სურთ, მეუფე ისაიას ულტიმატუმი წაუყენონ - ან სეპარატისტების მიერ შექმნილ ალანიის ეპარქიაში უნდა დარეგისტრირდეს, ან მშვიდობიანად დატოვოს "რესპუბლიკის" ტერიტორია.

ნათია ლომიძე
27.05.2017

 თბილისში ტრამვაის აღდგენაზე საზოგადოება მუდმივად საუბრობს, თუმცა ამ ეტაპზე მერია ამ საკითხზე არ მუშაობს და მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს. ტრამვაის სისტემის დანერგვას 300 მილიონ დოლარზე მეტი სჭირდება, რაც საკმაოდ დიდი ინვესტიციაა. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პრობლემებია დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში და გარეუბნებშიც კი. ურბანისტების აზრით, ტრამვაის აღდგენა კიდევ უფრო მეტ საცობებს შექმნის, რადგან ქალაქში ალტერნატიული გზები არ არსებობს.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
27.05.2017

 ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა 25 მაისის შეხვედრამ ნათლად დაადასტურა ალიანსის ერთიანობა, წევრთა მტკიცე ნება, დაიცვან ღია და თავისუფალი საზოგადოების ღირებულებები, დასავლური ცხოვრების წესი. განხილვის მთავარი საგანი ტერორიზმთან ბრძოლა, თავდაცვითი ხარჯების გაზრდა, მათი სამართლიანად გადანაწილება და რუსეთთან ურთიერთობა იყო.

ნინო ქეთელაური
27.05.2017

 აშშ-ს სენატში მხარდაჭერილი კანონპროექტით, რუსეთის ზეგავლენის საწინააღმდეგო ფონდიდან ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად თანხას საქართველო და უკრაინაც მიიღებენ.

მარი ჩიტაია
27.05.2017

 ოპეკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 9 თვით გააგრძელებენ შეთახმებას ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. საერთაშორისო ბირჟებზე გაძვირების ნაცვლად, ნავთობის ფასი ერთბაშად 6,5%-ით გაიაფდა. ნავთობის სიჭარბემ და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციამ გავლენა მოახდინა და ნავთობის ფასმა მოულოდნელად ვარდნა დაიწყო.

თიკო ოსმანოვა
27.05.2017

 ფულის გამოძალვისა და კორუფციის ბრალდებით მოსკოვში შინაგან საქმეთა ყოფილ მაღალჩინოსანს ეძებენ. რუსული საინფორმაციო სააგენტო საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ეროვნული გვარდიის მოსკოვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ალეკსეი ლაუშკინი, რომელიც რუსეთში დაკავებული მაღალჩინოსნის - დიმიტრი ზახარჩენკოს ერთ-ერთი პარტნიორია, შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს.

მამუკა ნაცვალაძე
27.05.2017

 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა დღემდე გამორჩეულ ინტერესს იწვევს. 1918 წლის 26 მაისს ახლად დაარსებული რესპუბლიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საერთაშორისო კონტაქტები, საერთაშორისო აღიარება. ამ ფონზე კავკასიაში გართულებული პოლიტიკურ-ეთნიკური ვითარება მნიშვნელოვანი ბარიერი აღმოჩნდა თავად რეგიონის უსაფრთხოებისათვის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×