გვანცა ღვედაშვილი 02.06.2017
"სიძულვილის ენა იქცა საკომუნიკაციო დოქტრინად, რომელიც ნებისმიერი ფორმით ვლინდება ჩვენს რეალობაში. სწორედ მსგავსმა მოცემულობამ განაპირობა, წამოგვეწყო კამპანია, რომელიც სიძულვილის ენის ტრანსფორმირებას მოახდენს და დაკავებული იქნება ალტერნატიული, პოზიტიური ნარატივების შექმნით", - ასე ხსნიან კამპანიის - "მე ხმა" ორგანიზატორები პროექტის დანიშნულებას.
|
გვანცა ღვედაშვილი 01.06.2017
"ფიცი, რასაც ჩვენი ხელისუფლების უმრავლესობისგან ვისმენთ, იქნება ეს ნატოსთან ერთგულების ფიცი, თუ აშშ-ის შტატებთან პატიოსანი თანამშრომლობის მზაობა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. მაგრამ რომ გადავათვალიეროთ კანონები, რაც მხოლოდ 3-4 თვის განმავლობაშია მიღებული, მათ ანალოგებს მხოლოდ რუსეთის დუმაში მივაგნებთ", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში.
|
ეკატერინე ბასილაია 01.06.2017
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ზუსტად წლისთავზე სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მისი მკვლელი ე.წ. მებაჟე რაშიდ კანჯიოღლი უდანაშაულოდ გამოაცხადა და ოფიციალურ თბილისს გუშინ გალის შეხვედრაზე განუცხადა, რომ "კანჯიოღლის მიმართ სს-ის დევნა შეწყდა".
|
ნათია ლომიძე 01.06.2017
სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს. ხალხმა მილიონობით ზარალი ნახა და ზოგიერთებმა ვალს თავი შეიძლება, ვერც დააღწიონ. ჯერჯერობით უცნობია ეჭვმიტანილი, ვისაც დანაშაულში ბრალი მიუძღვის. დამწვარი შენობის ადგილას დიდი სავაჭრო ცენტრი მოეწყობა. შეუშვებენ თუ არა შიგნით დაზარალებულ მოიჯარეებს, ეს ძნელი სათქმელია.
|
თიკო ოსმანოვა 01.06.2017
ხელისუფლების არაკომპეტენტურობა თუ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოდან უპასპორტოდ გაიტაცეს, ბაქოში დააკავეს. ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
|
თიკო ოსმანოვა 01.06.2017
"რუსთავი 2"-ზე რეორგანიზაცია გამოცხადდა - არხზე კადრებისა და ხელფასების შემცირება იგეგმება. როგორც "რეზონანსს" არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა უთხრა, რეორგანიზაცია ფინანსების ოპტიმიზაციის კუთხით მიმდინარეობს.
|
მარი ჩიტაია 01.06.2017
ყველაზე მომგებიან ბიზნესებს საქართველოს ბიუჯეტში ყველაზე ნაკლები თანხა შეაქვს. ბანკებისა და აზარტული თამაშებიდან შენატანი საბიუჯეტო შემოსავლების მხოლოდ თითო-თითო პროცენტია. ამ დროს აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა შარშან 4,235 მლრდ ლარი შეადგინა, მოგებამ - 363 მლნ ლარი, ბიუჯეტმა კი მხოლოდ 109 მლნ ლარი მიიღო. ზუსტად იგივე ვითარებაა ბანკების მხრივაც. მიუხედავად იმისა, რომ ბანკებმა 2016 წელს 679 მლნ ლარის წმინდა მოგება მიითვალეს, ბიუჯეტში მხოლოდ 79 მლნ ლარი გადაიხადეს.
|
ნინო ქეთელაური 01.06.2017
"თუ ჩვენ ახლა დავთმობთ და ხელსუფლება ამასაც გაატარებს, ნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ რუსეთისთვის კი არ იქნება სათამაშო ფიგურა, არამედ ჩვენი სამეზობლოსთვისაც და მაშინ დამოუკიდებლობა რაღად გვინდა?!", - ასეთია პოლიტოლოგისა და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასება აზერბაიჯანელი ჟურნალიტის დაკავების ფაქტზე.
|
თიკო ოსმანოვა 01.06.2017
"ახლა ესენი გამოდიან და კიდევ 9 წელზე ლაპარაკობენ?! სირცხვილია! ის 9 წელი მოსაგონარი დაგვრჩება, როგორც სამოთხე, იმასთან შედარებით, რასაც ესენი გვიკეთებენ.
|
მარი ჩიტაია 01.06.2017
საბანკო სექტორს ახალ რეგულაციებს უწესებენ. უკვე ყველა ლაპარაკობს, რომ ბიზნესის განვითარებას ბანკების არაპროფილური საქმიანობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ბანკებს ეს არ აშინებთ, მაგრამ როგორც მათი წარმომადგენლები ამბობენ, აცნობიერებენ რისკს, რომ შეიძლება, დაფინანსების მხრივ პრობლემა შეიქმნას.
|
თეო გუდავაძე 01.06.2017
თბილისში ხალხმა მასობრივად დაიწყო ეზოებისა და ჩიხების გადაკეტვა, რათა მანქანების ზედმეტი მოძრაობისაგან თავი დაიზღვიონ. გარდა ამისა, პრობლემაა საპარკინგე ადგილებიც. არავის სურს, უცხო ავტომობილებმა დაიკავონ ტერიტორია. თანდათან ამ ყველაფერმა უკვე მახინჯი ფორმა შეიძინა. კორპუსის ეზოების გარდა, თბილისელებმა უკვე დაიწყეს ვიწრო შესასვლელებისა და ჩიხების "დაშლაგბაუმება". ეს ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. გარდა ამისა, არსებობს დაწესებულებები, სადაც მისვლა ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 01.06.2017
მოლოდვის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთმა გუშინ ქვეყნიდან 5 მოლდოველი დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ რუსეთის საპასუხო ნაბიჯი ბუნებრივი იყო, თუმცა მოსკოვს მოლოდვის მომავალი საპარლამენტო არჩევნების იმედი აქვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|