ეკატერინე ბასილაია
06.06.2017

 შესაძლოა, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა დაწესდეს არა 2023 წელს, არამედ 2018-ში, - ამ თემაზე პარლამენტის სპიკერის განცხადებამ მასსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება-ბრალდებები ისევ განაახლა.

გვანცა ღვედაშვილი
06.06.2017

 ევროპის ინიციატივას დამოუკიდებელი არმიის შექმნასთან დაკავშირებით საქართველოში ექსპერტები ნეგატიურად აფასებენ და ამბობენ, რომ ის ვერ იქნება ნატოს საპირწონე.

ია აბულაშვილი
06.06.2017

 საქართველოს სამოციქულო ეკლესია 1 ივნისს ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს, საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინო კაბადოკიიდან იყო. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ და შვილიც ღვთის სიყვარულითა და ლოცვით აღზარდეს.

თიკო ოსმანოვა
06.06.2017

 "ნატოს, ევროკავშირის და აშშ-ის მთავარი მოთხოვნაა ადამიანის უფლებების დაცვა, ამიტომ საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ინციდენტს გულგრილად ვერ შეხედავენ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. მისი თქმით, ეს ფაქტი საერთაშორისო არენაზე, შესაძლოა7 ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს.

ნინო ქეთელაური
05.06.2017

 მე-12 კლასელებს, ვინც გამოცდაზე ჩაიჭრებიან, შესაძლოა, საგნის მეორედ ჩაბარების შანსი მიეცეთ. აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს ეკუთვნის, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისთვის ინიციატივის მიზანი გაუგებარია.

ეკატერინე ბასილაია
05.06.2017

 დიდი სკანდალი გამოიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულმა კონფერენციამ, სახელწოდებით - "დასავლური საფრთხეები საქართველოში", სადაც იყო განცხადებები, რომ დასავლეთი გვებრძვის, საქართველოს განადგურება სურს, რუსეთი კი ჩვენი კეთილი მეგობარია.

თიკო ოსმანოვა
05.06.2017

 ადამიანს, რომელსაც თავის დროზე ბინადრობის უფლება არ მისცეს, ახლა მოქალაქეობას სთავაზობენ - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია შეარბილა. რამდენიმედღიანი იგნორირების შემდეგ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და აფგან მუხთარლის საქმეში არსებულ კითხვებზე პასუხის დროული გაცემის პირობა დადო, პრეზიდენტს კი მოუწოდა, ჟურნალისტის ოჯახისთვის საქართველოს მოქალაქეობა მიეცა.

მარიამ ელიაშვილი
05.06.2017

 ლაზერულ-ინტერფერომეტრიულმა ობსერვატორია ლიგომ ორი შავი ხვრელის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები კიდევ ერთხელ შენიშნა. ამჯერად ისინი ერთმანეთს ჩვენგან 3 მილიარდი სინათლის წელიწადის მოშორებით შეეჯახნენ.

მარიამ ელიაშვილი
05.06.2017

 დოქტორი ჯო დისპენზა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ნაშრომი მატერიისა და ცნობიერების ურთიერთკავშირს მიუძღვნა. ამ თეორიის მიხედვით გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა "ჩვენ ვიცით, რას აკეთებს სიგნალი" მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. დისპენზამ აღმოაჩინა, რომ ადამიანის ტვინი ფიზიკურ შეგრძნებებს (რეალურს) და სულიერ განცდებს (წარმოსახვითს) ვერ ასხვავებს.

გვანცა ღვედაშვილი
05.06.2017

 "ხელისუფლება კონსტიტუციასთან დაკავშირებით სრულ იზოლაციაში დარჩა. მას დაუპირისპირდნენ სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური ოპოზიცია. საზოგადოებაშიც ძირითად საკითხებზე ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიციაა, ახლა "ოცნება" ინფანტილურად, ბავშვურად სრულ იზოლაციაშია დარჩენილი და ფეხების ბაკუნით არის დაკავებული", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს.

ია აბულაშვილი
05.06.2017

 ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც აშშ-ია, ძნელია თავის დამკვიდრება, მით უმეტეს ქვეყნის გაოცება. მაგრამ ჩვენმა თანამემამულემ თავისი უნიკალური გამოგონებით გადატრიალება მოახდინა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიო ინდუსტრიაში.

მამუკა ნაცვალაძე
05.06.2017

 ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე მეორის ძე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიის მარწუხებში მოქცეული ქართლ-კახეთის სამეფო სულს ღაფავს, ქვეყანა მორჩილად შეგუებია იმპერიულ თამაშებს, რუსეთი იმ რანგის პოლიტიკურ სვლებს აკეთებს, ერეკლე და მისი შთამომავლობა უძლურია, რაიმე იღონონ, ბუნებრივია, წინააღმდეგობრივი მოძრაობა თითოეული ქართველის განწყობაშია ჩაბუდებული, მაგრამ გათითოკაცებულ პროტესტს, სამწუხაროდ, აღარაფერი შეუძლია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×