ნათია ლომიძე
07.06.2017

 ყატარის კრიზისი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფების მიზეზი გახდა. თუკი 5 ივნისამდე საერთაშორისო ბირჟებზე ფასი 51 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, გუშინ 49 დოლარამდე ჩამოვიდა. ზოგადად ბაზარზე არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნა და გაურკვეველია, მოკლევადიან პერიოდში რა მიმართულებით იმერყევებს საწვავის ფასი.

ეკატერინე ბასილაია
07.06.2017

 "აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებამ ჩვენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე უკან დაგვწია. თან, წინ კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა ელის ხელისუფლებას. 3 თვის შემდეგ თურქი მენეჯერის ექსტრადიციის საკითხი დადგება და ხომ არ განმეორდება დიდგორის დღესასწაულის ინიციატივაზე სამარცხვინო ინციდენტი?!

ია აბულაშვილი
07.06.2017

 უცხოეთში მოღვაწე ქართველ ემიგრანტებსა და მათ წარმატებულ კარიერაზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ ჩვენი თანამემამულები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აშშ-ისა და კანადის სამრეწველო ინდუსტრიაში.

თიკო ოსმანოვა
07.06.2017

 "ახლა უბრალოდ საკითხავია, კალაძე გაიმარჯვებს თუ არა პირველ ტურში, რაც პრობლემაა, მგონია, რომ პირველი ტურში შესაძლოა, ვერ გაიმარჯვოს. ამომრჩევლის მიყვანა გაუჭირდება. "ნაციონალები" და სხვა პარტიები თავის ამომრჩეველს მიიყვანენ.

ნათია ლომიძე
06.06.2017

 ივნისში გაზის ტარიფი შეიცვლება, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, დაუბრუნდება თუ არა ძველ, 50-თეთრიან ნიშნულს. ბუნებრივი აირის ღირებულების მომატება პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააძვირებს, რაც კიდევ უფრო მეტად აწევს ინფლაციის მაჩვენებელს. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ გაზის ტარიფის ზრდა მოსახლეობას ზამთრის თვეებში წელში გაწყვეტს.

თამარ მუკბანიანი
06.06.2017

 ზაფხულის ცხელ პერიოდში ჰაერში არსებული მომწამვლელი ნივთიერებების ზეგავლენა ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვნად იზრდება. ტემპერატურის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო მწვავედ დგება საკითხი, როგორ უნდა შეიცვალოს ქალაქში ვითარება. ეკოლოგების ინფორმაციით, დღესდღეობით ყოველი მეოთხე-მეხუთე ადამიანის გარდაცვალება ჰაერის დაბინძურებას და მისგან გამოწვეულ დაავადებებს უკავშირდება.

ეკატერინე ბასილაია
06.06.2017

 საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება მოხდება 19 ივნისის კვირაში, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციაში ახალ ცვლილებებს აანონსებს: კონსტიტუციით მოხდება მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების დარეგულირება, შესაძლოა, გადასახადების მომატებისთვის რეფერენდუმის საჭიროებაც გაუქმდეს და ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატებისთვის ზედა ზღვარიც დაწესდეს.

ნინო ქეთელაური
06.06.2017

 მოსალოდნელია, რომ ე.წ ახალი ტერორიზმი კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს და კონტინენტები მოიცვას, - ასეთია ანალიტიკოსების მოლოდინი ბოლო დროს გახშირებულ ტერორისტულ აქტებზე, რამაც განსხვავებული სახე მიიღო და მთელი დასავლური საზოგადოება პანიკაში ჩააგდო.

მარი ჩიტაია
06.06.2017

 მიწის რეგისტრაციის მიმართ ინტერესი სახელმწიფო რეფორმის ფარგლებშიც დაბალია. არსებული მონაცემებით, სარეგისტრაციო პირობების მაქსიმალურად გამარტივების პირობებში მიწა ჯერჯერობით 144 517-მა მოქალაქემ დაიკანონა. ეს ნიშნავს, რომ მიწის საკუთრებაში გადაცემის ტემპი აშკარად დაბალია.

მარი ჩიტაია
06.06.2017

 5 თვის მონაცემების მიხედვით, ბიუჯეტის შესრულების მხრივ არასახარბიელო მდგომარეობა გამოიკვეთა. პრობლემაა როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელებში. გამორიცხული არ არის, 6 თვის ბიუჯეტი ორივე მიმართულებით გაირღვეს.

ნინო ქეთელაური
06.06.2017

 "დაიშს აქვს საკმაოდ ძლიერი სტრუქტურები, მას გააჩნია სპეციალიზებული შენაერთები, რომლის ამოქმედებაც დაიწყო და, სამწუხაროდ, ის მიაღწევს დიდ მასშტაბებს", - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია.

მარი ჩიტაია
06.06.2017

 ოჯახებს ყოველთვიურად 70-80 ლარი აკლდება ხარჯის გასასტუმრებლად. ეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ხელფასი, საშუალოდ, 1000 ლარის ფარგლებშია. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ათასობით დასაქმებული მინიმალურ ხელფასს იღებს და ხელმოკლედ ითვლება, ოჯახის ხარჯი შემოსავალს დაახლოებით 150-200 ლარით უსწრებს. მოსახლეობის დავალიანების ზრდის დინამიკას დრამატულ რეალობამდე მივყავართ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×