გვანცა ღვედაშვილი
14.01.2017

 პროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები ონლაინ რეჟიმში ქართულ ენას შეისწავლიან, უკვე დაიწყო. პროექტის სატესტო ვარიანტი განახორციელეს დიდ ბრიტანეთში, მომავალი კვირიდან კი დაზუსტდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელებიც "ქართული ენის დისტანციური საპილოტე კურსის" პროექტში ჩაერთვებიან.

ეკატერინე ბასილაია
14.01.2017

 "ნაციონალური მოძრაობის" ორად გახლეჩა მოსალოდნელზე მეტად სკანდალური და შეურაცხყოფით სავსე განცხადებებით შედგა, თუმცა ეს დაპირისპირება მხოლოდ ურთიერთლანძღვით გაგრძელდება, თუ გადაიზრდება კომპრომატების ომში და "სისხლიანი 9 წლის" ამბების ერთმანეთისთვის გადაბრალებაში, ჯერ უცნობია.

სოფო ჩხიკვაძე
14.01.2017

 საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში, ახალი წლის დადგომას ორჯერ ზეიმობენ - 1-ელ და 14 იანვარს. უცხოელებისთვის ცოტა უჩვეულოა, მაგრამ ქართველებისთვის სრულიად ბუნებრივი, რომ ყველაზე პოპულარული დღესასწაული ორი კვირის შემდეგ ისევ დგება. ბავშვებიც თოვლის ბაბუას წელიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან. "მეორე ახალ წელს" თავისებური სახელწოდებაც გამოარჩევს - ძველით ახალი წელი.

თიკო ოსმანოვა
14.01.2017

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია "ნაციონალურ მოძრაობაში" - მიხეილ სააკაშვილის გუნდში რჩება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თავად ახალაიამ მისწერა. უცნობია პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პოზიცია. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი 27 დეკემბერს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებას მხარს უჭერდა. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, იგი ბოკერია-უგულავას ფრთას შეუერთდება.

თაკო მათეშვილი
14.01.2017

 "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საკრებულოში მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი დაკარგა. გაყოფის შედეგად პარტიის ეგიდით საკრებულოში შესული 7 დეპუტატიდან სამი ე.წ. სააკაშვილის გუნდში რჩება, სამიც - ბოკერია-უგულავას ფლანგზე. გადამწყვეტი ხმა კი მეშვიდე დეპუტატს - სევდია უგრეხელიძეს ეკუთვნის, რომელიც თავის არჩევანს ჯერჯერობით ასაიდუმლოებს.

ია აბულაშვილი
14.01.2017

 "საქართველოში აღარ რჩება მეტ-ნაკლებად ძლიერი ოპოზიციური პარტია და ქვეყანა გადადის ერთპარტიულ რეჟიმში, როგორც ჩანს, ძალზე დიდი ხნით, რაც არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის საჩუქრად", - აცხადებს სოსო ცინცაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ეკატერინე ბასილაია
14.01.2017

 "ნაციონალებთან", რომლებიც თვლიდნენ, რომ ჩვენ აგენტები ვიყავით, სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობდით და რუსეთისთვის გვინდოდა ქვეყნის ჩაბარება, მათთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია," - აცხადებს "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი, რომლის თქმითაც, სააკაშვილის გუნდშიც და გამიჯნულებშიც არიან ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების სისტემის შემოქმედები იყვნენ და ორივე მხარეს ეკისრება როგორც დადებითი, ისე უარყოფითზე პასუხისმგებლობა.

მარი ჩიტაია
14.01.2017

 საფონდო ბირჟის რეფორმის პროცესში ეროვნული ბანკის მონაწილეობა სპეციალისტებს დაუშვებლად მიაჩნიათ. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ სებ-ი და თბილისის საფონდო ბირჟა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმას იწყებენ. ფინანსისტებს მიაჩნიათ, რომ რეფორმაში სებ-ის ჩართვით საბანკო სექტორი საფონდო ბირჯაზე დომინანტ ფუნქციას შეინარჩუნებს, რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს და შედეგად ქვეყანა ფორმალურ რეფორმას მიიღებს.

სალომე სარიშვილი
14.01.2017

 "უკრაინული ვიკილიქსი" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის კობა ნაყოფიას საუბრის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ისინი პარტიის სამომავლო გეგმებსა და "ნაცმოძრაობისგან" გამოყოფილი ე.წ. ბოკერიას ფრთის შესახებ დახურული ინფორმაციების მოპოვების შესახებ საუბრობენ. უფრო სწორად, საიტზე გამოქვეყნებულია საუბრის სტენოგრამა და არა აუდიო ჩანაწერი.

გვანცა ღვედაშვილი
14.01.2017

 სეპარატისტული ხელისუფლება ახალგორის რაიონის შესასვლელში "საბაჟო გამშვები პუნქტის" გახსნას გეგმავს. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, საქარველო არ აღიარებს არანაირ საბაჟო პუნქტს. რაც შეხება ადგილობრივ მოსახლეობას, მისი თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, მათთვის რაიმე შეიცვალოს, რადგან ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ტვირთი არ შედის.

თიკო ოსმანოვა
14.01.2017

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სამართლებრივი დავა დასასრულს უახლოვდება. კანონით, უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის ბედი 10 დღეში უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, იურისტები ეჭვობენ, რომ სასამართლო განხილვის ვადას გადააცილებს, რადგან როგორც ცნობილია, სირთულის გამო საქმე დიდ პალატას ცოტა ხნის წინ გადაეცა, ხოლო 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია ჯერ არ დაკომპლექტებულა.

ნინო ქეთელაური
14.01.2017

 "არავითარი შემოთავაზება არ მქონია და თანხმობა-არდათანხმებაზე პასუხის გაცემა მიჭირს. ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალი გვიჩვენებს. მე არაფერს გამოვრიცხავ", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა,


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×