მარიამ ნებულიშვილი
24.08.2020

შატილის გზაზე 23 აგვისტოს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, ბოლო მონაცმებით 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ ავტოსაგზაო შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის სისტემური პრობლემები, რაც ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს.

ია აბულაშვილი
24.08.2020

იკორთის წმინდა მთავარნგელოზის ტაძარი ქართლში 1172 წელს ააგეს. ამის შესახებ გვამცნობს ტაძარზე შესრულებული წარწერა.  იკორის ტაძარს განსაკუთრებლი ადგილი უკავია ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. მისი მოხატულობა, რომელიც მე-12-13 საუკუნეების მიჯანზე შეიქმნა, დღემდე ქართული ხელოვნების უნიკალურ ნიმუშად ითვლება. 

მარიამ ნებულიშვილი
24.08.2020

არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი, მმართველი გუნდი მოსახლეობას ჰპირდება, რომ პროპორციული სია ბევრი ახალი სახით იქნება დაკომპლექტებული. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატები ამბობენ, სიის შემადგენლობაში სისტემური ცვლილებებია მოსალოდნელი.

ია აბულაშვილი
23.08.2020

ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ იმ მაჩვენებელს მიაღწია, რომელიც ეპიდემიის პიკის დროს - აპრილში ფიქსირდებოდა. სპეციალისტთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ღიად საუბრობს ეპიდემიის მეორე ტალღის დაწყებასა და უკვე გაუქმებული ზოგიერთი შეზღუდვის ხელახლა ამოქმედებაზე. რა ელის ასეთ ვითარებაში საქართველოს და როგორია ეპიდემიოლოგების პროგნოზი?

ია აბულაშვილი
23.08.2020

„ნათელაშვილის ოფისში არ შეთანხმდენენ ყველანი, მათ შორის „ნაციონალური მოძრობა“, რომ არ დააყენებდნენ თავის კანდიდატს?! ახლა თუ მიიღებენ ასეთ გადაწყვტილებას, მიიღონ, მათი საქმეა. ვინ იქნება? ხატია დეკანოიძეს ამბობენ“, - ასე ეხმაურება „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ისანის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარობის კანდიდატის შესაძლო დაყენებას.

მარიამ ნებულიშვილი
23.08.2020

„ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებისათვის თავისი პროპორციული სიის დასახელების პროცესს სპეციალურად აჭიანურებს, რათა მათი დეპუტატების ნაწილი ოპოზიციაში არ გადავიდეს. „რეალურად ცდილობენ, რომ სატყუარა გაათამაშონ, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნონ და თავის სიაში აღარ ჩაწერონ", - ამბობს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
23.08.2020

წმინდა მოციქული მატათა ერთ-ერთია ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან, რომელიც სულთმოფინობის შემდეგ მოციქულებმა იუდა ისკარიოტელის მაგივრად აირჩიეს. სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ, მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად ექადაგა სახარება. მატათას ღვთის სიტყვის ქადაგება წილად ხვდა პონტოსა და კოლხეთში, რომელიც, საეკლესიო სწავლებით, მეორე ეთიოპიიის სახელით არის ცნობლი.

მარიამ ნებულიშვილი
23.08.2020

„მიმაჩნია, რომ თუ იდეურად თანაუგრძნობ იმ პარტიას, მასთან უნდა იყო ნებისმიერ მომენტში, ეს პარტია გაჭირვებაში იქნება თუ დალხინებაში", - ასე აფასებს „ქართული ოცნების" დეპუტატი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" საუბრისას იმ ფაქტს, რომ წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელმაც „ქართული ოცნება" დატოვა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია დააფუძნა, ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მათ შორის დიმიტრი შაშკის შეხვდა.

ია აბულაშვილი
23.08.2020

„კვირიკაშვილის ფრთაც გაძლიერდა, მაგრამ როგორ დაამთავრა - ვნახეთ. ამიტომ, თუ ვინმე ამას ფიქრობს, ვურჩევდი, ეს იქნება ჩემი უფასო რჩევა, ფრთხილად, მოზომილად იმოქმედოს და შეუფარდოს მოსახლეობაში ივანიშვილის მიმართ განწყობებს“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, წინასაარჩევნო მზადების პარალელურად, „ოცნების“ შიგნით დიდი გადაადგილებები დაიწყო და კალაძე-კობახიძის ფრთა ძლიერდება.

თამთა ჩაჩანიძე
22.08.2020

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის და ჯარის ნაწილების ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან გადასროლის ბრძანება გასცა. ამის მიზეზი, მისი თქმით, „ნატო-ს ჯარების სერიოზული მოძრაობა" ბელარუსის საზღვრებთან.

მარიამ ნებულიშვილი
22.08.2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი 29 წლის ლასო აბუთიძეა. როგორც მეზობლები „რეზონანსთან" ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი იმავე სოფელში ოტეჯის მშენებლობაზე მომუშავე მუშებმა დაახრჩვეს. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდა კონფლიქტური არ იყო.

თამთა ჩაჩანიძე
22.08.2020

„ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს, გუნდის ლიდერები რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებს საზეიმოდ წარადგენენ, თუმცა ივანიშვილი არცერთ ამ ღონისძიებაზე არ გამოჩენილა. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ მმართველი გუნდის ლიდერები პოლიტიკურად გაიზარდნენ და საარჩევნო კამპანიას კარგად უძღვებიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×