მარიამ ნებულიშვილი 27.08.2020

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება და საზოგადოებას ბოდიშს უხდის წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის, „რეზონანსთან" ანალიტიკოსები აფასებენ. მათი თქმით, ძებნილი ექსპრეზიდენტის დაბრუნების შემდეგ მოვლენათა განვითარების მხოლოდ ორი სცენარი აქვს - ან მიდის ციხეში, ან პრემიერ-მინისტრი ხდება.
|
გვანცა წულაია 27.08.2020
კორონავირუსისგან შექმნილმა კრიზისულმა ვითარებამ სასტუმროების ნაწილი საკმაოდ დააზარალა. პანდემიის გამო, საქართველოში უმარავი სასტუმრო დაიხურა. ყველაზე დიდი პრობლემა სასტუმროების ტიპის ობიექტებს შეექმნა. ახლა გასარკვევია, პანდემიის საფრთხის ჩავლის და ქვეყნის საზღვრის გახსნის შემდეგ, შეძლებენ თუ არა სასტუმროები ფუნქციონირების აღდგენას.
|
ელზა პაპოშვილი 27.08.2020

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ მისი ბუნდოვანებით მოცული გარდაცავლების 41–ე დღეს კიდევ არა აქვთ გამოძიებისგან პასუხი, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ამიტომაც ოჯახი საპროტესტო აქციას აანონსებს. აქცია კვირას, 30 აგვისტოს 14:00 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან გაიმართება.
|
მარიამ ნებულიშვილი 27.08.2020

„რევოლუციები, რომლებიც განვითარდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ძირითადად მძიმე სოციალური ფონით იყო ნაკარნახევი, იგივე ვარდების რევოლუცია, მაიდანი. ბელარუსში ასე თუ ისე საშუალო სოციალური ფონია, რაც დამატებით ეხმარება ლუკაშენკოს ხელისუფლების შენარჩუნებაში", - ასე აფასებს ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისა.
|
მარიამ ნებულიშვილი 27.08.2020

მას შემდეგ რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის მაჟორიტარულ ოლქში „გაერთიანებული ოპოზიციის" საერთო კანდიდატ გიორგი ვაშაძეს კონკურენტი დაუყენა, ოპოზიციის ერთობის ხმები ორად გაიყო, დიდი ნაწილი კვლავ ვაშაძეს უჭერს მხარს, ხოლო რესპუბლიკური პარტია „ნაციონალებს" ამართლებს. მიუხედავად ამისა, „ოპოზიციური ერთობა" კვლავ ერთიანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მათი თქმით, უმთავრესი ამოცანა „ქართული ოცნების" დამარცხებაა.
|
მარიამ ნებულიშვილი 27.08.2020

„ჩემთვის გაუგებარია, რომ წარადგინეს ისევ ძალოვანი სტუქტურებიდან კანდიდატი, მგონია, რომ წამგებიანია", - ასე ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი წევრი თაკო ჩარკვიანი „რეზონანსთან" საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისნის მაჟორიტარულ ოლქში ხატია დეკანოიძის კანდიდატის წარდგენას.
|
ია აბულაშვილი 27.08.2020

ლარგვისის მონასტერი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ სამაჩაბლოში, მდინარე ქსნისა და ჭურთის წყლის შესართავთან, ხშირად ყოფილა წყალდიდობებისა და შემოსეული მტრის მსხვერპლი. ისტორიული ცნობებით, ლარგვისის მონასტერი, ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში აუგიათ. „იუსტინიანე კეისარმა როსტომისთვის საგვარეულო სამარხად მის მიერვე აგებული ლარგვისი მიუჩინა" - წერს მემატიანე.
|
ელზა პაპოშვილი 27.08.2020

თბილისში ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა, რომელიც მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა კუკიას სასაფლაოზე მოხდა. 27 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს და ის ალადაშვილის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა მედიკოსები ამბობენ, რომ მას სიცხოცლისთვსი შეუთავსებელი ჭრილობები გულმკერდის არეში ჰქონდა მოყენებული.
|
ია აბულაშვილი 27.08.2020

„ამ პატარა ეპიზოდმა ბევრი შრეები წარმოაჩინა ქართულ- აფხაზურ და აფხაზურ-რუსულ ურთიერობებში. ვერც რუსეთმა და ვერც „პატრიოტთა ალიანსმა" ვერ გათვალა, რამდენად მიუღებელია აფხაზეთის საზოგადოების ნაწილში საიდუმლო მოლაპარაკებები საქართველოსთან" - ასე აფასებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტს აფხაზეთში.
|
მარიამ ნებულიშვილი 26.08.2020

მმართველი გუნდის ახალ ინიციატივას „საარჩევნო კოდექსში" შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება" ამით საერთაშორისო პარტნიორების თვალში საკუთარი იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავს.
|
რეზონანსი 26.08.2020
კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში არსებული სოციალური უთანასწორობა უფრო მეტად გამოაჩინა. პანდემიამდე არსებულ დროს, ქვეყანას ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა თუმცა, ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის არსებული სხვაობა კიდევ მეტად გაიზარდა.
|
ელზა პაპოშვილი 26.08.2020

პანკისის ხეობაში ვითარება ისევ დაძაბულია, უხუცესები და სამოქალქო აქტივისტები ორი გვარის - მუთოშვილების და ქავთარაშვილების შერიგებას კვლავ უშედეგოდ ცდილობენ. ხეობაში ორ გვარს შორის სისხლის აღების საფრთხე კვლავ არსებობს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|