მარიამ ნებულიშვილი
02.09.2020

„მელას რაც ელანდებოდაო - ასეთი რამე გამოსდის ვაშაძეს. მისი ფიგურა ნამდვილად არ იქნება გამაერთიანებელი", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას „სტრატეგია აღამაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ პროდასავლური კოალიციის მოლოდინი აქვს, რომლის პრემიერ0მინისტრობის კანდიდატიც თავად იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
02.09.2020

საქართველოში „ღირსეული პარტნიორი 2020"-ის წვრთნები ოფიციალურად 7 სექტემბრიდან დაიწყება, თუმცა მანამდე აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გამართეს.

მარიამ ნებულიშვილი
02.09.2020

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის აპრილის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ეპიდემილოგები ვირუსის მზარდ დინამიკაზე ალაპრაკდნენ. ერთი დღის წინ, 1 სექტემბერს 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთვევების რაოდენობის ზრდის მიზეზად, ინფექციონისტები „რეზონანსთან" საუბრისას, რეკომენდაციების დაუცველობას და რეგიონში გაუარესებულ ეპიდემილოგურ მდგომარეობას ასახელებენ.

გვანცა წულაია
01.09.2020

 საქართველოში ზეგანაკვეთური სამუშაო საათები ანაზღურებადი გახდება. შრომის კოდექსისთვის მომზადებულ შესაბამის ცვლილებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა როგორც უშუალოდ ბიზნესმენები ამბობენ, სასიკეთოდ - ბევრი არაფერი. ბევრი კომპანია ან თანამშრომლებს შეამცირებს, ან - ხელფასებს.

მარიამ ნებულიშვილი
01.09.2020

„მთავარი, რითაც ეს არჩევნები განსხვავდება სხვებისგან, არის ის, რომ მოლოდინები დღეს ნაკლებია", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებს და პროცესებს, რომელიც შესაძლოა უახლოსი ორი თვის განმავლობაში განვითარდეს ქვეყანაში.

გვანცა წულაია
01.09.2020

 საქართველოში შესაძლოა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური შეიქმნას. ასეთია ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში უწყების დაფუძნებას 10 მილიონ ლარამდე უნდა მოხმარდეს. ასეთ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში ბიუროკრატიული ხარჯის ზრდა რას მოიტანს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მთავარია, რას მივიღებთ მორიგი ცვლილებით. ქვეყანაში ბევრი „დამოუკიდებელი" სტრუქტურა არსებობს და მათი მუშაობის შედეგი ნულოვანია. 

ელზა პაპოშვილი
01.09.2020

გიორგი შაქარაშვილი საქმეში ახალი გენეტიკური მასალა და ახალი ჩვენება ჩნდება, რომელმაც შესაძლოა საქმე ახალი მიმართულეებით წაიყვანოს.  ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის ჩანთაზე დნმ-ის 5 კვალია ამოსული - ერთი დადასტურებულად გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნის, მეორე - პირს, რომლისგანაც შაქარაშვილმა ითხოვა ჩანთა, დანარჩენი 3-ის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია და დღეს სწორედ ეს გახდა ბრალდებულების ადვოკატებსა და პროკურატურას შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი. 

მარიამ ნებულიშვილი
01.09.2020

2020 წლის საპარლამეტო არჩევნებამდე ზუსტად ორი თვეა დარჩენილი. ჯერჯერობით პოლიტიკურ პარტიების უმეტესობას საკუთარი პროპორციული სია წარმოდგენილი არ აქვს. მმართველი გუნდი ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ამბობდა, რომ თვის ბოლოს საკუთარ სიას დაასახებდა,თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სექტემბერია, „ქართულ ოცნებას" ჯერ მაინც არ აქვს წარმოდგენილი პროპორციული სია.

ელზა პაპოშვილი
01.09.2020

203 დაღუპული სიცოცხლე  და 3000-მდე დაშავებული ავატოსაგზაო შემთხვევების შედეგად - ეს მხოლოდ ამ წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელია და ამაში არ შედის 23 აგვისტოს შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედია, როდესაც ტურისტული მიკროვატობუსის გადავადნას 17 ადამიანი ემსხვერპლა. 2020 წლის 1 იანვრიდან 1 ივნისამდე საქართველოში სულ 2270 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

მარიამ ნებულიშვილი
01.09.2020

საქართველოში 1-ელ სექტემბერს კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინიფცირების შემთვევებთან შედარებითს საკმაოდ გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლოს ინფიცირების ასეთი რაოდენობა ეპიდემიის პიკის დროს - აპრილი-მაისის პერიოდში გქონდა, როდესაც ქვეყანა მკაცრი კარანტინის რეჟიმში იყო. „დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ პრინციპში ყველაფერია მოსალოდნელი უკვე", - ასე პასუხობს,ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსის" შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ახლო მომავალში ქვეყანაში საკარანტინე რეჟიმის კვლავ დაბრუნება.

მარიამ ნებულიშვილი
01.09.2020

გამოცემა „დოსიემ" „პატრიტთა ალიანსისა" და კრემლის კავშირებზე ჩატარებული საკუთარი გამოძიების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. მათი ცნობით, წარმოადგენს „პატრიოტებისა" და რუსულ საკონსულტაციო ფირმა „პოლიტსეკრეტის" თანამშრომლების მიმოწერას და ასევე იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც, მოსკოვის მითითებით, „პატრიოტთა ალიანსმა" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა ჩაატაროს.

ირაკლი ლომიძე
31.08.2020

 უცხოურ რეიტინგებში სააქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები გადაჭარბებულად ფასდება. ეჭვს განსაკუთრებით ის გარემოება იწვევს, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები ბოლო პერიოდში ან შენარჩუნებულია ან გაუმჯობესებული, რის საფუძველსაც ეკონომისტები რეალურად ვერ ხედავენ. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ დადებითი შეფასებების მიუხედავად, ქვეყნის საინვესტიციო გარემო მკვეთრად გაუარესებულია, ინვესტიციები არ შემოდის, ეროვნული ვალუტა უფასურდება და ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს, რაც ინვესტორებისთვის, წესით, დიდი დაბრკოლებაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×