თამთა ჩაჩანიძე
03.09.2020

რუსეთი სხვადასხვა ხერხს იყენებს, რათა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტი როგორმე გადაფაროს. ამჯერად კი ვლადიმირ პუტინს მოხალისე ასისტენტი გამოუჩნდა ბელორუსის წყალშეყენებული პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სახით, რომელმაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, არც მეტი არც ნაკლები, ნავალნის ანალიზების პასუხების გაყალბებაში დაადანაშაულა.

თამთა ჩაჩანიძე
03.09.2020

„არ ვთვლი რომ ამჟამად მდგომარეობა ისეა გაუარესებული, რომ ამან უკვე დაგეგმილ სასწავლო წლის დაწყებას ხელი შეუშალოს. სკოლებში დისტანციურად სწავლება ძალიან რთულია, ამ ეტაპზე არსებული ეპიდსიტუაცია კი, ჩემი აზრით, არ ქმნის იმ გარემოს, რომ სასწავლო წლის დაწყება გადაიდოს, თუმცა დინამიკას უნდა დავაკვირდეთ, ვნახოთ შემდეგო ერთი კვიროს განმავლობაში თუ როგორი ეპიდსიტუაცია იქნება." - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა სასწავლო წლის დაწყების გადადების შესაძლებლობას.

მარიამ ნებულიშვილი
03.09.2020

„ამ ტიპის ნივთიერების გამოყენება, არ ხდება უმაღლესი ხელისუფლების პირდაპირი ნებართვის და მითითების გარეშე", - ასე ეხმიანება რუსეთის მკლევარი და ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას, გერმანიის მთავრობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით" მოწამლეს.

ელზა პაპოშვილი
02.09.2020

ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული  23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ მეხსიერების ბარათს ექსპერტიზა ჩაუტარდება და სავარაუდოდ, გახდება ცნობილი მასზე რა სახის ინფორმააცია ინახება.  მეხსიერების ბარათის დაკარგვის შესახებ ოჯახმა განცხადება არაერთხელ გააკეთა და ამტკიცებდნენ, რომ გამოძიებას ეს ბარათი არ ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა მეხსიერების ბარათი ავტომობილში იპოვეს. 

გვანცა წულაია
02.09.2020

 რუსეთში ხორბალი ძვირდება, რასაც შესაძლოა, საქართველოში პურზე ფასის მატება მოჰყვეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რუსული საექსპორტო მარცვლეული გაძვირებას გააგძელებს. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ფასის გზარდას არ გამორიცხავენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ხორბლის ფასი კიდევ 15 დოლარით მოიმატებს.

თამთა ჩაჩანიძე
02.09.2020

გერმანიის შეიარაღებული ძალების ლაბორატორიამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით" მოწამლეს - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ელზა პაპოშვილი
02.09.2020

ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სამუშაოები კვლავ  განაახლეს. კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან  ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამდენიმე საათის განმავლობაში  2 ტრაქტორი მუშაობდა  და ხნულებს აახლებდა.  

მარიამ ნებულიშვილი
02.09.2020

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი 1-ელი მოსმენით დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიებსა და არჩევნების პროცესში ჩასატარებელ პროცედურებზე რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას შეიცავს. „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსები ამ ცვლილებებს აფასებენ და ამბობენ, რომ კანონპროექტი შინაარსით კარგია, მაგრამ არსებობს რისკები, რომ ხელიფულება მას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს.

თამთა ჩაჩანიძე
02.09.2020

ოკუპირებულ ცხინვალში ხალხის პროტესტი, რომელიც ცხინვალის მილიციის იზოლატორში 28 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა, ისევ გრძელდება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, აღნიშნულს მორიგი პროტესტის სახე არა აქვს და ამას დიდი ალბათობით დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც გადაყვება.

გვანცა წულაია
02.09.2020

 საქართველოში რქოსანი პირუტყვის სულადობა გაიზარდა, რაც ამ რთულ პერიოდში დადებითი ფაქტია. შინაური ცხოველების სულადობის გაზრდა 200კგ-მდე პირუტყვის ექსპორტზე აკრძალვასა და კორონავირუსის პანდემიასთანაა დაკავშირებული, ამ გარემოებამ კი შესაძლოა, ხორცსა და რძის ნაწარმზე ფასი შეამციროს. 

მარიამ ნებულიშვილი
02.09.2020

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნიდ პროპორციული სიის პირველ ოცეულს უახლოს 10 დღეში წარადგენს. მანამდე, პარტიის წევრების განცხადებებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი სიას აგვისტოს ბოლოსთვის წარადგენდა. „მოქმედი პოლიტიკოსების და ახალი სახეების ოპტიმალური ნაზავი იქნება", - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე მმართველი პარტიის პროპორციულ სიასთან დაკავშირებით „რეზონანსთან" საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
02.09.2020

3 სექტემბერს ბელარუსში რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი მასობრივი აქციების ფონზე უკვე მეორედ ჩადის. მიშუსტინის მინსკში ვიზიტზე ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააჟღერა, თუმცა ჩასვლის მიზეზები არ გაუხმაურებია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×