მარიამ ნებულიშვილი
06.09.2020

„პროგრამების მთავარი ფუნქცია არის არა მარტო შედეგის ჩვენება, თუ რა უნდათ, არამედ რამდენად რეალისტურია და როგორ აპირებენ პარტიები მიღწევას ძირითადი კონცეფციის დონეზე", - ასე აფასებს ექსპერტი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" საუბრისას, პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს" მიერ წარდგენილ „მარშალის გეგმა" - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამას".

ელზა პაპოშვილი
06.09.2020

პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას ცდილობს, თუმცა ოჯახს, რაც დრო გადის, მით უფრო ბევრი კითხვა უჩნდება. საქმეში არის რამდენიმე გარემოება, რომლის გამოც ოჯახს და ადვოკატ მიხეილ რამიშვილს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. თუმცა საქმეში ერთი მთავარი კითხვაა - ვინ და რატომ აქრობს თამარ ბაჩალიაშვილის სიცოცხლის ბოლო დღეების შესახებ ინფორმაციას და მისი სხვადასხვა კონტაქტებისა და კომუნიკაციების კვალს?

მარიამ ნებულიშვილი
06.09.2020

„ის ყოველთვის იქნება იმასთან, ვინც უმრავლესობაშია, რადგან უმრავლესობაში ყოფნა მისთვის არის მისი ბიზნესის „დაკრიშვა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, დმანისი-წალკის მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის მიერ გაერთიანებასთან „ძალა ერთობაშია" შეთანხმების გაფრომებას.

რეზონანსი
06.09.2020

დღეს მსოფლიოში საკმაოდ ხშირია სიმსუქნის პრობლემა. დღითიდღე მკვეთრად იზრდება სტატისტიკური მონაცემები, როგორც მოზრდილთა, ასევე, სამწუხაროდ, ბავშვთა ასაკშიც. სიმსუქნის დროს წონის დასაკლებად ხშირად მიმართავენ თვითნებურ დიეტებს, ასევე ხშირად აღნიშნავენ, რომ მკაცრი დიეტის მიუხედავად, უჭირთ წონის კლება, ან იმდენად უძნელდებათ დიეტის დაცვა, რომ სასურველი შედეგის მიღწევამდე ვერ ახერხებენ სწორი კვებითი რეკომენდაციების შესრულებას. 

ეს  სიმპტომები მეტაბოლური დარღვევების ერთ-ერთი ნიშანია. მათგან ყველაზე გავრცელებულია ინსულინრეზისტენტობა, რის შესახებაც ჩნდება უამრავი კითხვა.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

ტატა შოშიაშვილი
05.09.2020

შავი ზღვის თავზე, ნეიტრალურ სივრცეში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც 8 რუსული ავიაგამანადგურებელი 3 ამერიკულ ბომბდამშენს დაურიპისპირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და მომხდარის დეტალებსაც აღწერს.

ელზა პაპოშვილი
05.09.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება ამას ვეღარ გაუძლოს. ამაზე ქართველი ექსპერტები საუბრობენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასა და გასული კვირის სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში ყოველდღიურად ინფიცირების იმაზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.

თამთა ჩაჩანიძე
05.09.2020

„კლინიკების გადატვირთვა ან იქნება, ან არა, იმიტომ, რომ ამჯერად ალბათ სელექცია მოხდება. უწინ ნებისმიერი პაციენტი პირდაპირ სტაციონარში გადაჰყავდათ ხოლმე და ამ შემთხვევაში ალბათ სელექცია მხოლოდ მძიმე სიტუაციებზე მოხდება და ოჯახის ექიმებს ძალიან დიდი დატვირთვა ექნებათ, რომლებიც ვალდებული იქნებიან, რომ ასეთ (შედარებით მსუბუქ) პაციენტებს კონტროლი ბინაზე გაუწიონ."- ასე შეაფასა „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ, მოსალოდნელი სიტუაცია, როცა წელს პირველად ჩვეულებრივი გრიპის სეზონი და კორონავირუსის ეპიდემია ერთმანეთს დაემთხვევა.

ტატა შოშიაშვილი
05.09.2020

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო მალე დაიბრუნებს კონტროლს ცხინვალის რეგიონზე და იქ მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე საქართველოს დროშა აღიმართება, რუსეთის ჩრდიო კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი ანატოლი ხრულიოვი გამოეხმაურა. ეს სწორედ ის გენერალი ხრულიოვია, რომელიც აგვისტოს ომის დროს საქართველოში შემოჭრილი რუსული არმიის ერთ-ერთი სარდალი იყო და ბრძოლაში დაიჭრა კიდეც.

თამთა ჩაჩანიძე
05.09.2020

სოფელ ყარაფილასთან მცოცავი ოკუპაციის განახლება, ლუგარის ლაბორატორიაზე ჰაკერული თავდასხმა და „ნოვიჩოკის" საქართველოში წარმოების შესახებ რუსეთში გაკეთებული განცხადება, ერთი და იმავე საბრძოლო ოპერაციის სხვადასხვა ეტაპებია, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მე-16 განყოფილებამ დაგეგმა და განახორციელა, - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია და შესაბამისი მტკიცებულებებიც მოჰყავს.

ელზა პაპოშვილი
04.09.2020

აპირებს თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებას - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დეპუტატებთან განაცხადა,  რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის.

თამთა ჩაჩანიძე
04.09.2020

ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები გერმანია, საფრანგეთი და იტალია ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სასანქციო სიაში შეყვანის წინაღმდეგები არიან, მთავარი მიზეზი კი იმ საკომუნიკაციო არხის დატოვებაა, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი ლუკაშენკოს რეჟიმთან მოლაპარაკებას შეძლებს.

მარიამ ნებულიშვილი
04.09.2020

„ასე ვთქვათ, რუსეთს აქვს ჩარევის ორი მეთოდი, პოლიტიკურ ძალებში საკუთარი „მეხუთე კოლონის" ჩართვა და ფინანსური მხარდაჭერა",- ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებსას, სადაც ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე საუბრობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×