მარიამ ნებულიშვილი
10.09.2020

„ამაზე უკეთესო სიტუაცია იმისათვის, რომ არჩევნები ჩაატაროს, ხელისუფლებას არ ექნება", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. მისი შეფასებით, ამ ეტაპზე არანაირი საშიშროება არ დგას, რომ არჩევენბი გადაიდოს, რადგანაც ეს უმთავრესად მმართველ გუნდს არ აწყობს.

ელზა პაპოშვილი
09.09.2020

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა სტაბილურად იზრდება. მიუხედავად ამისა, სპეციაალისტები ამ ციფრებს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მსგავსი ზრდა მოსალოდნელი იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია  აცხადებს, რომ  კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების მიხედვით საქართველო ჯერ კიდევ მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ზღვარს უახლოვდება.

გვანცა წულაია
09.09.2020

 პანდემიის პირობებში, საქართველოში სასტუმროების ბიზნესს ძალიან გაუჭირდა. კორონავირუსის გამო, ბიზნესმა საკმაოდ დიდი დატყმა მიიღო და თანაც უცნობია ყველაფრის აღდგენა როდის მოხდება. ბიზნესის წარმომდაგენლები პირადაპირ ამბობენ, რომ სასტუმროების სექტორი უკუსვლას იქამდე განაგრძობს, სანამ პანდემია სრულად არ ჩაივლის. 

ნინა გარდაფხაძე
09.09.2020

 პანდემიის მეორე ტალღა, რომელიც შემოდგომისათვის იყო დაანონსებული, ნელ-ნელა ძალებს იკრებს.  როგორ შეძლებს, დიდი ეკონომიკური სტაგნაციის შემდეგ, გაჯანსაღების გზაზე მდგარი ქართული ეკონომიკა, შეზღუდვების ახალი ტალღის გადატანას, ,,რეზონანსმა“ ანალიტიკოსები გამოკითხა. პროგნოზები სახარბიელო არ არის.

მარიამ ნებულიშვილი
09.09.2020

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე საბოლოო კლინიკური ცდები შეწყდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს. კლინიკური ცდების შეწყვეტის მიზეზი ერთ-ერთი მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი რეაქცია გახდა.

გვანცა წულაია
09.09.2020

ნავთობის ფასმა მოულოდნელად კლება დაიწყო. მსოფლიო ბირჟებზე მისი ღირებულება დაახლოებით, 10-12%-ით დაეცა. უკვე ბოლო ერთი კვირაა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ყოველდღიურად იაფდება, რაც გარკვეული დროის შემდეგ გავლენას საქართველოზეც მოახდენს. 

ელზა პაპოშვილი
09.09.2020

დააყენებს თუ არა თავდაყირა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვცილის საქმეს ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ სატელიტიდან მოპოვებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ გოგონას ავტომობილი 19 და 20 ივნისს იმ ადგილას არ დგას, სადაც მისი ცხედარი იპოვეს. 

თამთა ჩაჩანიძე
09.09.2020

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან პარტნიორი ქვეყნების აზრით, ეს დემოკრატიის ტესტი იქნება, რასაც ათმაგი ყურადღებით დააკვირდებიან. აქედან გამომდინარე კი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთი საქართველოში არასტაბილური პირობების შექმნით იყოს დაინტერესებული.

მარიამ ნებულიშვილი
09.09.2020

„ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზული გამოწვევა ბელარუსისთვის", - ასე ეხმიანება საქართველოს პოლიტიკის ინტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანასთან საუბრისას ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს და ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვას გაუჩინარებას.

მარიამ ნებულიშვილი
09.09.2020

„ნაციონალური მოძრაობისა" და პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" მიერ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაყენება მთავარი განხილვის საგნად იქცა. ექპსერტები კვლავ ორპოლუსიან არჩევნებზე ალაპარაკდნენ. როგორც ისინი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, 2020 წლის არჩევნებშიც მიშას და ბიძიანას დაპირისპირებას უნდა ველოდოთ.

თამთა ჩაჩანიძე
09.09.2020

იმის გამო, რომ კოვიდინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი მკვეთრად იზრდება, სასწავლო პროცესში ახალი რეგულაციები შემოდის, განათლების სამინისტრომ შერეული სწავლების მოდელი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც შედარებით მაღალ კლასებში მოსწავლეებს ნაწილობრივ ონლაინ-გაკვეთილები ჩაუტარდებათ.

მარიამ ნებულიშვილი
08.09.2020

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრემიერ-მინიტრობის კანდიდატად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახელებას ოპოზიციურ ფლანგზე არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. სხვა ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ თუკი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია მოვა, „ნაცმოძრაობას" უფლება არ ექნება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები პრემიერის შერჩევასა თუ სხვა საკითხებზე თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ „ნაცმოძრაობის" რეიტინგი უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ პარტიების ჯამური რეიტინგი, ვისაც პარლამენტში მოხვედის შანსი აქვთ და „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციაში შესვლა მიუღებლად არ მიაჩნიათ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×