ელზა პაპოშვილი
08.09.2020

აფხაზური მედიის ცნობით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში გადასულმა ტერორისტულმა ჯგუფმა გალის რაიონიდან რუსეთში მოღვაწე ცნობილი ბიზნესმენი გაიტაცა და „საქართველოს ტერიტორიაზე“ გადაიყვანა. მათივე ცნობით, თავდამსხმელები „მეგრულად და ქართულად საუბრობდნენ“. თბილისში აცხადებენ, რომ ეს სავარაუდოდ ერთობლივი - ქართულ-აფხაზური კრიმინალური დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულია, რომლის მიზანიც ფულის გამოძალვაა.

თამარ მუკბანიანი
08.09.2020

 საქართველოში მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარი იქნება. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მინიმალური ხელფასის ოდენობის 500 ლარით განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი კომიტეტზე გუშინ განიხილეს.

გვანცა წულაია
08.09.2020

 ეროვნული ვალუტა სექტემბრის დადგომისთანავე გაუფასურებას გზას დაადგა და უკვე 3.10-იან ნიშნულს მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ლარის სტაბილურობის პირობას იძლევა, უკვე ჩანს, რომ რეალური ვითარება სხვაგვარია. არჩევნების წინ გაცვლითმა კურსმა რყევა დაიწყო. ფინანსისტები უფრო მძიმე პროგნოზს აკეთებენ და ამბობენ, რომ ნოებერში შესაძლოა, ეროვნული ვალუტა 3.20-3.25-ის ფარგლებში აღმოჩნდეს. 

რეზონანსი
08.09.2020

 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.5 %-ით გაიზარდა. სტატისტიკით ჩანს, რომ ზრდა, ძირითადად, რეინვესტირების ხარჯზე მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლები იყო. შარშანდელი კატასტროფული ვარდნის ფონზე, წლევანდელი პანდემიის პირობებში მატება, ამის ,,დამსახურებაცაა”.

თამთა ჩაჩანიძე
08.09.2020

„რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს ხუთ კილო კარტოფილს სახლში გაატან, თუ იქვე შეუწვავ და მიართმევ? იგივეა", - იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას „ევროპული საქართველოს" მიერ სენაკში 600 კაციანი სუფრის გაშლას ამომრჩევლების მოსყიდვის კლასიკურ შემთხვევად აფასებს. მისივე თქმით, ამის გამო ცესკო, სავარაუდოდ, ევროპულ საქართველოს დააჯარიმებს.

თამთა ჩაჩანიძე
08.09.2020

სამშაბათს, 8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა - 45 ახალი შემთხვევა 24 საათში. ამის მიუხედავად, სპეციალისტთა უმრავლესობა მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს, რადგანაც ახალი შემთხვევების მატება სხვადასხვა რეგიონებში მიკრო „აფეთქებების" ხარჯზე ხდება და მასობრივი თავშეყრის კონკრეტულ შემთხვევებს უკავშირდება. „რეზონანსთან" ისინი ყოველდღიური ახალი შემთხვევების იმ რაოდენობასაც ასახელებენ, რომლის დაფიქსირების შემდეგაც საყოველთაო კარანტინი აღდგება.

ელზა პაპოშვილი
08.09.2020

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე შესაძლოა ოჯახებს შორის დაპირისპირება გამწვავდეს. შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე აცხადებს, რომ მას გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ემუქრება. ხომსაურიძე ამტკიცებს, რომ მას ნიკოლაძის ბრძანებით თავს დაესხნენ და სცემეს. თავად ნიკოლაძე „რეზონანსთან“ საუბარში ამ ბრალდებას ზღაპარს უწოდებს და აცხადებს, რომ ოჯახებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე რეალურია.

თამთა ჩაჩანიძე
08.09.2020

„ჩვენ ჩვენს გამარჯვებაზე ვფიქრობთ და მაქსიმალურ შედეგზე, რომ „ლელოს" კოალიციის შექმნის გასაღები ჰქონდეს. ესაა ჩვენი ამოცანა და კონკრეტული რომელიმე ჩვენი კონკურენტის გეგმების წიაღსვლების განხილვა ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი არაა", - ამის შესახებ იურისტმა და „ლელო საქართველოს" ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატმა კახა კოჟორიძემ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

მარიამ ნებულიშვილი
08.09.2020

„ნაციონალური მოძრაობისა" და „ძალა ერთობაშიას" მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაყენებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციურ პარტიებში. ერთი ნაწილიამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის კანდიდატად დაყენება სწორი საქციელი არ იყო, მეორე ნაწილი კი მას მხარს უჭერს. „მიშას პრემიერობა არის ჰიპოთეტური საკითხი და ვარაუდებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ", - ამბობს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წევრი გიორგი გუგავა „რეზონანსთან" ამ საკითხის კომენტირებისას.

თამთა ჩაჩანიძე
07.09.2020

7 სექტემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ამომრჩეველს საკუთარი გეგმები მას შემდეგ გააცნო, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატად დაასახელეს. სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვისას თავის გეგმებსა და არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი ლომიძე
07.09.2020

 სამუშაო ადგილების შემცირების პარალელურად, დასაქმებულებს ხელფასებიც უმცირდებათ. ნეგატიური ტენდენცია პანდემიის გამო დაიწყო და, მინიმუმ, გაზაფხულამდე გაგრძელდება. მთავრობა სულ უფრო და უფრო გვაჩვევს, რომ კორონავირუსთან თანაცხოვრებას შევეგუოთ და მივიღოთ ის სიმართლე, რომელიც ეკონომიკურ მდგომარეობას უკიდურესად ამძიმებს და როგორც ბიზნესის, ასევე ცალკეული მოქალაქეების შემოსავლებსა და მათ ყოველდღიურობაზე მკვეთრად ნეგატიურად აისახება.

ირაკლი ლომიძე
07.09.2020

 მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ეპიდემიურ პირობებში სერიოზული რისკის ქვეშ დადგა. კორონავირუსისა და, შესაბამისად, ნავთობზე შემცირებული მოთხოვნის გამო, საქართველო ამჯერად იძულებული გახდა, რომ გაზსაცავის სტრატეგიულ პროექტზე უარი თქვას გაურკვეველი ვადით, რის გამოც სესხის მიზნობრიობა შეიცვალა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×