რეზონანსი
15.09.2020

ევროკავშირი რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, რომელსაც „ნავალნის სანქციების“ რეჟიმი ერქმევა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხების უმაღლესმა კომისარმა ჟიზეფ ბორელმა ევროპარლამენტის სესიაზე განაცხადა. თავად რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კი, რომელიც მოწამვლის შემდეგ გერმანიაში აგრძელებს მკურნალობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ელზა პაპოშვილი
15.09.2020

თურქეთში, სტამბულში,  სავარაუდოდ, ქმრის მიერ მოკლული 32 წლის თამთა ჯანჯღავას  ცხედარი სენაკში საკუთარ საცხოვრებელ სახლში  უკვე გადაასვენეს. ოჯახი და ახლობლები მკვლელობაში მის ქმარს ირაკლი შურღაიას ადანაშაულებენ. ოჯახის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირად იყო და გოგონას ასე სატიკად მოკვლისთვის უმღლეს სასჯელს ითხოვენ. 

ქრისტინე კაპანაძე
15.09.2020

 „ჩვენ ისედაც საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, როდესაც მოხდა სრული იზოლირება. ამიტომ კიდევ ამის გამეორება ისე გამოგვივა „რა მნიშვნელობა აქვს მგელი შეგჭმს თუ მგლის შვილიო". რა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურად დაინგრევა ქვეყანა, თუ ვირუსი დაანგრევს", - აცხადებს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შეზღუდვების შესაძლოა ხელახლა ამოქმედებაზე „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
15.09.2020

ოკუპანტებმა შიდა ქართლში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ახალი ფაქტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. სამშაბათს დილიდან ოკუპანტებმა მუშაობა განაახლეს ხურვალეთშიც. ატოცში საოკუპაციო ხაზთან დადგმულია სათვალთვალო კოშკი, ზემო ნიქოზში უკვე არსებულ გამყოფ ღობესთან 5-10 მეტრში ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავლებულია ახალი მავთულხლართი.

მარიკა ხორავა
15.09.2020

 „ევროპარლამენტის ფიალა როდის აივსება და კრიტიკულ ნაწილს როდის აკრეფს, ამას უფრო უნდა ველოდოთ პოსტ-საარჩევნო პერიოდში, თუ რაღაც პრობლემა შეიქმნა. შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის მხრიდან არ ველოდები კონკრეტულ ქმედებებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა.

ქრისტინე კაპანაძე
15.09.2020

 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ამბობს, რომ განსაკუთრებული გართულებები არ აღენიშნება და მისი რეაბილიტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. როგორც ის იხსენებს, ვირუსი თავისი კოლეგისგან, ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.

თამთა ჩაჩანიძე
15.09.2020

საქართველო ებრაულ კომპანია „რაფაელთან" თანამშრომლობით მნიშვნელოვნად გააძლიერებს თავის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას და რუსეთთან ახალი შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს უკვე შეეძლება სისხლი გაუშროს რუსეთის საბრძოლო ავიაციას. ამის შესახებ გამოცემა „ფორბსთან" საუბარში ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა დევიდ ექსმა განაცხადა.

ირაკლი ლომიძე
14.09.2020

 ლარის კურსთან დაკავშირებით მოლოდინი აშკარად უარყოფითია. ინფექციის მეორე ტალღის წინ, ეკონომიკაში გაჩენილი პრობლემის გამო, ეროვნული ვალუტის მიმართ გაურკვეველი მოლოდინია. საფინანსო სფეროში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შოკის მინიმუმამდე დაყვანა მოახერხონ, მაგრამ ეს არც ადვილი იქნება და შეიძლება მცირე დროის შემდეგ შეუძლებელიც კი გახდეს.

ელზა პაპოშვილი
14.09.2020

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებები ჩნდება.  ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები და პროკურატურის წარმომადგენლები  თეთრიწყაროს ტყეში იმყოფებიან და ცდილობენ დაადგინონ გზა, რომლითაც, ადვოკატების ვერსიით, ახალგაზრდა გოგოს ავტომობილი მიიყვანეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 18 ივლისს მომხდარი არ იყო თვითმკვლელობა და იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები. იქამდე, ვიდრე იურისტები თეთრიწყაროში გაემგზავრებოდნენ, ისინი პროკურატურაში იმყოფებოდნენ.

ნინა გარდაფხაძე
14.09.2020

 საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა, ფაქტობრივად, დაწყებულია ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად სამნიშნაა, რაც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს ყველა სფეროს. ჯანდაცვის გამოწვევებთან ერთად, ახლა მოსახლეობისათვის მთავარი ეკონომიკა და შემოსავალია, რომლის კიდევ ერთხელ შემცირება, შიმშილის საფრთხის წინაშე დააყენებს მოსახლეობას და კატასტროფამდე მიიყვანს მთელ ქვეყანას. 

ირაკლი ლომიძე
14.09.2020

 ეპიდემიის გამო ონლაინ სწავლების შემოღება განათლების ხარისხს მკვეთრად უარესებს. როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლები და ეკონომისტები ამბობენ, მოსწავლეებს განსაკუთრებით ტექნიკური საგნების ათვისება გაუჭირდებათ. რაც შეეხება პერსპექტივას, უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ განათლების ხარისხის რეიტინგში საქართველო მკვეთრად უკან დაიწევს. ასეთ მსოაზრებას ამყარებს ისიც, რომ მოსწავლეების უდიდეს ნაწილს ონლაინ-სწავლებისას ტექნიკურ პრობლემას განიცდის, თვითონ სისტემაა გაუმართავი, რაც დიდი დაბრკოლებაა. 

ირაკლი ლომიძე
14.09.2020

 სანავთობო ბიტუმის იმპორტში დიდი კლებაა, რაც პროდუქტის მოწოდების პრობლემას უკავშირდება. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, საქართველოში პროდუქტის  დეფიციტი შეიმჩნევა. პრობლემა კოვიდ-19-ის პანდემიას და ასევე ირანიდან იმპორტის შეწყვეტას უკავშირდება. იმის გამო, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული არ არის, ალტერნატიული ბაზრების მოძიება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×