ირაკლი ლომიძე
17.09.2020

 ლარის კურსს ვერც მთავრობა და ვეღარც ეროვნული ბანკი ვერაფერს უხერხებენ. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ კურსი ნომებრეში 3,20-3,25-იან ნიშნულს მიაღწევდა, მაგრამ უკვე სექტემბერში დადგა ეს მოცემულობა. წინ არჩევნებია და ხელისუფლებას ყველაზე მეტად ახლა უნდა სურდეს, ლარის სტაბილურობა, თუმცა ეს უკვე შეუძლებელია. ამ ტემპით თუ გაგრძელდება შეიძლება გაცვლითი კურსის ნიშნულმა 4,0-იან მაჩვენებელს მიაღწიოს. არჩევნების შემდეგ მთავრობისთის ლარის თემა აქტუალობას დაკარგავს და შეიძლება კურსი ბოლომდეც მიუშვან.

მარიკა ხორავა
17.09.2020

 „რა უნდა ეთქვა ამაზე IRI-ს? უნდა ეწამებინა ხალხი, თუ ფრჩხილები უნდა დაეძრო და ეთქმევინებინა ხმას ვის აძლევს. კვლევითი ორგანიზაციის ფუნქცია ეს არ არის", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მწვავე კრიტიკას, რომელმაც კვლევით ორგანიზაციას უთავმოყვარეო უწოდა.

ელზა პაპოშვილი
17.09.2020

ქუჩური გარჩევა რუსთავში, რომელშიც 40-ამდე არასრუწლოვანი მონაწილეობდა - ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ ჩხუბი თავდაპირველად მე-4 საშუალო სკოლის ეზოში დაიწყო, თუმცა მათ ტერიტორია დაცვამ დაატოვებინათ. ამის შემდეგ კი ჩხუბი სკოლის მიმდებარედ გაგრძელდა. ადგილობრივებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდეს, თუმცა მათ პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

მარიკა ხორავა
17.09.2020

 8 ერის ტურნირის წინ რაგბის კავშირში მომხდარმა ინციდენტმა ქართული რაგბის მიმართ გულშემატკივრის გილაცრუება არ უნდა გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „ბორჯღალოსნები" 8 ერის გათამაშებისთვის ემზადებიან, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება, - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პარლამენტის წევრმა და ყოფილმა რაგბისტმა ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
17.09.2020

„ზოგადად, მომავალ პარლამენტს თუ თვალს შევავლებთ, ჭრელი იქნება, მაგრამ პროცესში და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას ნაკლები ადამიანი მიიღებს.პარლამენტში ყველაზე დიდი რვა პარტია შევა პლიუს-მინუს 2", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 1%-იანი ბარიერის პირობებში მომავალ პარლამენტის სავარაუდო კონფიგურაციას.

მარიკა ხორავა
16.09.2020

ოპოზიციას ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირების რადიკალური გეგმა აქვს, რომლის განხორციელებაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აზრად არ ჰქონიათ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიძლება დაიშალოს, პროკურატურას ჩამოერთვას გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქცია, შსს-ში კი სრული დეცენტრალიზაცია მოხდეს და რეგიონებში შერიფების ინსტიტუტი შემოიღონ. რამდენად გამართლებულია ასეთი ცვლილებები და რა მოყვება რეალურად ამ გეგმების განხორციელებას?

ნინა გარდაფხაძე
16.09.2020

 2020 წლის აგვისტოში ტურისტული შემოსავლები, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 400 მილიონით შემცირდა. პროცესი კიდევ გაგრძელდება და ვარდნის  დასრულებას სფეროს სპეციალისტები 2021 წლის გაზაფხულამდე არ ელოდებიან. საუბრობენ იმაზეც, რომ ხელისუფლების არც ერთი ნაბიჯი არ არის დროულად დაგეგმილი და მთავრობა ყველაფერს სპონტანურად აკეთებს. 

ელზა პაპოშვილი
16.09.2020

საქართველო, სავარაუდოდ უკვე 17 სექტემბერს, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების თვალსაზრისით „წითელ ზონაში“ გადადის. ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ „რეზონანსთან“ საუბრისას. მათივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებამ, რომ ქვეყანა ისევ „მწვანე ზონაში“ იმყოფება გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია.

გვანცა წულაია
16.09.2020

 ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება და ახალი ანტირეკორდისკენ მიიწევს. ბოლო დღეებში, მკვეთრად გაუფასურებული ლარისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობის მხრიდან ისმის დაპირებები, რომ ეროვნულ ვალუტის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა არსებული რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს. ეროვნული ბანკის 40-მილიონიანი ინტერვენციის შემდეგაც კი ლარმა ვარდნა გააგრძელა და უკვე საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა.

თამთა ჩაჩანიძე
16.09.2020

„ოცნებას" საერთოდ რთული პერიოდი დაუდგა: ერთი მხრიდან ლარის კურსი უტევს, მეორე მხრიდან - კორონავირუსი და ორივე ანტირეკორდებს ამყარებს. ამ ჩიხში და ამ ზეწოლის ქვეშ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის" მოქმედება ადვილი არ იქნება, მაგრამ, პრინციპში, მაინც შედეგი ისეთივე იქნება, როგორც თვითონ ამბობენ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას და წინასაარჩევნოდ ამის შესაძლო გავლენას მმართველი პარტიის რეიტინგზე.

თამთა ჩაჩანიძე
16.09.2020

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივი ოპოზიციური გამოცემა „ფორტანგას" ყოფილი რედაქტორი რაშიდ მაისიგოვი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვაში და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ახლო მომავალში მას კიდევ ერთი სასამართლო ელის - მაისიგოვს ამჯერად ინგუშეთის საქართველოსთან შეერთების მოწოდების გამო გაასამართლებენ.

ნინა გარდაფხაძე
16.09.2020

 ოფიციალური მონაცემებითაც კი, საშუალო ხელფასი, მხოლოდ ერთ თვეში, დაახლოებით, 30 ლარით შემცირდა. პანდემიის მეორე ტალღის პირობებში, რომელსაც თან ლარის გაუფასურებაც ერთვის, მოსახლეობისათვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, გაგრძელდება თუ არა ანაზღაურების კლება და მივა თუ არა საქმე კომპანიების კიდევ ერთხელ სრულ გაჩერებამდე. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×