თამთა ჩაჩანიძე
23.09.2020

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" შორის ერთიანი პროპორციული სიის შექმნაზე მოლაპარაკება თანამდებობების გადანაწილების გამო ჩაიშალა, „ნაციონალურ მოძრაობაში" „ჭორსა" და „ზღაპრებს" უწოდებენ, ხოლო „ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ საქმე თანამდებობების განაწილების საკითხამდე არც მისულა.

მარიკა ხორავა
23.09.2020

 საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთისგან ითხოვს დაუყოვნებლივ განმარტებას რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ და აცხადებს, რომ „ჩვენ არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას ევროპაში, რუსეთში ან სირიაში".

ქრისტინე კაპანაძე
23.09.2020

 ბელარუსის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ, ინაუგურაცია ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ჩაატარა. ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, ასობით ადამიანი დაესწო, მათ შორის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

ექპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე, „რეზონანსთან", ბელარუსის მოსახლეობასა და ლუკაშენკოს პოზიციაზე საუბრობს.

ქრისტინე კაპანაძე
23.09.2020

 წინასაარჩევნოდ განვითარებული პროცესების პირობებში, დაპირისპირებებისა და უთანხმოების საფუძველზე გამოიკვეთა ორი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა", რომელთა შორისაც მიმდინარეობს მთავარი ბრძოლა გამარჯვებისთვის - ასეთია ექსპერტების მოლოდინი საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური ძალების გამარჯვების შანსებზე.

თამთა ჩაჩანიძე
22.09.2020

პროკურატურა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს. საქმე კი იმ სატელიტურ ფოტოებს ეხება, რომელიც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა და რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ ყალბია.

გვანცა წულაია
22.09.2020

 სულ მალე ავიაბაზარზე ახალი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია გამოჩდება. მისი შექმნის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მართალია, მოლაპარაკებები ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, მაგრამ თუკი შეთანხმება შედგა, ქვეყანაში პირველად, ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს შეასრულებს.

მარიკა ხორავა
22.09.2020

 „ვიცი, რომ მასწავლებლებსაც და მოსაწავლეებსაც მონატრებული აქვთ სკოლა, მაგრამ ჯანმრთელობის უფლება უპირველესია", - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილმა განაცხადა სწავლის კიდევ 2 კვირით შესაძლოა გადადებაზე საუბრისას.

ია აბულაშვილი
22.09.2020

„ქართული ოცნება“ სხვა ვერაფერს მოიგონებდა, რადგან ბიძინა ივანიშვილი კვლავ არის ამ პოლიტიკური ძალის ლოკომოტივი და ყველაზე მიმზიდველი ამ პოლიტიკური ძალის ამომრჩევლისთვის“, - აცხადებს კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი „ოცნების“ წინასაარჩევნო ბილბორდებთან დაკავშირებით საუბრისას.

ქრისტინე კაპანაძე
22.09.2020

 ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მნიშვნელოვნად ამცირებს მათ შანსებს, რომ რეალური კონკურენცია გაუწიონ მმართველ პარტიას 31 ოქტომბრის არჩევნებზე, - ასე აფასებ ანალიტიკოსთა უმრავლესობა „ნაცმოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ ოპოზიციაში ისედაც არსებული განხეთქილების კიდევ უფრო გამწვავებას.

გვანცა წულაია
22.09.2020

 ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება და მისი გამყარების შანსი, ჯერჯერობით, არ არსებობს. სპეციალისტები პირადაპირ ამბობენ, რომ სანამ ეროვნული ბანკი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ლარის გამყარება არ მოხდება. ამ დროს მთავრობა თანდათან ყველას ახვევს აზრს, რომ ახლა ეროვნული ვალუტისთვის 3.20 რეალური გაცვლითი კურსია და ამ ნიშნულზე უნდა მოხდეს სწორება.

თამთა ჩაჩანიძე
22.09.2020

მეორე კვირაა, რაც კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 200-იანი ნიშნულის მახლობლად ფიქსირდება, 22 სექტემბერს კი ანტირეკორდი დამყარდა - 218 დადასტურებული შემთხვევა ბოლო 24 საათში. თუ დინამიკა შენრჩუნდა, რამდენ დღეში მივიღებთ ინფიცირებულთა იმ რაოდენობას, რომელთა ერთდროულად მკურნალობასაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკვე ვეღარ შეძლებს?

მარიკა ხორავა
22.09.2020

 „მამუკა ხაზარაძის განცხადება საზოგადოებამ ირონიულად აიტაცა, რადგან მევახშეობის წინააღმდეგ თავად ბანკირი წავიდა. თავად ტერმინ „მევახშეს" არ მივესალმები და ზოგადად მაწუხებს არასაკმარისი კონკურენცია საბანკო სექტორში", - განაცხადა „რეზონანსთან" ექსპერტმა არჩილ გამზარდიამ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×