თამთა ჩაჩანიძე 25.09.2020

სექტემბრის დასაწყისში გალის რაიონში გატაცებული ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაათავისუფლეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ აფხაზური მედია დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, თუმცა გათავისუფლების დეტალები არ საჯაროვდება.
|
ქრისტინე კაპანაძე 25.09.2020
თბილისში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ დედაქალაქის მაცხოვრებლები შესაბამის სამედიცინო ნორმებს არ დაიცავენ - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.09.2020
ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობებმა - „სირცხვილია", „გაბედე" და „შეცვალე", საზოგადოებას განსაკუთრებით „გავრილოვის ღამის" მოვლენებით და შემდეგ განვითარებული პროტესტით დაამახსოვრა, თუმცა მათი აქტივობები დღეს ისეთი თვალშისაცემი აღარაა. რატომ გადაწყვიტეს მუხტის შენელება და რა გავლენას ახდენს არჩევნები და პანდემია მათ სამოქალაქო ატივობებზე?
|
ია აბულაშვილი 25.09.2020

"ჩრდილოეთით გორას იქით და სამწევრის ზევით არის მონასტერი ყოვლადწმინდისა წრომისა, გუმბათიანი მშვენიერი" - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი წრომის ტაძარს, რომელიც ხაშურში, სოფელ წრომში მდებარეობს. ტაძარი ადრეული შუა საუკუნეების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია, რომელიც 626-634 წლებში ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ მეორეს დაკვეთი ააშენეს.
|
ია აბულაშვილი 25.09.2020

"კორონავირსუსის გამო ქელეხები აიკრძალა და ალბათ პირდაპირ ორმოცს გადავუხდით ამ ოპოზიციას, გახარია თუ ჩაერია, მეგრულად დატირება არ ასცდებათ.
|
ქრისტინე კაპანაძე 25.09.2020
ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკებების დრო აღარ აქვთ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „რეზონანსთან" ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ბევრ დროს ხარჯავენ ერთმანეთთან ოპონირებაში, ეს კი, ნამდვილად არ არის, ჯანსაღი კონკურენცია წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში.
|
თამარ ვეფხვაძე 25.09.2020
კომპანია "ვისოლი" აგრძელებს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. ამჯერად, „ვისოლმა“ რუსთავში, შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა. რუსთავის კომპლექსი, უკვე მეოთხე ობიექტია საგურამოში, ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების შედგომ, სადაც მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე.
|
მარიკა ხორავა 25.09.2020
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი შეიარაღებული კონფლქტი რამდენიმე თვის წინ საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრში მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც, მუდმივად დაპირისპირებული ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს არა მთიან ყარაბაღში ან მის მიმდებარე ტერიტორიებზე, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით დაუპირისპირდა. შეტაკებებმა მსხვერპლი გამოიწვია.
|
მარიკა ხორავა 24.09.2020
ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სრწაფი ზრდის ფონზე ნახტომისებურად მოიმატა გარდაცვალების შემთხვევებმაც. ინფექციონისტთა ნაწილი ამას ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდით სხსნის და მოსახლეობას უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესების ზუსტად დაცვისკენ მოუწოდებს.
ყოველივე ამის ფონზე ეპიდემიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ ხუთშაბათს ახალი შეზღუდვების შემოღების და უკვე მოქმედის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ეს შეზღუდვები ძირითადად აჭარას ეხება, რადგანაც ყოველდღიურად ინფიცირების ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტი სწორედ აჭარაზე მოდის.
ცვლილებები შედის საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის რეჟიმშიც. აჭარის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 1-ლი ოქტომბრის შემდეგაც არ განახლდება. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქალაქებში, სადაც ეპიდემიის მასშტაბები არც ისე დიდია, 1-ლი ოქტომბრიდან სწავლა სრული ფორმატით განახლდება, სხვაქალაქებში და მათ შორის თბილისშიც სკოლებში სწავლის შერეული ფორმატი იქნება.
გარდა ამისა, ხუთშაბათს გაირკვა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის. საავადმყოფოებში მხოლოდ მძიმე პაციენტების მკურნალობა მოხდება, შედარებით მსუბუქი შემთხვევების ეგრეთ წოდებული კოვიდ სასტუმროებში ან ბინაზე.
|
ია აბულაშვილი 24.09.2020

„მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი დებატებში არ დაუჯდება, ეს გამორიცხულია, მაგრამ თავის ამომრჩეველთან ქულებს იწერს“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და ამ არჩევანს ბიძინა ივანიშვილს უტოვებს.
|
ირაკლი ლომიძე 24.09.2020
ბოლო სამი კვირაა თვეა ლარის გაუფასურება შეუქცევადია და ვერაფრით აჩერებენ. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ლარს 3,40-იანი ნიშნულისკენ გაეხსნა გზა და ეს მაჩვენებელი მალე დაფიქსირდება. ხოლო წლის ბოლომდე შიძლება 4,0-იან ნიშნულსაც მიაღწიოს. ცალკე საკითხია ის პრობლემები, რაც შეიძლება უკონტროლო გაუფასურებას მოჰყვეს. როგორც ბიზნესი, ასევე მთელი ქვეყნის მოსახლეობა სავალუტო პროცესების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
|
ია აბულაშვილი 24.09.2020

აკურის მამათდავითის ეკლესია, რომელიც კახეთში, სოფელ აკურაში მდებარეობს, მესამე ძეგლია საქართველოში, რომელიც დავით გარეჯელის პატივსაცემად ააგეს. გადმოცემის თანახმად, ტაძარი 855 წელს, პალესტინიდან დაბრუნებულ ცნობილ ქართველ საეკლესიო მოღვაწეს ილარიონ ქართველს აუშენებია თავისი დედისა და დისთვის.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|