თამთა ჩაჩანიძე
28.09.2020

წინასაარჩევნოდ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიცხვი საკმაოდ მაღალია, მათი პოზიციის ჩამოყალიბებაში კი მთავარ როლს ხშირად ამა თუ იმ პარტიის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია თამაშობს ხოლმე.

ქრისტინე კაპანაძე
28.09.2020

 დასავლეთის ქვეყნებს შორის, ჯერ კიდევ არ არსებობს კონსესუსი, შესაბამისად, უცნობია როგორ დაბალანსდება ბელარუსში მიმდინარე მოვლენები - ასე აფასებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ბელარუსში მიმდინარე ვითარებას. მისი თქმით, საპროტესტო აქციების მიუხედავად ლუკაშენკო არ გადადგება.

ია აბულაშვილი
28.09.2020

"შეიძლება ასეთი განცხადება გააკეთოს ჭკუათმყოფელმა ადამიანმა, სააკაშვილის ბრძანებით ჯერ სატელევიზიო ფილმების სტუდია გააუქმეს, ახალ ტელევიზიას აუქმებენ. სულ გაგიჟდნენ, აღარ რცხვენიათ?"-ასე ეხმაურება ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების თაობაზე.

ია აბულაშვილი
28.09.2020

ქრისტიანული ძეგლი ინგუშეთში მაღი-იერდი, რომელიც მდებარეობს სოფელ სალგის მახლობლად, შუა საუკუნეების ქართული ძეგლია და აგებულია ჯავახარის ხეობის მიუვალ კლდეზე.

მარიკა ხორავა
28.09.2020

 აჭარის რეგიონის გარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს დაიწყებს. 1-ლ ოქტომბერს, 7 თვის შემდეგ სასწავლო პროცესი კვლავ საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით 19 ოქტომბერს სტუდენტები აუდიტორიებს დაუბრუნდებიან.

ირაკლი ლომიძე
28.09.2020

 მიმდინარე წელს დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიაა, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები საკმაოდ აქტიურად ჩატარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ დიზელის საწვავის ზრდა ძირითადად ამ ფაქტორით არის გამოწვეული.

თამთა ჩაჩანიძე
28.09.2020

საქართველოში პანდემია თანდათან მწვავე ხასიათს იღებს, გარდაცვლილთა რაოდენობას ერთდროულიად კიდევ ოთხი დაემატა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა კი ყოველდღიურად სამი ასეულით იმატებს - რატომ მოიმატა ფატალურმა შემთხვევებმა და სადამდე გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა ყოველდღიურ ასეულ შემთხვევებს?

ქრისტინე კაპანაძე
28.09.2020

 მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შედეგად, აზერბაიჯანსა და სომხეთში გათიშულია ინტერნეტი, საზღვრებზე განთავსებულია სამხედრო ძალები. ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანასთან", აზერბაიჯანისა და სომხეთის ომის განვითარების სცენარებზე საუბრობს. მისი თქმით, სახელწიფოებში ელექტროენერგიის გათიშვის გამო კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია.

ია აბულაშვილი
27.09.2020

„დასავლით მეტეხისა და ფცის წყალს არს თიღვის ჯვრის მონასტერი, გუმბათიანი, დიდმშვენიერი, კეთილ ნაშენი. შენობანი გარემოს მრავალნი და აწ ხუცის ამარა“, - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი თოღვის მონასტერს, რომელიც, მისივე ცნობით, აუგია დავით აღმაშენელის ასულს თამარს.

თამთა ჩაჩანიძე
27.09.2020

„ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხარე ყველა ძალას იღონებს, რომ მოვლენებმა ასეთი განვითარება არ მიიღოს იმიტომ, რომ ასეთი აპოკალიფსური სცენარი არავის ინტერესებში არ შედის. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება მოხდება იმის ირგვლივ, რომ ამ კონფლიქტის კონსერვაცია მოხდეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბარში გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის განახლებას.

ტატა შოშიაშვილი
27.09.2020

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა პაშინიანმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. პარალელურად, ყარაბაღში დაიხურა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მხარეთა დაშორიშორების ხაზზე ამ დროისთვის „გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს“ და რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მთელს ფრონტზე სრული უპირატესობა აქვთ მოწინააღმდეგეზე“. 

მარიკა ხორავა
27.09.2020

27 სექტემბერს დილით აზერბაიჯანსა და სომხეთშ შორის მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ამან შეიძლება საქართველოს სერიოზული პრობლემები შეუქმნას, განსაკუთრებით კი სომხებით კომპაქტურად დასახლებულ ჯავახეთსა და აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×