თამთა ჩაჩანიძე 30.09.2020

გიორგი გახარია პირველად პრემიერ-მინისტრის რანგში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ესტუმრა - შეხვედრები სტრატეგიული პარტნიორებისგან პერსპექტიული გზავნილების ფონზე მიმდინარეობდა, რა ინიციატივა გააჟღერა შეხვედრებისას თავად გახარიამ და იქონიებს თუ არა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივაზე გავლენას აღნიშნული შეხვედრები, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსთან" ანალიტიკოსებმა ისაუბრეს.
|
ია აბულაშვილი 30.09.2020

მე-12 საუკუნის დამლევს ბოლნისსა და დმანისის მიდამოებში არაერთი შესანიშნავი ძეგლი აიგო, მათ შორის არის "ლამაზი საყდარი". ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, "ლამაზი საყდარი" აიგო თამარ მეფისა და დავით სოსლანის მეფობაში. 1189-1209 წლებში, ლიპარიტის უბანში, "ოქროს საყდრების" მიდამოებში.
|
გვანცა წულაია 30.09.2020
კორონავირუსის პანდემიამ ქართული ეკონომიკა ძალიან დააზარალა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემია დაიწყო, ყოველთვე რეცესია ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, აგვისტოში ქვეყნის მშპ-მა 5,3%-ით იკლო. მართალია, 2021 წლიდან მატებაა მოსალოდნელი, თუმცა სფეროს სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკას გაცოცხლებისვის 2 წელი მაინც დასჭირდება.
|
მარიკა ხორავა 30.09.2020
„მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ჩვენ ყველა რეიტინგით, ყველა კვლევით მთელ ოპოზიციაზე მეტი მხარდაჭერა გავქვს", - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბოლო პერიოდში არსებულ დაპირისპირებას, მათ შორის 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ კონფლიქტს, რომლის დროსაც „მთავარი არხის" ჟურნალისტსა და „პირველი არხის" ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.09.2020

ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ანტირეკორდებს ხსნის, ყოველ მომდევნო გარდაცვლილს შორის ინტერვალი კი რეამდენიმე საათია - ვხედავთ, რომ საერთო შეზღუდვების გარეშე, მხოლოდ სპეციალისტების რეკომენდაციებმა ქვეყანაში პანდემიური თვალსაზრისით არაფერი შეცვალა, რა არის ის რაოდენობრივი ზღვარი „წითელი ხაზი" რის შემდეგაც გარდაუვალი გახდება შეზღუდვების დაწესება?
|
თამთა ჩაჩანიძე 29.09.2020

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის მასშტაბები დღითიდღე იზრდება და უკვე ჩნდება ცნობები და დაპირისპირებაში სხვა ქვეყნების შესაძლო ჩართულობაზე. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა ომში ჩაერთოს. სომხეთის ხელისუფლება კი ბრძოლებში თურქული ავიაციის მონაწილეობას უკვე ოფიციალურად ადასტურებს. ქართველი ექსპერტების შეფასებით, თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, ჩვენ მივიღებთ ფართომასშტაბიან საერთაშორისო კონფლიქტს, რაც დამანგრეველი იქნება რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის.
|
მარიკა ხორავა 29.09.2020
საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს სომხები და აზერბაიჯანელები შეადგენენ. აქედან გამომდინარე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტი, ბუნებრივია აისახება საქართველოზე. ხოლო თუკი ეს კონფლიქტი დროში გაიწელა და მისი არეალი მნიშნელოვნად გაფართოვდა, ეს უკვე 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც მოახდენს გავლენას - ამის შესახებ „რეზონანსთან" ქართველი ანალიტიკოსების საუბრობენ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.09.2020

„ბატონ რეზოს თავისი აზრი გაუჩნდა და თქვა. რა თქმა უნდა, არ ვეთქნხმები. რომ ვეთანხმებოდე, ამ კომენტარს ხომ მეც გავაკეთებდი", - ასე აფასებს „რეზაონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრიი ნუკრი ქანთარია მისი თანაგუნდელისა და კოლეგის რევაზ არველაძის განცხადებას ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა მატების გამო კომენდანტი საათის შემოღების შესახებ.
|
გვანცა წულაია 29.09.2020
საერთაშორისო ბაზარზე ბოლო პერიოდში ხორბლის ფასი მუდმივად მატულობს. მიუხედავად ამისა, მთავრობისგან ისმის დაპირება, რომ საქართველოში პურის ფასი არ გაიზრდება. დღეს არსებული რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ქვეყანა, რომელიც ჩამოკიდებულია იმპორტზე, შედარებით იაფი მარაგის ამოწურვის შემდეგ, გაძვირებულ ხორბალს შეიძენს, რაც წარმოებას პრობლემებს შეუქმნის.
|
გვანცა წულაია 29.09.2020
ეროვნულმა ვალუტამ მოულოდნელად გამყარება დაიწყო. დიდი გაუფასურების შემდეგ, უკვე მეორე დღეა, რაც ქართული ფული სწრაფად მყარდება. დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა „ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე, სადაც დღე ლარმა 3.2650-იანი ნიშნულით დაასრულა.
|
ია აბულაშვილი 29.09.2020

ჩრდილოეთ კავკასიაში ქართული ხუროთმოძვრების რამდენიმე უნიკალური ძეგლია და ამ ძეგლებიდან აღსანიშნავია ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე მდებარე ორი მონასტერი - სენტი და შუანა, რომლებიც მე-10-11 საუკუნით თარიღდება.
|
ია აბულაშვილი 29.09.2020
„ჩვენ სიის წარდგენის პრეზენტაცია არ გვექნება. „ნაციონალური მოძრაობა" პროპორციულ სიას ცესკოში 30 სექტემებრს დილით ან 1 ოქტომბერს წარადგენს. სიის წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს 18 საათზე იწურება", - განაცხადა „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარტიულ სიასთან დაკავშირებით საუბრისას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|