ქრისტინე კაპანაძე 01.10.2020
„ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო სიის 1-ელ ნომრად ყველასთვის მოულოდნელად მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე დაასახელა. თინა ბოკუჩავამ ეს იმით ახსნა, რომ „კიკაბიძე უშიშრობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდველობის სიმბოლოა".
|
გვანცა წულაია 01.10.2020
ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა მკვერი მერყეობით გამოირჩევა. ძლივს გამყარებულმა ლარმა მოულოდნელად ისევ გაუფასურებისკენ აიღო გეზი. მოკლევადიან პერიოდში კურსის მკვეთრად რყევა, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს, უფრო მეტად აზარალებს და ახალი გამოწვევების წინაშე ამყოფებს. ბიზნესმენები კატეგორიულად ითხოვენ სავალუტო ბაზარზე სტაბილურობას.
|
ირაკლი ლომიძე 01.10.2020
პურის ფასი არ შეიცვლება. რამდენიმე დღის წინ ეს ნაკლებად სავარაუდო იყო, მაგრამ მთავრობის აქტიური ჩარევით შესაძლებელი გახდა, რომ მოსახლეობა ძირითადი პროდუქტის გაძვირებისგან იხსნეს. ცხადია, რომ ეპიდემიით გამოწვეული პრობლემების შემდეგ, როცა ისედაც ყველაფერი ძვირდება, ქვეყნის მთავარ სოციალურ პროდუქტზე ფასის ზრდა დიდ პრობლემას შექმნიდა, თუმცა ეს საფრთხე დღესდღეობით განეიტრალებულია. მთავრობა დაიდო არაოფიციალური შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ყველა შესაძლო სცენარის ფასად პურის ღირებულება შენარჩუნდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.10.2020

რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მწვავე სცენარზე აქტიურად ალაპარაკდა, საუბარია იმაზე, რომ კონფლიქტში ფედერაციის ჩართვის შემთხვევაში, სომხეთში რუსული გიუმრის სამხედრო ბაზის საბრძოლო ტექნიკით გაძლიერება და მომარაგება მოუწევს. რუსმა ჟურნალისტმა გადაცემა „60 წუთის" წამყვანმა ევგენი პოპოვმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი ექსპერტის რეპოსტი, სადაც სომხეთში რუსული ბაზის მომარაგების შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცეზე თავდასხმაა შეთავაზებული.
|
ქრისტინე კაპანაძე 01.10.2020
მიხეილ სააკაშვილს ღიად პრო-აზერბაიჯანული განცხადების შემდეგ ერევნის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვა. მაშინ, როცა საქართველო ჩვენი ორი მეზობლისა და მეგობარი ერის კონფლიქტში მაქსიმალურად ცდილობს ნეიტრალობის გამოჩენას, რამდენად სახიფათოა ექსპრეზიდენტის ასეთი მკვეთრი განცხადებები, ამის შესახებ ექსპერტებს შევეკითხეთ, რომელტა მოსაზრებები გაიყო.
|
მარიკა ხორავა 01.10.2020
ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ პრემიერ გახარიას განცხადება ბრძოლაში ჩართულ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შემთხვევითი არ ყოფილა და ეფუძნებოდა მეცნიერების მიერ შედგენილ სპეციალური დოკუმენტს, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, მათ შორის თავადაცაა. მეტიც, დარწმუნებულია, რომ სხვადასხვა ვარიანტიდან მხარეები ასეთი მოლაპარაკებებისთვის ადგილად სწორედაც რომ თბილისს შეარჩევენ, რადგან ყველა სხვა მხარე შეიძლება ან ერთმა ან მეორე ქვეყანამ მიკერძოებულობაში დაადანაშაულოს.
|
ქრისტინე კაპანაძე 01.10.2020
„ოცნებაში" არ ადასტურებენ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ მმართველ პარტიას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საარჩევნო სიაში შეჰყავს. ამას წინ უძღვოდა ცნობები ცერცვაძის გადადგომაზე. თუმცა ოფიციალურად არც ამ ინფორმაციას ადასტურებენ. მიუხედავად ამისა, ბევრი ფიქრობს, რომ ერთი მხრივ ცერცვაძის პოპულარულობა და მეორე მხრივ მის მიერ მმართველი გუნდის გაცხადებული მხარდაჭერა საკმარისი წინაპირობაა, რათა ის საარჩევნო სიაში ვიხილოთ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ცერცვაძის სავარაუდო გადადგომას ჯანდაცვის სამინისტროსთან მის კონფლიქტს უკავშირებენ.
|
მარიკა ხორავა 01.10.2020
„მთავრობამ ყარაბაღში სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების მოხალისედ წასვლა მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს, თუმცა ჭიდაობა და ომი არ არის საჭირო", - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. მისი თქმით, არც ერთი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შეილახოს, თუმცა მთავარი საქართველოს ინტერესებია.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.10.2020

საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ამასთან ყოველდღიურად იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი. მეტიც, უკვე თავად დაავადებათა კონტროლის ცენტრიც კი ამ საგანგაშო ნიშნულზე საკმაოდ შემაშფოთებელ განცხადებას აკეთებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.09.2020

„ეს, ძირითადად, უფრო მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერის სახით შეიძლება, იყოს აღქმული, თორემ ლუკაშენკოს რეჟიმს ბუნებრივია, ვერ ჩამოშლის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნალი კაკაჩია დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, მისი ვაჟისა და კიდევ რამდენიმე ბელარუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
|
რეზონანსი 30.09.2020
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვერ აღმოჩნდა, ბაზარზე კი მან ცრუ მოლოდინი შექმნა და ბინები გააძვირა. ამის გამო უძრავი ქონების რეალიზაცია შეფერხდა. ახლა ბაზარი ძალებს ხელახლა იკრეფს. დღესდღეობით ბინების (ძირითადად, ძველი აშენებული) ღირებულება 10%-ით შემცირდა, სამაგიეროდ, მოთხოვნა გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.
|
ქრისტინე კაპანაძე 30.09.2020
თუ სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, საბრძოლო მოქმედებები ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება - „საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ომი საქართველოს შეეხება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|