ია აბულაშვილი
29.09.2020

„არანაირ სიას „ოცნება“ არ ასაიდუმლებს, სრული მანიფესტაციით ხდება ჩვენი კანდიდატების წარდგენა. არც ვადებს არ ვარღვევთ, ვიცავთ ცესკოს მოთხოვნას და 1 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ წარმოადგენს თავის პარტიულ სიას“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე ოპოზიციის ბრალდებებს, რომ „ოცნება“ თავის პარტიულ სიას ასაიდუმლებს და ამ დრომდე სრული სია არ წარუდგენია.

რეზონანსი
29.09.2020

საქართველომ ყველა საშუალება გამოიყენოს ნატო-სთან დაახლოებისათვის და მოემზადოს ალიანსის წევრობისათვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაგანაცხადა სამშაბათს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლი პრესკონფერენციაზე.

ქრისტინე კაპანაძე
29.09.2020

 ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების" აქტივისტების, ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე, შესაძლებელია ხელოვნურად შეიქმნას ილუზია, რომ ამ დაპირსპირებამ ფართო მასშტაბები მიიღო, - ამის შესახებ, „რეზონანასთან" ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს.

ის ბოლო დღეებშიმომხდარ ინციდენტებს ეხმაურება და ფიქრობს, რომ რადიკალიზაციის ხარისხი საზოგადოებაში გაზრდილი არ არის.

თამთა ჩაჩანიძე
29.09.2020

„აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან" - ეს განცხადება სამშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა. სომხურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, ყარაბაღში მიმდინარე ბრძოლებისას მოწინააღმდეგის კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავის „ეფ 16"-ის ჩამოგდების შესახებ. რუსული მედია კი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქული საბრძოლო ავიაცია პირდაპირაა ჩაბმული ომში. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თურქეთი ღიად ერთვება სომხეთ-აზერბაიჯანის ომში?

ქრისტინე კაპანაძე
29.09.2020

 მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019"-ის მიხედვით, საქართველომ საკმაოდ პოზიტიური შეფასება მიიღო და ზოგიერთი მაჩვენებლით ისტორიულად მაღალი შედეგი დააფიქსირა. ქართველი ექსპერტები ამას დიდ წარმატებად აფასებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს მოდუნების მიზეზი არ უნდა გახდეს, რადგან, მათი თქმით, ეს შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში, თუნდაც იმ სფეროში, სადაც კარგი შეფასებებია, პრობლემები აღარ არის.

რეზონანსი
29.09.2020

 „როგორც ჩანს ,,ევროპულ საქართველოს" არ ჰყავს რეიტინგული ლიდერი, რომლის დასახელებასაც აზრი ექნება", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას, რომ პარტიას წინასაარჩევნოდ არ ეყოლება პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი.

მარიკა ხორავა
29.09.2020

 კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მკურნალობის დაწყებიდან მე-13 დღეს ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსთან" საუბარში განაცხადა. ინფექციონისტთა ნაწილი ამ გადაწვეტილებას კრიტიკულად აფასებს.

ია აბულაშვილი
29.09.2020

„სააკაშვილის განცხადება მთლიან ყარაბაღთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ ვერ იმუშავებს, რადგან საქართველოს ამ კონფლიქტში მშვიდობის გარდა არანაირი დაინტერესება არ აქვს. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ სააკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, ეს განცხადება წინ დახვდება“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მთიან ყარაბახთან დაკავშირებით.

ნინა გარდაფხაძე
29.09.2020

 საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა დაიწყო. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარია გამოყოფილი. მან წარმატებული სტარტი აიღო და უკვე გადამუშავებულია 7 400 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი. რაც ყველაზე მთავარია, მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილნი არიან როგორც ფერმერები, ასევე გადამამუშავებელი საწარმოები.

მარიკა ხორავა
29.09.2020

 შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სლოგანის „დარჩი სახლში" შემოღება შესაძლოა კვლავ დაგვჭირდეს, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ლომიძე
28.09.2020

 ეპიდემიის გამო განადგურებული ბიზნესი სასესხო ვალდებულებებს თავს ვერ ართმევს. ახლა, როცა საშეღავათო პერიოდი დასრულდა და შეჩერებული პროცენტების გადახდის დრო დგება,  ბიზესს უკვე ამ ვალდებულების გასამკლავებლად  რესურსი არ ყოფნის. განსაკუთრებით იმ ნაწილს უჭირს, რომელსაც დოლარში აქვს სესხი. რასაკვირველია უჭირთ რიგით ადამიანებსაც, რადგან განკარგვადი შემოსავალი უმცირდებათ და სულ უფრო ნაკლები რჩებათ საარსებოდ თუ ვალდებულების შესასრულებლად.

თამარ მუკბანიანი
28.09.2020

 ,,სილქნეტმა” პანდემიის მეორე ტალღის წინ 50-მდე დასაქმებული გაათავისუფლა. მიზეზი - თანამშრომელთა მხრიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის მატების მოთხოვნა იყო. კომპანიაში კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ, გათავისუფლებულები კი გაუსაძლის პირობებზე და სამსახურიდან გაშვების შემდეგ ხელმძღვანელთა მხრიდან შეურახყოფაზე ჰყვებიან. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×