ია აბულაშვილი
22.09.2020

ქართული ხურთომოძღვრების უნიკალური ძეგლი, ვანის ქვაბები, რომელსაც ადრე ვაჰანის ქვაბებს უწოდებდნენ, მდებარეობს ასპინძაში და მე-8 საუკუნით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსი კლდეშია ნაკვეთი და 200-მდე გამოქვაბულს მოიცავს, რომლებიც 16 სათრულზეა განლაგებული. აქვეა საძვალე, თაშესაფარი, გვირაბები და 6 ეკლესია.

ქრისტინე კაპანაძე
22.09.2020

 „ეს გადაწყვეტილება მათ დიდი ხანია მიიღეს, რადგან, მათი აზრით, სააკაშვილი ვერ იქნება ოპოზიციური ხმების გამაერთიანებელი", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირიძე „ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ საკააშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

რეზონანსი
22.09.2020

 კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატი გედევან ფოფხაძე რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს,სადაც, როგორც თვითონ აღნიშნავს თავს უფრო უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს.

ია აბულაშვილი
22.09.2020

„სავარუდოდ, „ოცნება“ პარტიულ სიას ოქტომბრის დასაწყისში წარდგენს. ეს იქნება ისევ ნაწილობრივი თუ მთლიანი სიის წარდგენა, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ სიაში ბევრი ახალი სახე იქნება. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე ამ სიაში მოვიაზრები, მაგრამ სად და რომელ ოცეულში ვიქნები, ამას ჩეთმთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ლადო კახაძე „ოცნების“ პროპორციულ სიასთან დაკავშირებით საუბრისას.

მარიკა ხორავა
22.09.2020

 სამშაბათს „ევროპულმა საქართველომ" უწყებათაშორისი კომისია დატოვა. თუ სხვა ოპოზიციური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზციებიც დატოვებენ კომისიას, მაშინ იგი განსაზღვრულ ფუნქციას ვერ შეასრულებს - განაცხადა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ვახტანგ ხმალაძემ.

ქრისტინე კაპანაძე
22.09.2020

 სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი, რომელშიც „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე რუს დეპუტატსა და „კა-გე-ბე"-ს ყოფილ თანამშრომელს იგორ მოროზოვს საქართველოში ბიზნესის დაწყების შესაძლებლობაზე ელაპარაკება, პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა. თავად ბრეგაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პოლიტიკური ამაში არაფერია და უბრალოდ რუსმა მეგობარმა მას სთხოვა ინფორმაციის მოძიება, რამდენად მომგებიანი იქნებოდა საქართველოში ერთი კონკრეტული ბიზნესის დაწყება.

რეზონანსი
21.09.2020

 ეპიდემიამ და ლარის კურსის გაუფასურებამ მოსახლეობის შემოსავლებს დიდი რისკი შეუქმნა. გარდა იმისა, რომ ფულმა მსყიდველუნარიანობა დაკარგა, სულ უფრო და უფრო მცირდება მოსახლეობის შემოსავლები. ეს კიდევ ერთი ბიძგია, რომ გაღარიბების მასშტაბი გაფართოვდეს. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ სიღარიბე გაიზრდება. სოციალური ფონის გაუარესებამ უამრავ ოჯახს შეუქმნა პრობლემა, ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კი, მოსალოდნელია სიღარიბის 10-13%-იანი მატება, რაც ქვეყანაში უმძიმეს პრობლემას გამოიწვევს.

ირაკლი ლომიძე
21.09.2020

 ლარის გაუფასურების გამო ადგილობრივი წარმოება დიდ გასაჭირშია. ქართველი ბიზნესმენები არიან დიდი არჩევანის წინაშე - გააძვირონ პროდუქტები და წარმოების ტემპი შეამცირონ თუ  გააგრძელონ მუშაობა ჩვეულ ტემპში და შეიძლება იზარალონ კიდეც. ცხადია,  ცვლილების გარეშე ვერც ერთი ბიზნესი ვერ იმუშავებს, რადგან გაუფასურებულმა ლარმა ქვეყანაში რთული პირობები შექმნა და ფაქტობრივად, ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა - პანდემია და დევალვაცია.

თამთა ჩაჩანიძე
21.09.2020

ევროკავშირს ამ დრომდე ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია - ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია კი ევროკავშირის წევრებს მოუწოდებს, რომ სანქციების დაწესებისას უფრო მეტად გაბედულები იყვნენ.

ნინა გარდაფხაძე
21.09.2020

 2021 წლიდან ელექტროენერგიისა და წყლის კომუნალური ტარიფის შენარჩუნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. როგორც ,,ბიზნეს- რეზონანსს" სემეკში განუცხადეს, ამ მოთხოვნით მარეგულირებელს უკვე ყველა გამანაწილებელმა მიმართა. ენერგეტიკოსები ტარიფების ზრდას არ ელიან. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად არის გაუფასურებული, საყოფაცხოვრებო ტარიფი, მათი პროგნოზით, უცვლელი დარჩება, რადგან ვალუტის გაუფასურებას, გამანაწილებლების მიერი, შეუსრულებელი ვალდებულებები დააბალანსებს. სხვა რამეზე მეტყველებს, სემეკის თავმჯდომარის მინიშნება, რომლის თქმითაც, კომპანია "თელასი" მინუსშიც კი წავიდა, რისი ერთერთი მიზეზიც, გაუფასურებული ლარია.

ია აბულაშვილი
21.09.2020

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ყოველ წელს 21 სექტემბერს აღნიშნავს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ იოაკიმი და ანა.

თამთა ჩაჩანიძე
21.09.2020

ერთ კვირაზე მეტია, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ორი ასეული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება, ვირუსმა თითქმის ყველა სფეროში შეაღწია, ვკარგავთ თუ არა თანდათან კონტროლს სიტუაციაზე და არის თუ არა აუცილებელი, რომ ინფექციის შესაჩერებლად მკაცრი ზომები დაწესდეს?


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×