თამთა ჩაჩანიძე 18.09.2020

არჩევნებამდე თვენახევარია დარჩენილი, პოლიტიკური პარტიები კი ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად ცდილობენ, რომ საარჩევნო კამპანია რაც შეიძლება უფრო დამაჯერებელი იყოს, რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია დარჩენილ დროში არსებული შედეგი გააუმჯობესოს და რის ხარჯზე? ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს პროცესი თავად პარტიებზე და პოლიტიკურ სუბიექტებზეა დამოკიდებული.
|
თამარ მუკბანიანი 18.09.2020
ბოლო ერთ კვირაში აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები 204%-ით გაიზარდა, ასევე, საოცრად მაღალია ზრდის ტემპი უკრაინიდან და სომხეთიდან. ამ დროს აგვისტოში ფულადი გზავილების ზრდის ჩამონათვალში აზერბაიჯანი მხოლოდ მეშვიდე ადგილზე მოხვდა. რაც შეეხება სომხეთსა და უკრაინას, ორივე ქვეყანა თხუთმეტეულს მიღმაა.
|
ქრისტინე კაპანაძე 18.09.2020
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას „საქართველო-რუსეთის" ურთიერთობების დალაგების შესახებ, პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე ქართველი საზოგადოების დეზორიენტირების იარაღად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ განცხადებაში სიახლე არაფერია.
|
ელზა პაპოშვილი 18.09.2020

უმძიმესი შემთხვევა კახეთში, სოფელ გიორგიწმინდაში - მამამ მის შვილებზე მოძალადე არასრულწოვანს ყური მოაჭრა. 14 წლის არასრულწლოვანმა, სავარაუდოდ, 8-9 წლის ძმებზე გარყვნილი ქმედება სცადა, რის გამოც მათმა მამამ ის ამ ფორმით დასაჯა. დაკავებულია, როგორც 14 წლის არასრუწლოვანი, ასევე 38 წალის მამაკაცი. სოფლის მცხოვრებლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ ძმების მამის გათავისუფლება უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვით იმუქრებიან.
|
ელზა პაპოშვილი 18.09.2020

პროკურატურა კვლავ ამტკიცებს რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამის გასამყარებლად ექსპერტიზის საბოლოო პასუხები და ის ვიდეოჩანაწერები მოაქვს, სადაც გარდაცვლილი 23 წლის გოგონა ტყეში თვითმკვლელობაზე საუბრობს. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები პროკურატურამ ჟურნალისტებს აჩვენა, სადაც გოგონას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა აღწერილი. ვიდეო თებერვალშია ჩაწერილი. ის მშობლებს ბოდიშს უხდის იმის გამო, თუ კი მას ოდესმე ტყეში გარდაცვლილს ნახავენ.
|
მარიკა ხორავა 18.09.2020
საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია არ უწყობს ხელს ნატოში გაწევრიანებას. - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.09.2020

პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის ტაქტიკა აშკარად იცვლება - აჭარაში მძიმე ვითარებაა, ქვეყნის ინფიცირების დღიური მაჩვენებლის დაახლოებით 80% ამ რეგიონზე მოდის, მიუხედავად ამისა, რეგიონის ჩაკეტვა და მკაცრი შემზღუდავი ზომების გატარება არ იგეგმება, როგორც ეს პირველი ტალღისას ხდებოდა ხოლმე.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.09.2020

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხილთა 59% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო NDI-ის კვლევის თანახმად კი ასე გამოკითხულთა 32% ფიქრობს. აისახება თუ არა ეს შემდგომში არჩევნების შედეგებზე და არის თუ არა კონკრეული პარტიების მიმართ ამომრჩევლების სიმპატია-ანტიპატიის მაჩვენებელი? სოციოლოგთა აზრით, გამოკითხვისას დასმული კითხვა ზოგადი და ბუნდოვანია, რაზეც ყველა ადამიანს ინდივიდუალური ხედვა აქვს, თუმცა შესაძლოა შედეგებზე რაღაც გავლენა მაინც იქონიოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.09.2020

2016 წელს საპარლამენტო არჩევნებისას 73 მაჟორიტარული ოლქიდან 50-ში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. წელს მაჟორიტარული წესით მხოლოდ 30 პარლამენტარის არჩევა მოხდება. დაახლოებით რამდენ ოქლში გახდება სავარაუდოდ აუცილებელი მეორე ტურის გამართვა - ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა მათი უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ყველაზე ცხარე დაპირისპირება იქნება ზუგდიდში და თბილისის ოლქებში, განსაკუთრებით კი ვაკეში, ისანსა და საბურთალოზე.
|
ქრისტინე კაპანაძე 17.09.2020
გერმანიის ხელისუფლება საკუთარი კომერციული ინტერესების ხარჯზე სხვა, თუნდაც მისი მოკავშირე ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების შელახვას არ ერიდება - მოკლედ ასე შეიძლება შეფასდეს გერმანიის მცდელობა როგორმე ბოლომდე მიიყვანოს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლოდა, რომელსაც აქტიურად ეწინააღმდეგებიან აშშ, აშშ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და რომლის მიზანშეწონილობაზეც თავად გერმანიის პოლიტიკურ ელიტაშიც კი აზრთა სხვადასხვაობაა.
|
თამარ მუკბანიანი 17.09.2020

პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი ავირეისები აღდგება. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება. დაგეგმილია სხვა ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები და ფრენის ეტაპობრივი აღდგენა. რამდენად გარდამტეხი იქნება ეს საერთო სურათისათვის და რას მოუტანს ქართულ საავიაციო ბაზარს ,,რეზონანსმა” სპეციალისტებს ჰკითხა.
|
ელზა პაპოშვილი 17.09.2020

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე შემზარავი ფაქტი მოხდა. როგორც თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, ორი მუშას, რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟს ახორციელებდნენ და დენმა დაარტყა,,ფაქტიურად ცოცხლად დაიწვნენ. მათ მუშების გადარჩენა ვერ შეძლეს, რადგანაც, როდესაც საშველად გამოვიდნენ, უკვე ცეცხლი ეკიდათ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|