ეკატერინე ბასილაია 19.02.2019
სულ მალე ბესელიას გუნდის წევრები, ე.წ. ამბოხებული დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს დატოვებენ. ჯერ დაზუსტებული არ არის, რამდენი დეპუტატი გადადგამს ამ თამამ ნაბიჯს, ეს იქნება მხოლოდ, 7, თუ მეტი და ასევე მხოლოდ დროის საკითხია, ეს თებერვალში მოხდება, თუ მარტში.
|
მარი ჩიტაია 19.02.2019
როგორც იქნა, საქონლის ხორცმა გაიაფება დაიწყო. სამომხმარებლო ბაზრებში ფასი უკვე 1 ლარით შემცირდა. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეებში ხორცის ღირებულება კიდევ 1-2 ლარით დაიწევს. საფასო ცვლილებას ისინი მსხვილფეხა რქოსანი (მოზარდი) პირუტყვის ექსპორტის აკრძალვას უკავშირებენ და ამბობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში ხორცის მარაგი გაზარდა.
|
ია აბულაშვილი 19.02.2019
"ვინც კარგად ერკვევა ბიზნესის ანაბანაში, იცის, რომ, პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, ბიზნესმენებს ყოველთვის შეუძლიათ შეთანხმება.
|
თეო გუდავაძე 19.02.2019
საქართველოში 54 000 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული, აქედან უმრავლესობის პრობლემა ფინანსური მდგომარეობაა და სწავლას მხოლოდ იმიტომ ვერ აგრძელებს, რომ სწავლის გადასახადი არ აქვს დაფარული. ასეთი სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება.
|
თამარ მუკბანიანი 19.02.2019
საქართველოს მთავრობამ რუსული გაზისადმი დამოკიდებულება შეცვალა. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ გაზი მხოლოდ აზერბაიჯანიდან არ უნდა შემოდიოდეს, ალტერნატივად კი არც ერთ სხვა გზას არ განიხილავს, გარდა რუსეთისა. ენერგეტიკოსებში აზრი ორიდ არის გაყოფილი, ვითარება კი თანდათან რთულდება, რადგან ბუნებრივი აირის მოხმარება დიდი სისწრაფით იზრდება.
|
ელზა პაპოშვილი 18.02.2019
სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე შესაძლოა საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს - კანონის ინიციატორი ინფრასტრუქტურის სამინისტროა. სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების გარანტია არც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტობას ექნებათ. სამინისტრო პარლამენტში აღნიშნულ ახალ კანონპროექტს წარადგენს.
|
თამარ შუკვანი 18.02.2019
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოკუპირებულ ყირიმსა და კალინინგრადის ოლქში შესაძლოა ბირთვული სიმძლავრეები განათავსოს, რაც დღეს არსებულ ვითარებას უფრო მეტად დაძაბავს.
|
ელზა პაპოშვილი 18.02.2019
ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ ხმაურიანი და სკანდალური განცხადებები არ წყდება. მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა დამძიმდა და ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საპატარიაქრომ მისი ზიარების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ოჯახი აქციებს კვლავ აგრძელებს, იმის მოთხოვნით, რომ მისი შეწყალება მოხდეს.
| |
ეკატერინე ბასილაია 18.02.2019
5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც მხოლოდ 243 206 ადამიანი ცხოვრობს, ლამის იმდენივე ელექტროენერგიას ხარჯავს, რასაც 1.1-მილიონიანი თბილისი.
|
ელზა პაპოშვილი 18.02.2019
ყველა "ოცნების" წინააღმდეგ არჩევნების პროპორციული სისტემისთვის - ოპოზიცია ერთ მილიონამდე ხელმოწერის შეგროვებას იწყებს, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა გაუქმდეს. ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდის დეპუტატების უმრავლესობა ამ ინიციატივას.
|
თამარ შუკვანი 18.02.2019
განათლების სამინისტროს რეფორმების ფარგლებში გამოცდების გაუქმება დაანონსდა, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებს სკოლაში გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ. რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, 2020 წლიდან აბიტურიენტებმა გამოცდები სამ სავალდებულო საგანში უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე საგანი იმ პროფილის მიხედვით იქნება, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო საგნებს შორის აღარ იქნება, 2020 წლიდან ზოგადი უნარების გაუქმებაც იგეგმება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|