თამარ მუკბანიანი
06.09.2018

 ქართული ლარი შემოდგომის დასაწყისში ასეთი გაუფასურებული არასდროს ყოფილა. მოსახლეობას ნოემბერ-დეკემბრის საფუძვლიანი შიში აქვს. მთელი ქვეყანა დევალვაციისა და ინფლაციის მორიგი დარყმის ქვეშაა. იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნიშნავს, რომ ფასები ყველა პროდუქტზე გაიზრდება. გაძვირების პროცესი უკვე დაწყებულია და დაზამთრებამდე შესაძლოა, კატასტროფული სისწრაფე აკრიფოს.

თამარ მუკბანიანი
06.09.2018

 სამშენებლო სფეროს ზრდის ტემპი 2018 წელს შენელდა. მიზეზი, დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებულ რეგულაციებთან ერთად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაცემა და ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირეცაა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტემპის კლება ეკონომიკაზე მოქმედებს ცუდად, თუმცა ქალაქზე კარგად აისახება.

მარი ჩიტაია
06.09.2018

 საქართველოში ცხოვრების დონე არათუ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდეც უარესდება. გარდა იმისა, რომ ხალხი დანაზოგს ვერ აკეთებს, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ელემენტარული საშუალებაც არ აქვს, რომ ყოველდღიურ ხარჯს გაუმკლავდეს. სამთავრობო ცვლილებებმა ჯერჯერობით ვერანირი შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით, ასეთი მძიმე შემოდგომა ქვეყანაში ბოლო წლებში არ ყოფილა.

ტატა შოშიაშვილი
06.09.2018

 რუსულ კოსმოსურ ხომალდ "სოიუზ მს-09"-ის ჰერმეტიზაციის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის მიზეზადაც ხომალდის შემთხვევითი ან განზრახ დაზიანება დასახელდა.

თამარ მუკბანიანი
05.09.2018

 საწვავის ფასი რამდენიმე დღეში კვლავ მოიმატებს. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ღირებულების ზრდაა. ბოლო მონაცემებით, 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 79 აშშ დოლარია, ხოლო ლარის კურსი 2,58-ს გადასცდა. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ეს მოცემულობა შენარჩუნდება, საქართველოში ბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 2.60 ლარამდე გაძვირდება.

ია აბულაშვილი
05.09.2018

 "ოცნების ქმედებებში მე ლოგიკას აღარ ვეძებ, მით უმეტეს - პოლიტიკურ ლოგიკას. "ოცნებას" უნდოდა სტეიკის შეწვა, მაგრამ აჯაფსანდალი გამოუვიდა", - ასე აფასებს გია ხუხაშვილი მმართველი პარტიის მანევრს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×