თეო გუდავაძე
07.09.2018

 სასკოლო ციებ-ცხელება უკვე შეინიშნება დედაქალაქში, მშობლები აქედანვე იწყებენ შვილების სასწავლო წლისთვის მომზადებას, თუმცა ეს ყველაფერი უფრო სურვილია, ვიდრე ქმედება. დღევანდელი სოციალური ფონის გათვალისწინებით ადამიანებს ძალიან უჭირთ სასკოლო ხარჯთან გამკლავება. ფინანსური პრობლემები მტკივნეულია სტუდენტებისა და მათი მშობლებისთვისაც. უნივერსიტეტის გადასახადი, ბინის ქირა და სხვა ხარჯი, რომელიც განათლების მიღების პროცესს თან სდევს, ზოგიერთი ოჯახისთვის გაუსაძლისი გახდა.

მარი ჩიტაია
07.09.2018

 ზაფხულში გამუდმებულმა წვიმამ ქვეყნის ენერგოსისტემას ცოტათი უშველა. მიმდინარე სეზონზე ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება თითქმის არ შექმნილა, რასაც ენერგეტიკოსები ჰიდროლოგიის დამსახურებად მიიჩნევენ. თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ეჭვგარეშეა, ქვეყანას ზამთარში პრობლემის გასამკლავებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

თამარ მუკბანიანი
07.09.2018

 სექტემბრიდან საქართველოში უსახელო "შავი სიები" იარსებებს. ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, საკრედიტო ორგანიზაციებს რჩებათ საშუალება, შეამოწმონ, როგორ იხდიდა მსესხებელი, თუმცა ამ ჩანაწერს აღარ ჰქვია "ნეგატიური". პრემიერ ბახტაძის სურვილი იყო, საბანკო "შავი სიები" გაუქმებულიყო, რათა ყველას მისცემოდა ეკონომიკური აქტივობის საშუალება. ახალი რეგულაციით კი, თითქმის ყველაფერი უცვლელი რჩება, გარდა სახელისა.

გვანცა წულაია
06.09.2018

 ახალგორში, რუსეთის დაფინანსებით, ახალი სკოლა გაიხსნა. ოკუპურებულ რეგიონში სკოლის გახსნას რუსეთის ე.წ. ელჩი მარატ კულახმეტოვი, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ერიკ პუხაევი, დე ფაქტო განათლების მინისტრის მოადგილე ელისა გაგლოევა და სხვა ე.წ მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

გვანცა წულაია
06.09.2018

 ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძისა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ 10 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას პანკისელებიც შეუერთდებიან.

ელზა პაპოშვილი
06.09.2018

 დღეს სასამართლოში დაიწყო აპრილში ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა. საქმის მასალების თანახმად, ვეფხია ბაქრაძემ გერი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანების თვალწინ მოკლა.

ია აბულაშვილი
06.09.2018

 ექსპერტთა ვარაუდით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალებისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან ეს ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფო მეთაური ეყოლება.

ელზა პაპოშვილი
06.09.2018

 ხადის ხეობაში ამერიკელი სმიტების ოჯახის სამი წევრის დახოცვაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც, ადოკატის მტკიცებით, დგინდება, რომ შეუძლებელია, რაიან სმიტის მკვლელი მალხაზ კობაური იყოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×