თამარ მუკბანიანი
13.09.2018

 საქართველოში ფასები მაღლა დაიძრა და ინფლაციაც უკვე გადასცდა მიზნობრივ მაჩვენებელს. საწვავის გაძვირების, ლარის გაუფასურებისა და კომერციული გაზის გაძვირების გამო მოსახლეობა მძიმე ზამთრის მოლოდინშია. დიდი ალბათობით, ინფლაციის მოთოკვა წელსაც შეუძლებელი იქნება.

ტატა შოშიაშვილი
13.09.2018

 იაპონია უარს ამბობს რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე იქამდე, სანამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ იქნება დარეგულირებული. ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ განაცხადა.

ეკატერინე ბასილაია
12.09.2018

 მეოთხე დღეა, ტელეკომპანია "იბერია" საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს და ამ დღეების განმავლობაში უკვე 2 სკანდალური აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც "ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიის" დამფუძნებელ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ბიზნესმენს გადასახადებთან დაკავშირებულ პრობლემას უგვარებს და ამისათვის 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

თამარ შუკვანი
12.09.2018

 ექსპორტზე გატანის მიზნით, ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის, საქართველოში მარიხუანას წარმოება ნებადართული ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" ოფისში დეპუტატებს სამუშაო ვარიანტი ორშაბათის სხდომაზე წარუდგინა.

თამარ შუკვანი
12.09.2018

 განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მიერ სამინისტროს წამყვანი ფიგურების დახსნას განათლების ექსპერტმა რევაზ აფხაზავამ "ლოგიკური" უწოდა და დასძინა, რომ განათლების სისტემას არსებითი ცვლილებების გატარება სჭირდება.

თამარ მუკბანიანი
12.09.2018

 პაციენტისათვის გამოწერილი 5 მედიკამენტიდან 2 ან 3 საკვებდანამატია. არის შემთხვევები, როცა ექიმები ერთსა და იმავე დანიშნულების წამალს ნიშნავენ, რათა რეცეპტის მოცულობა გაზარდონ. ხალხს უკვე მკურნალობის ეშინია და თუ ახლობელი ექიმი არ არის, მასთან ვიზიტს თავს არიდებს.

მარი ჩიტაია
12.09.2018

 სესხებზე მოთხოვნა შეუჩერებლივ მატულობს. მიუხედავად საფინანსო სექტორისათვის დაწესებული რეგულაციებისა, ხალხი მუდმივად ახალი გზების ძიებაშია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არ მალავენ, რომ მოთხოვნა გაზრდილია. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ სესხი აქტიურად გაიცემა, რადგან შეზღუდვის გამო ნაკლებ ადამიანს აქვს მისი მიღების შესაძლებლობა. რეალურად, ხალხი ფულის შიმშილს განიცდის და გამალებით ეძებს საშუალებას, რომ თავი გადაირჩინოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×