თამარ შუკვანი
17.09.2018

 "ზურაბიშვილის რიტორიკას ვერ გავამართლებ, მაგრამ მმართველი გუნდის საქმე ისე წავიდა, რომ, მისი მხარდაჭერის გარდა, სხვა შანსი არ დარჩა.

ელზა პაპოშვილი
17.09.2018

 არასრულწლოვნებს შორის ძალადობა კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ პრობლემად და გამოწვევად რჩება. სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე სულ უფრო დიდია რისკი, რომ ბავშვებს შორის აგრესიის გაკონტროლება და კრიმინალის თავიდან აცილება გართულდება. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სკოლებში 2017-2018 სასწავლო წელს ამ მიმართულებით 96 084 დარღვევა გამოვლინდა, ამოღებულია დანები, კასტეტი და სხვა ბასრი საგნები.

ეკატერინე ბასილაია
17.09.2018

 მართლმადიდებელი სამყარო დიდი განხეთქილების მიჯნაზეა. სქიზმისკენ პირველი ნაბიჯები რუსეთის ეკლესიამ უკვე გადადგა და, მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის კრების გადაწყვეტილებით, რუსეთის ეკლესიებში ლიტურგიებზე მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება შეწყდა. ასევე, შეაჩერეს ყველანაირ შეკრებაში მონაწილეობა, სადაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო იქნება წარმოდგენილი.

ტატა შოშიაშვილი
17.09.2018

 არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვამ" კვლევის შედეგად დაადგინა, რომ თბილისის მტვრით დაბინძურებულ ჰაერში, მრავალი სხვა ნივთიერების გარდა, ტყვიის შემცველობაც მაღალია.

თამარ შუკვანი
15.09.2018

 „ჩვენ დასნეულებული და ავადმყოფი ერი ვართ. ეტყობა, ძალიან ძველი ერი ვართ და ჩვენი ფესვებიც ნელ-ნელა დალპა. დამპალ ფესვებზე ამოსული ხე ვერ გაიხარებს. ეს ქვეყანა არავის უყვარს. უპატრონო ქვეყანა ვართ. ჩვენ მივიღებთ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ ქვეყანას, რომელსაც მომავალი არცერთ ვარიანტში არ აქვს," - საქართველოში მარიხუანს ლეგალიზაციასა და წარმოებასთან დაკავშირებით „რეზონანსი" მსახიობ გივი სიხარულიძეს ესაუბრა.

ტატა შოშიაშვილი
15.09.2018

 30 სექტემბერს სოხუმში დანიშნული „გამარჯვების აღლუმი" ეთნიკურ აფხაზებსა და ყუბანელ კაზაკებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. აფხაზთა ნაწილი ამ აღლუმში კაზაკების მონაწილეობას აფხაზი ერის შეურაცხყოფად მიიჩნევს. ამით შეურაცხყოფილმა კაზაკებმა კი 1992-93 წლების ომში ეთნიკური აფხაზების მასობრივი დეზერტირობა გაიხსენეს და მიანიშნეს, რომ ქართველებთან ომი აფხაზებმა სწორედ „მოხალისეებისა" და მათ შორის კაზაკების დახმარებით მოიგეს.

მარი ჩიტაია
14.09.2018

 მომავალი კვირიდან საქართველოში პურის ფასი მასიურად მოიმატებს. პროცესი რეგიონებში უკვე დაიწყო. ლაგოდეხში, გორში, ახალციხესა და ზუგდიდში პური 5-10 თეთრით უკვე გაძვირდა. მოსალოდნელია, რომ ფასი თბილისშიც მოიმატებს. უბნის მაღაზიებში ცვლილება აშკარად შესამჩნევია, თუმცა მსხვილ სუპერმარკეტებში ჯერჯერობით ფასს ინარჩუნებენ. პრობლემა ფქვილის მაღალ ფასს და ხორბლის შემოტანაზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. ხვალიდან კომერციულ სექტორს გაზი უძვირდება, რის გამოც პური მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.

ეკატერინე ბასილაია
14.09.2018

 შესაძლოა, სულ მალე სასულიერო პირების ორგანიზებით მასშტაბური აქციები დაიწყოს, საპატრიარქოდან უკვე ისმის განცხადებები, რომ მრევლი მათგან აქციებს და დიდ ბრძოლას დაჟინებით ითხოვს. „ასე არ გავჩერდებით", „დიდი საპროტესტო მუხტია ეკლესიაშიც, მრევლშიც", „ეკლესია დაგიპირისპირდებათ", „ნახავენ ჩვენს ძალას", „საქართველო „ბარიგების" ქვეყანა არასდროს გახდება... - ასეთი განცხადებები ისმის სასულიერო პირების მხრიდან და იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მარიხუანას ბიზნესის ლეგალიზაციას დაუშვებს, მრევლის მობილიზება და აქციები იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×