თამარ მუკბანიანი 21.09.2018
პარლამენტი კაზინოებსა და ტოტალიზატორებში მოწევის დაშვებაზე მსჯელობს. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ უმრავლესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აკაკი ზოიძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა ერთმანეთს საქმეც კი გაურჩიეს.
|
მარი გოცირიძე 21.09.2018
პროექტში "დანერგე მომავალი" ცვლილება შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - "კენკროვანი კულტურები" დაემატა, რომელიც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ლურჯი მოცვის, მაყვლისა და ჟოლოს ინტენსიური ბაღების, მრავალწლიანი კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობისა და ბაღების გაშენებისთვის საჭირო მასალების შესაძენად ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
|
თამარ შუკვანი 20.09.2018
„უბრალოდ იყო დისკუსია-მსჯელობა, ცოტა მაღალ ტონში, რაზეც ბოდიში მოვიხადეთ. ამოიწურა თემა და არანაირი პრობლემა არ არის. ჩვეულებრივი დისკუსია იყო, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას ძალიან ხშირად იმართება," - ამბობს პარლამენტში "ოცნების" დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე მისი ერთ-ერთი მონაწილე აკაკი ზოიძე.
|
ელზა პაპოშვილი 20.09.2018
მმართველი გუნდი კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტს აღარ განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავრცელებს. მმართველმა გუნდმა კი ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონპროექტმა საზოგადოების ნაწილსა და ეკლესიაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. კობახიძე „ოცნების" დეპუტატებს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ საჯარო სივრცეში ამ თემაზე დისკუსია შეწყვიტონ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოებას და ეკლესიას უსმენს და მათ აზრს ითვალისწინებს.
|
თამარ შუკვანი 20.09.2018
ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის სიტუაცია იმდებად დაიძაბა, რომ უკვე მის დედაქალაქ ნალჩიკში შეტაკებები დაიწყო. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები, სხვა დასახლებულ პუნქტებშიც გრძელდებოდა. რუსეთი იძულებული გახდა, რესპუბლიკაში ჩრდიოეთ ოსეთიდან და სტავროპოლიდან შინაგანი ჯარის, იგივე როსგვარდიის, ნაწილები შეეყვანა.
| |
მარიამ კუპატაძე 20.09.2018
|
თამარ შუკვანი 20.09.2018
"ქართული ოცნების" მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, თუკი იგი, უბრალოდ, არ ილაპარაკებდა და არჩევნებამდე საქართველოში დროს არ დაჰყოფდა", - აღნიშნულ საკითხზე "რეზონანსს" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 20.09.2018
პარლამენტში უკვე ორი ახალი დამოუკიდებელი დეპუტატია. "ოცნებიდან" წამოსულ დავით ჭიჭინაძეს გუშინ "პატრიოტთა ალიანსიდან" წამოსული ნატო ჩხეიძეც შეუერთდა. მან პარტიის დატოვების მიზეზად დაასახელა ის, რომ, სამწუხაროდ, თავისმა პარტიამ არ დააფიქსირა მხარდაჭერა "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიის" საქმეებზე.
|
თამარ შუკვანი 20.09.2018
არქეოლოგებმა გონიო-აფსაროსის ისტორიულ ციხეში გათხრების შედეგად უნიკალური ნაგებობები აღმოაჩინეს. საუბარია თავდაცვითი კედლის საძირკვლის ორი რიგის აღმოჩენაზე, რომლებიც პირველი-მესამე საუკუნეებით თარიღდება და რომლებიც რომაელების შემოსვლასა და აქ დამკვიდრების ეპოქაზე მიგვითითებს.
|
თამარ მუკბანიანი 20.09.2018
საქართველოში ხელფასის მინიმალური ოდენობა შესაძლოა, 900 ლარით განისაზღვროს. ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია, რომელიც საათობრივი შრომის ანაზღაურების შემოღებას ითვალისწინებს. დასაქმებული ადამიანი საათში მინიმუმ 5 ლარს უნდა იღებდეს. უცნობია, დაუჭერს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ინიციატივას მხარს.
|
ელზა პაპოშვილი 20.09.2018
ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სასტიკად დახოცვაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიას მკვლელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნები აქარწყლებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|