მარი ჩიტაია 25.09.2018
შრომის ინსპექციის მონიტორინგს საწარმოებისა და კომპანიების უმრავლესობა მოუმზადებელი შეხვდა. ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კომპანია შემოწმდა და აღმოჩდა, რომ თითქმის ყველგან შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. ზუსტი სტატისტიკა, რამდენი დარღვევაა აღმოჩენილი, ჯერჯერობით უცნობია.
|
მარი გოცირიძე 25.09.2018
პლასტიკის პარკების იმპორტი და მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება. ახალი რეგულაცია 1-ლი ოქტომბრიდან შევა ძალაში, რისი მიზანიც გარემოს დაბინძურების შემცირება და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ინიციატივების წახალისებაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პლასტიკის პარკების მოხმარება მთელი მსოფლიოს გლობალური პრობლემაა და მათ შორისაა საქართველოც. ამის დასაძლევად ჩვენი ქვეყანა პირველ ქმედით ნაბიჯებს დგამს.
|
მარი ჩიტაია 25.09.2018
ეროვნული ბანკიდან მურთაზ კიკორიას წასვლის რეალური მიზეზი ბუნდოვანია. ამ ეტაპზე მხოლოდ ვერსიებზე საუბრობენ და განიხილავენ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც შეიძლება კიკორია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის სავარძელს შელეოდა. არსებობს მოსაზრება, რომ მისი გადაწყვეტილება ახალ რეგულაციებს უკავშირდება. გარკვეულმა ძალებმა ეს ადგილი სხვა, მათთვის ბევრად უფრო მისაღები პიროვნებისთვის გამოათავისუფლეს.
|
ეკატერინე ბასილაია 24.09.2018
პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის უკვე ტრადიციად ქცეული პოლემიკა გრძელდება. ამჯერად, საკითხი ეხება „იმპიჩმენტის შესახებ“ კანონის გაუქმებას და ახლა უკვე ცალკე კანონის ნაცვლად იმპიჩმენტის პროცედურებს პარლამენტის რეგლამენტი დაარეგულირებს. ამ ცვლილებას გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ცვლილება მხოლოდ ტექნიკურია, `კანონის რანგი რჩება იგივე და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაც რჩება ზუსტად იგივე~.
| | | | |
მარიამ კუპატაძე 24.09.2018
|
ეკატერინე ბასილაია 24.09.2018
ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლები ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორ მნიშვნელოვან საკითხზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი და "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
|
ტატა შოშიაშვილი 24.09.2018
"მე არ ვკამათობ იმაზე, რომ ქალბატონი სალომე, შესაძლოა, ერთს მოსწონდეს, მეორეს კი - არა. ეს გემოვნების საკითხია. თუმცა საპატრიარქოს იმ ჯგუფში, რომელიც ზურაბიშვილის თაობაზე საკმაოდ მკვახე განცხადებით გამოვიდა, იკვეთება ფიგურები, ვისზეც ეჭვია, რომ მათ კავშირი აქვთ "ნაციონალურ მოძრაობასთან". სწორედ ისინი გამოდიოდნენ მკვახე განცხადებებით ე.წ. ციანიდის საქმის დროსაც პატრიარქის წინააღმდეგ", - ამბობს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში პოლიტიკური ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
|
ეკატერინე ბასილაია 24.09.2018
29 დაღუპული, მათ შორის ბავშვებიც, დაშავებული 50-ზე მეტი ადამიანი - ირანის სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ აჰვაზის სამხედრო აღლუმის მსვლელობისას შაბათს ტერორისტული აქტი მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ორმა ერთმანეთთან კავშირის არმქონე ჯგუფმა აიღო - "ისლამური სახალიფო", იგივე "დაეში", რომელიც სირიასა და ერაყში მოქმედებს და მეორეა "აჰვაზის გათავისუფლების არაბული მოძრაობა", რომელიც ირანში მცხოვრები არაბული უმცირესობის ინტერესებს იცავს და რომელსაც ოფიციალური ირანი საუდის არაბეთთან კავშირში ადანაშაულებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|