მარი გოცირიძე
27.09.2018

 პრემია "საბა" თავისი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადადის და საერთაშორისო ასპარეზზე გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს, თუმცა მე-16 საზეიმო დაჯილდოების ფრანკფურტში გამართვამდე "თიბისიმ" "საბას" საკონსულტაციო საბჭო შექმნა. საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ლიტერატურული სფეროს განვითარებას და განსაზღვროს "საბას" პოლიტიკა ლიტერატურის განხრით. ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა ინსტიტუცია, რომელიც დაკავშირებულია ლიტერატურასთან, საბჭოს შემადგენლობაში შედის. ასეთი სულ 6 სტრუქტურაა, რომლებიც საქართველოში წიგნიერების ამაღლებას ემსახურება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლიტერატურული პროცესების განვითარებაში.

თამარ შუკვანი
26.09.2018

 "თუკი მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი მძიმეა, მაშინ ის შეწყალებული უნდა იქნას. "ქართული ოცნების" მიდგომა ზოგადად ამ საკითხისადმი არ არის ერთგვაროვანი; თუ მერაბიშვილი ციხეშია, მურუსიძე არ უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; თუ ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, მერაბიშვილი არ უნდა იყოს ციხეში", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ვისაც "რეზონანსი" ვანო მერაბიშვილსა და სხვა საკითხებზე გაესაუბრა.

თამარ მუკბანიანი
26.09.2018

 დენის ტარიფი შესაძლოა, სრულიად დაუგეგმავად გაძვირდეს. სემეკ-ის თავმჯდომარე დაუფარავად აცხადებს, რომ თუკი ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გასვლა არ გაგრძელდება, სემეკ-მა შეიძება, ტარიფები წლის ბოლოს ხელახლა დათვალოს. სპეციალისტები ამ პროცესს ხელოვნურად მართულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ტარიფის დადგენისას ე.წ. მსხვილი მომხმარებლების მომენტი გათვალისწინებული არ იყო.

ნინი ღაჟონია
26.09.2018

 მოსალოდნელ მილიონზე მეტ ირანელ ტურისტს ქართული ბაზარი მოუმზადებელი ხვდება - ქვეყანაში არ არსებობენ შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის გიდები, უცხოელები კი დეზინფორმაციას აწვდიან. ეს, ერთი მხრივ, ქვეყანას იმიჯს ულახავს და, მეორე მხრივ, პოლიტიკურ საფრთხესაც უქმნის.

თეო გუდავაძე
26.09.2018

 დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების უმრავლესობა კერძო საქმიანობისათვის არის გამოყენებული და შიგნით მაღაზიები და სალონებია გახსნილი. მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები ყოველთვის აქტუალური პრობლემა იყო და მას მერე, რაც თბილისის მერიამ ეს საკითხი ნაწილობრივ მოაგვარა, იქ მომუშავე ადამიანები სხვა პრობლემაზე ალაპარაკდნენ. კომერციული ფართების მეპატრონეები ცუდი თვალით უყურებენ ადამიანებს, რომლებიც გადასასვლელებში ფულის სანაცვლოდ მღერიან. ისინი აწუხებენ მათ, ვინც მაღაზიებსა და სალონებში მუშაობენ.

მარი ჩიტაია
26.09.2018

 ზედიზედ რამდენიმე თვეა, საწვავის ფასი მატულობს. საერთაშორისო ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 82 დოლარს გადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე 1 ლ საწვავის ღირებულება 3 ლარს მიაღწევს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პროგნოზი უფრო ზომიერია. მათი გათვლით, ბენზინის ღირებულება 2,80 ლარს არ გადააჭარბებს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე ნეგატიური სცენარი განვითარდება.

მარი ჩიტაია
25.09.2018

 ზედიზედ რამდენიმე თვეა, საწვავის ფასი მატულობს.საერთაშორისო ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 82 დოლარსგადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე 1 ლ საწვავისღირებულება 3 ლარს მიაღწევს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთაკავშირის პროგნოზი უფრო ზომიერია. მათი გათვლით, ბენზინისღირებულება 2,80 ლარს არ გადააჭარბებს, ესეც იმ შემთხვევაში, თუყველაზე ნეგატიური სცენარი განვითარდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×