მაიზერ გელოვანი
27.09.2018

 როგორ გარბის დრო და რა ჩქარა მოვიდა სოხუმის დაცემის 25 წლისთავიც. საშინელი დრო იყო და უარესით გაგრძელდა შემდეგაც. დრო გარბის. ნელ-ნელა იმ ქვეყნად ინაცვლებენ ჩვენი მეომარი გმირები, ვინც მაშინდელ უთანასწორო ბრძოლას გადაურჩა კბილებამდე შეიარაღებულ რუსეთის იმპერიის კარგად გაწვრთნილ ბოევიკებთან. მარტო ამ წელს 7 მეგობარი დამეღუპა გულის ავადმყოფობით.

ეკატერინე ბასილაია
27.09.2018

 ისრაელის წყაროების ცნობით, რუსეთის მიერ სირიისათვის "ეს-300"-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის საპასუხოდ, ისრაელი განიხილავს, გადახედოს მორატორიუმს და მიიღოს გადაწყვეტილება თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვაზე საქართველოსა და უკრაინისათვის, რომლებიც რუსეთის მტრებად მიიჩნევიან.

ელზა პაპოშვილი
27.09.2018

 რუსეთის გზების სააგენტომ - "როსავტოდორმა" - გზების მშენებლობის 2019-21 წლების პროექტში ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც შეიტანა, რისთვისაც 2.633 მლრდ რუბლია (დაახლოებით 660 მლნ ლარი) განსაზღვრული. საუბარია ჩეჩნეთის იტუმე-ყალეს რაიონისა და საქართველოს ახმეტის რაიონის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, რომლის მშენებლობაც 20 წლის წინ შეჩერდა.

თამარ შუკვანი
27.09.2018

 "ადამიანის შეწყალება ჰუმანიზმის ფორმა გახლავთ და მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ის, რაც საზოგადოებისათვის არის მიწოდებული, ექიმების უმრავლესობისთვის ნამდვილად ღიმილის მომგვრელია, რადგან მისი ამჟამინდელი მდგომარეობის აღწერა არ გახლავთ მისი გათავისუფლების მიზანი", - ვანო მერაბიშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ "რეზონანსს" პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა.

ეკატერინე ბასილაია
27.09.2018

 პრეზიდენტებს, პარლამენტის თავმჯდომარეებსა და მინისტრებს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 1 წლის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურებათ. შესაბამის ცვლილებას ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.

მარი ჩიტაია
27.09.2018

 "ტაქსისტებს", იმისათვის, რომ საკუთარი ავტომობილებით მგზავრების გადაყვანა შეძლონ, დაახლოებით 2000 ლარის დახარჯვა მოუწევთ. სპეციალისტების აზრით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მათი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება და ნახევარზე მეტს მუშაობის შესაძლებლობა არ ექნება. უხეში გათვლით, მარტო მანქანის ფერის შეცვლას 1500 ლარამდე სჭირდება. ტექნიკური შემოწმებისა და რეგისტრაციის ხარჯსაც თუ გავითვალისწინებთ, საშუალოდ 500 ლარია, ანუ ჯამში "ტაქსისტებს" 2000 ლარამდე დაეხარჯებათ.

თამარ შუკვანი
27.09.2018

 ევროპას ბოლო ასწლეულის ყველაზე ცივი ზამთარი ელის და ეს შესაძლოა, საქართველოზეც აისახოს. ამგვარ პროგნოზს ევროპელი და ამერიკელი სინოპტიკოსები და კლიმატოლოგები შარშანაც აკეთებდნენ და იგი ნაწილობრივ გამართლდა კიდეც. ამ ზამთარს კი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო რთული მდგომარეობა იქნება.

მარი ჩიტაია
27.09.2018

 საქართველოში სიღარიბის ზრდა უკვე ოფიციალური კვლევითაც დადასტურდა, რის აღიარებასაც მთავრობა ცოცხალი თავით არ აპირებს. კონტრარგუმენტად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მოჰყავთ, რაც, სინამდვილეში, მოსახლეობის კეთილდღეობაზე არათუ პირდაპირ, ირიბ გავლენასაც ვერ ახდენს.

თამარ მუკბანიანი
27.09.2018

 რამდენად მისცა ეროვნული ბანკის რეგულაციამ შეღავათი მსესხებლებს, ჯერ კიდევ უცნობია. სებ-ის მიერ 2018 წლის მაისში ამოქმედებული რეგულაცია ჭარბვალიანობისა და ვადაგადაცილებული სესხების შემცირებას ემსახურებოდა, თუმცა ამოქმედებიდან მე-5 თვისთავზე კვლავ გაურკვეველია, რამდენად შეამცირა და საერთოდ შეამცირა თუ არა რეგულაციამ მოსახლეობაზე წნეხი. არც ისაა ცნობილი, გაიზარდა თუ არა ადამიანთა განკარგვადი შემოსავლის მოცულობა, რომელზეც ხელისულება უკვე 2 წელია, საუბრობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×