ეკატერინე ბასილაია
02.10.2018

 მოსთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს 4 მილიონი "ბიჭების დასაფინანსებლად"; ნაცემი და შიშველი ლევან ყიფიანი სარდაფში გამოკეტა თუ არა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ - სკანდალურ ჩანაწერებს ბოლო არ უჩანს და ამ ძალიან მძიმე ბრალდებებით შეხვდა "ქართული ოცნება" 1-ელ ოქტომბერს - არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლებაში მოსვლის მე-6 წლის იუბილეს.

აკაკი გვიმრაძე
02.10.2018

 "2018 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს 9,312 კორეელი ეწვია. ეს არის 139%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს არის ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი.

მარი ჩიტაია
02.10.2018

 პრაქტიკულად ყველა გაჩერებული მშენებლობა უნდა დაინგრეს. მათი უმეტესობა კონსერვაციის პირობებშიც სეისმომდგრადობასთან დაკავშირებულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. პრობლემა კი ისაა, რომ მიტოვებული შენობების 90%-ს არავითარი საკონსერვაციო სამუშაო არ უტარდება და წლების განმავლობაში უპატრონოდაა მიგდებული.

თამარ მუკბანიანი
02.10.2018

 მთავრობა საწვავის აქციზზე ფასის გადახედვას 2019 წლისათვისაც არ გეგმავს. ასე რომ, გაიაფების ყველა შესაძლებლობა მოისპო. არადა, აქციზის 2 წლის წინანდელ ნიშნულზე დაბრუნებით საწვავის 20-25 თეთრით მომენტალური გაიაფება შეიძლება. როგორც ჩანს, ხელისუფლებას არც გაზრდილი ფასები აღელვებს და არც ხალხის გაღარიბება-გაღატაკება.

მარი ჩიტაია
02.10.2018

 საქართველოში ეკონომიკური ზრდა საფრთხეშია, ხოლო ინფლაცია ნამდვილად გადააჭარბებს დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს. მთავრობა ვერ ასრულებს იმ ძირითად პარამეტრებს, რომლებსაც შესწირა ყველაფერი - კურსი სიტაბილურობიდან დაწყებული მოსახლეობის კეთილგანწყობით დასრულებული.

თამარ ვეფხვაძე
02.10.2018

 თუ უცხოელი მიწას არ დაამუშავებს, მან ის იძულებით უნდა გაყიდოს. შესაბამის ცვლილებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების "მიწის შესახებ" კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტარმა ოთარ დანელიამ მოამზადა. გარდა ამისა, მიწაზე შეზღუდვები საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზეც გავრცელდება.

მარი გოცირიძე
02.10.2018

 საწვავის ფასმა ბოლო 4 წლის რეკორდი მოხსნა. ზედიზედ რამდენიმე თვეა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ღირებულება მატულობს. ბარელი ნავთობის ფასმა უკვე 82 დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება სექტემბრის მაჩვენებელს, წინა თვესთან შედარებით, საწვავი დაახლოებით 7%-ით გაძვირდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×