|
ია აბულაშვილი 05.10.2018
"დადაგა დრო გაერთიანებისა, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებს პოლიტიკური კონკურენციის დემოკრატიულ წესებს და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს წარმატებას და ღირსეულ მომავალს" - ასე მიმართა ოპოზიური გაერთიანების "ძალა ერობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რესპულიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს, რომელსაც გაერთიანება შესთავაზა.
|
ეკატერინე ბასილაია 05.10.2018
კრემლი ახალ ტაქტიკაზე - მასობრივ დივერსიებზე - გადასვლას იწყებს, რომლის სამიზნეც იქნებიან "დასავლელი ლიდერები, პოლიტიკოსები, პარტიების ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები, სამხედროები, ხელოვანი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ზოგადად, ნებისმიერი ცნობილი ადამიანი"- აცხადებს ru.delfi-სთან ვრცელ ინტერვიუში რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი. მან ქართველებს თავი იმით დაამახსოვრა, რომ 2008 წელს, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის ემზადებოდა.
|
ელზა პაპოშვილი 05.10.2018
უპრეცედენტო საინფორმაცია თავდასხმა და პირდაპირი მუქარა რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებას რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის გამო. რატომ გააქტიურდა რუსეთი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლაბორატორიის წინააღმდეგ, რა მიზანს ემსახურება კრემლის დეზინფორმაცია და მსგავსი შეტევა რა საფრთხეების მატარებელია? ანალიტიკოსები რუსეთიდან წამოსულ მუქარაზე საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ არსებობს კიბერთავდასხმის საშიშროება, რასაც კრემლი ლაბორატორიის წინააღმდეგ გამოიყენებს.
| |
მარიამ კუპატაძე 05.10.2018
| |
თამარ შუკვანი 05.10.2018
"იმ შემთხვევაში, თუკი ისრაელი რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "ეს-300"-ს გაანადგურებს, რომელიც რუსეთმა სირიას გადასცა, რუსეთი ამ ფაქტს მისი მისამართით პირდაპირ აგრესიად მიიღებს, რასაც შესაძლოა, რეგიონული ომი მოჰყვეს, ამ ომში კი ამერიკა და ირანი უშუალოდ ჩაერთვებიან - რუსეთსა და ისრაელს შორის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, მოვლენების ასეთ განვითარებას არ გამორიცხავს "რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.
|
ია აბულაშვილი 05.10.2018
"ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ იგი ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად ემზადება" - ასე აფასებს ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
|
ელზა პაპოშვილი 05.10.2018
სად და ვისზე ყიდდნენ თავდაცვის სამინისტროდან მოპარულ შეიარაღებას - ეს ის მთავარი კითხვაა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსები "რეზონანსთან" თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ ატეხილ სკანდალზე სვამენ.
|
თამარ მუკბანიანი 05.10.2018
1513 დასაქმებული სამსახურის გარეშე და 60 150 მილიონი ლარით გაზრდილი სახელფასო ფონდი სახელმწიფოსგან - ასეთია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს ფინანსთა სამინისტრომ უკვე წარუდგინა. სრულიად გაუგებარია, როდესაც, ერთი მხრივ, მუდმივად ოპტიმიზაციაზე მიდის საუბარი, მეორე მხრივ კი, მუდმივად იზრდება სახელფასო ხარჯი.
|
თამარ ადუაშვილი 05.10.2018
თამარისდროინდელმა ვაზის ჯიშებმა ოთხასწლიანი შესვენების შემდეგ ფესვი კვლავ მოიკიდა მესხეთის ტერასებზე და პირველი ნიშან-მტევნებით გაგვახარა - 3 ოქტომბერს კომპანია "ვარძიის ტერასებმა" ვაზის აღდგენილი უიშვიათესი ისტორიული ჯიშების პირველი მოსავალი აიღო. რთველში მონაწილეობდნენ კომპანიის მესვეურები, ჟურნალისტები და რალის "Peaks of Caucasus" -ის პილოტები. აქვე აღვნიშნავთ, რომ რალმა სტარტი 2 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აიღო და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მონაწილეების უმრავლესობა უცხოელი ბიზნესმენია. ისინი კლასიკური მანქანებით თითქმის მთელ საქართველოს შემოივლიან. ჩვენი ქვეყნის სახელით რალიში მონაწილეობს მამუკა ხაზარაძე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|