თამარ შუკვანი 03.10.2018
"ამ ისტორიაში რაღაც-რაღაცები დამაჯერებლად არ გამოიყურება. ფაქტია, რომ ოქუაშვილს ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ აქვს ჩაწერილი. ჩვეულებრივ, ასეთ შეხვედრებს, სადაც ბიზნესმენებმა კონკრეტულ თემებზე უნდა მოილაპარაკონ, ჩამწერი აპარატით არ ესწრებიან. გამოდის, რომ მას თავიდანვე განზრახული ჰქონდა, თუკი გაუჭირდებოდა, შანტაჟისთვის გამოიყენებდა ამ მასალას, რაც არც ისე კარგად განაწყობს ადამიანს," - ასე აფასებს "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და "რუსთავი 2"-ის ეთერში ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
|
თამარ მუკბანიანი 03.10.2018
2019 წელს მთავრობას ლარის კიდევ უფრო გაუფასურება აქვს დაგეგმილი. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ლარი დოლარის მიმართ 2.63 იქნება. კურსი, რომელიც მოსახლეობისათვის საგანგაშოა, ოპტიმისტურად მიაჩნიათ სფეროს სპეციალისტებს. მათი აზრით, თუ ხელისუფლება შეძლებს, 2019 წელს ლარი 2.63-ს არ გადასცდეს დოლარის მიმართ, ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება.
|
თამარ მუკბანიანი 03.10.2018
"სილქნეტი" სატელევიზიო მომსახურებას აძვირებს. ოფიციალური მიზეზი 6 ქართული ტელეარხის რეტრანსლირებისათვის ფასის მოთხოვნაა. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ კომპანიას ამ თანხის დაფარვა თავადაც შეეძლო, რომ არა ბაზარზე არსებული დუოპოლია, რაც მსხვილ ბიზნესს საკუთარი თამაშის წესების შეთავაზების უფლებას აძლევს.
|
თეო გუდავაძე 03.10.2018
საქართველოში მცხოვრებ ყოველ მოქალაქეს სურს, შეიძინოს საკუთარი ბინა, სახლი ან თუნდაც მცირე უძრავი ქონება, რომელშიც დროებით მაინც თავს შეაფარებს. რაც დრო გადის, ეს სულ უფრო შეუძლებელი ხდება. ექსპერტებისა და მოსახლეობის აზრით, საქართველოში საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს, მინიმუმ, 10-12 წელი სჭირდება, რათა დააგროვოს თანხა, რომელიც დედაქალაქის გარეუბნებში ერთოთახიანი ბინის შესაძენად იკმარებს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ მთელ ხელფასს დანაზოგისკენ მიმართავს.
|
თამარ შუკვანი 03.10.2018
კანადაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო საღამო ქალაქ ტორონტოში, მელ ლასტმანის სახელობის სკვერში, 30 სექტემბერს ქართველ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივითა და კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით მოეწყო.
| | | | | |
გვანცა წულაია 02.10.2018
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო ორ ქვეყანას შორის ვითარება დაიძაბა. როგორც „ბიბისი" იტყობინება, მომხდარის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მეტინსმა პეკინში ოქტომბერში დაგეგმილი ვიზიტიც კი გადადო.
| |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|