მარი ჩიტაია
31.08.2018

 დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და ლობიოს მოსავალი შემცირდა. ამის მიზეზი ფაროსანაა, რომელიც სიმინდის ყანებში გაზაფხულიდან გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნაწილმა პრევენციული ზომები მიიღო, პრობლემის მოგვარება მაინც ვერ მოხერხდა. მოსავლის აღებამდე ჯერ თითქმის თვე-ნახევარი დარჩა.

მარი ჩიტაია
31.08.2018

 საწვავის მაღალი ფასი უახლოესი დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება. მართალია, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირების ტენდენცია შეიმჩნეოდა, მაგრამ ცვლილება იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ მან ადგილობრივ ფასზე ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა. იმპორტიორები ფასების შენარჩუნებას მომავალში კიდევ შეეცდებიან, თუმცა საერთაშორისო ფასი ბოლო პერიოდში მცირედით გაიზარდა.

თამარ მუკბანიანი
31.08.2018

 საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების წესი მკაცრდება. ქვეყანაში ოფიციალურად უკვე 80 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელთაც საქართველოში ცხოვრების უფლება მიღებული აქვთ. უცნობია, კანონის გამკაცრებით ეკონომიკური ფონის შეცვლა სურს ხელისუფლებას თუ მიგრანტების ტალღის შეჩერება. სპეციალისტები თვლიან, რომ ცვლილებები კარგია, თუმცა - არასაკმარისი.

ია აბულაშვილი
31.08.2018

 ქართულ ფეხბურთზე გადაღებული ფილმებით ჩვენი მაყურებელი განებივრებული არ არის, თუმცა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ბურთი და მოედანი", რომელიც ეკრანზე გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა, დღესაც ყველა თაობის საყვარელი ფილმია. დღევანდელ სტატიაში ფილმის გადაღების პროცესში მომხდარი რამდენიმე კურიოზი გვინდა, გავიხსენოთ, ამაში კი რეჟისორ გუგული მგელაძის მოგონებები დაგვეხმარება.

ელზა პაპოშვილი
30.08.2018

 კასპის რაიონის სოფელ ნოსტენში ახალგაზრდა მამაკაცმა სამი დღის წინ, ცეცხლსასროლი იარაღით ბიძაშვილი მოკლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მან, ქუჩაში ჩხუბის დროს, მოჩხუბრების შესაშინებლად ჰაერში რამდენჯერმა გაისროლა, გასროლის შედეგად კი ბრმა ტყვია მისავე ბიძაშვილს მოხვდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი ახალგაზრდა მამკაცმა სახესთან მიბჯენით საკუთარი იარაღითვე იქვე თავი მოიკლა.

ელზა პაპოშვილი
30.08.2018

 ოკუპირებულ ცხინვალთან მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე სასწავლო განგაში გამოცხადდა. არის თუ არა ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცვლელი მსგავსი წვრთნები და რას ემსახურება რუსეთის მხრიდან საგანგეებო მდგომარეობის გამოცხადება. ანლიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ სამხედრო წვრთნები ყოველთვის საფრთხის მატარებელია და არავინ იცის, რუსეთს რა შეიძლება ჰქონდეს ჩაფიქრებული. მითუმეტეს წვრთნებში მონაწილე არც შეიარაღების და არც სამხედრო ტექნიკის შესახებ საქართველოს ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია.

თამარ შუკვანი
30.08.2018

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და მოქმედ ხელისუფლებას ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეის პოლიტიკური ნიშნით ჩაგდებაში ადანაშაულებს, რომელიც ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით აშენდა. შაშკინი აცხადებს, რომ ივანიშვილმა "ათასობით ქართველ სტუდენტს ამერიკული განათლების უფასოდ მიღების შანსი წაართვა".

თამარ შუკვანი
30.08.2018

 „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შესაძლოა ინიცირებული ცვლილება შევიდეს, - აღნიშნული ინიციატივით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრებს მიმართა.

გვანცა წულაია
30.08.2018

 ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ს წარმოადგენს.

გვანცა წულაია
30.08.2018

 იტალიის ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის მშობლების სახლი მილანში, 14 და 15 აგვისტოს შორის ღამით ხუთმა ქართველმა გაქურდა.

თამარ მუკბანიანი
30.08.2018

 "ქართუ" სამ ბანკს შორის ერთ-ერთია, რომელმაც მოსახლეობისა და ბიზნესის ყველაზე მეტი უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ქვეყნის გაღატაკებაში 2 წამყვან ბანკს ადანაშაულებს, დასაკუთრებული ქონების სიდიდით არც "ქართუ" ჩამორჩა. არსებული სტატისტიკით, ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 2018 წლის მეორე კვარტალში 232,8 მლნ ლარი შეადგინა. ორი მსხვილი ბანკის გარდა, ამ მხრივ ყველაზე დიდი წილი "ქართუ" ბანკს უკავია, რომლის ანგარიშზეც 36,5 მლნ ლარის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს რიცხვი ძალიან მაღალი და საქართველოს მასშტაბისა და რეალობისთვის კატასტროფული მაჩვენებელია.

თამარ მუკბანიანი
30.08.2018

 ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთიდან ღორის აფრიკული ჭირისა და ქათმის გრიპის გავრცელების საფრთხე არსებობს. მართლია, ამ მხრივ მშვიდად ყოფნის საფუძველი არც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეა, მაგრამ სპეციალისტები განსაკუთრებული რისკის ზონად აფხაზეთსა და ცხინვალს მიიჩნევენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×