მარი ჩიტაია
29.08.2018

 დასავლეთ საქართველოში იმედიანად დაწყებული სეზონი წარუმატებლად გრძელდება. გურიასა და სამეგრელოს სოფლების უმეტეს ნაწილში ხალხი თხილის მოსავლით უკმაყოფილოა, შესაბამისად, ფასიც დაბალია. მართალია, თხილის მაქსიმალური ღირებულება 5 ლარია, მაგრამ ამ ფასად პროდუქტის გაყიდვა თითქმის წარმოუდგენელია. ხარისხის მიხედვით, ფასი იკლებს და 1 კგ. თხილის რეალური ღირებულება 2 ლარს იშვიათად აჭარბებს.

მარიკა გოგოხია
29.08.2018

 შესაბამისი ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით პროდუქტს ვერ გაყიდიან. იმის ნაცვლად, რომ გლეხებს პროდუქციის გაყიდვაში დაეხმარონ, რეალიზაციის პირობებს ართულებენ. სატრანსპორტო საშუალებით გარე ვაჭრობა 1000 ლარით ჯარიმდება. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამით სოციალური ფონი დამძიმდება და შესაძლოა, პროდუქტიც კიდევ უფრო გაძვირდეს.

თეო გუდავაძე
29.08.2018

 მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული სოციალური ქსელები, რაც უკვე კომუნიკაციის დამყარების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. მათი საშუალებით მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში სულ მარტივად ხდება დაკავშირება. სოციალურმა ქსელებმა საზოგადოების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ადამიანები ერთმანეთს "მესენჯერით", "ინსტაგრამითა" და "ვაიბერით" ეკონტაქტებიან, რამაც საქართველოშიც ეპიდემიის სახე მიიღო.

თამარ მუკბანიანი
29.08.2018

 სამკურნალო კურორტების ინფრასტრუქტურა წელს ვერ მოწესრიგდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ ტიპის კურორტების უმეტესობა კეთილმოუწყობელია. დღეს, როცა ქვეყანაში ტურისტული სეზონი პიკზეა და დამსვენებლების რაოდენობა მუდმივად მატულობს, სამკურნალო კურორტების დიდ ნაწილს სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, 102 კურორტიდან შემორჩენილია მხოლოდ 24 და ისიც - არასაკმარისად განვითარებული. ამჟამად ეს დარგი ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლების იმედადაა. დაბალი მოთხოვნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები და მომხმარებლები მომსახურების სიძვირეს და საკურორტო ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებენ.

ია აბულაშვილი
29.08.2018

 "გოლი, ორი გოლი მინდა, ხვედელიძე!" "ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვას"! "ახლა გეტირება ყოფა, ხვედელიძე, გაირკვევა, ვინაა ფეოლა - მე თუ შენ" - გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაღებული "ფეოლა" დღესაც ყველა თაობის საყვარელი ფილმია, ასეთი წარმატებული კი შესანიშნავი მსახიობის - იპოლიტე ხვიჩიასა და იმ 22 პატარა ბიჭის შესრულებით გახდა, რომლებიც რეჟისორმა ბაადურ წულაძემ თბილისისა და ბათუმის ეზოებში იპოვა.

ია აბულაშვილი
28.08.2018

 "ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ იბრძვის, მას წინასაარჩევნო კამპანია უფრო აინტერესებს, ვიდრე შედეგი, რომ შემდგომში იცოდეს, რა გააკეთოს, დატოვოს თავისი პარტია, გაყოს თუ ახალი შექმნას. ანუ აინტერესებს, რა სურათი იქნება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის მოსამზადებელი პერიოდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის" - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო კამპანიასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

მარი ჩიტაია
28.08.2018

 ცათამბჯენების მშენებლობამ თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლა. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურია ბათუმში, ბოლო დროს ქუთაისშიც, სადაც მაღალსართულიან შენობებს ისე აშენებენ, რომ არავინ სეისმომდგრადობაზე არ ამოწმებს. მაღალსეისმურ ზონაში მაღალსართულიანი შენობები (20 და მეტსართულიანი) ისე შენდება, რომ მათი მდგრადობა არ კონტროლდება.

მარიკა გოგოხია
28.08.2018

 შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის პროცესი კვლავ გრძელდება. ზოგ შემთხვევაში პრობლემა არ აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც კარგი საკრედიტო ისტორიით არ გამოირჩევიან, თუმცა სესხისა და განვადების სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა არ ეზღუდებათ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ განვადების მომსახურებაში კომერციულ ბანკებს უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეცილებიან.

ნათია ლომიძე
28.08.2018

 ხელოვნურად გაძვირებული ხორბალი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაძვირდეს. საქმე ეხება ფინანსთა მინისტრის ახალ განკარგულებას მარცვლეულის სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვის შესახებ. ადგილობრივ ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის ფასმა ბოლო პერიოდში ისედაც 36 ლარიდან 44 ლარამდე მოიმატა. თუკი ხორბალი მხოლოდ გემით შემოვა ქვეყანაში, მაშინ ბათუმიდან თბილისამდე ხორბლის შემოტანა 1 ტონაზე, მინიმუმ, 30 დოლარით გაძვირდება, რაც უშუალოდ გადაზიდვის ხარჯს უკავშირდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×