ეკატერინე ბასილაია
23.08.2018

 "ოცნებაში" ჯერ ისევ ვერ ჩამოყალიბდნენ, საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატი წამოაყენონ თუ სხვა რომელიმე კანდიდატს დაუჭირონ მხარი. ამ შიდა დისკუსიას პრემიერიც ადასტურებს. როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, აკვირდებიან მოვლენებს და კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და მხოლოდ შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, სხვა კანდიდატს დაუჭერენ მხარს, თუ შეცვლიან უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას და გუნდიდან დაასახელებენ ვინმეს.

ელზა პაპოშვილი
23.08.2018

 ცემა პოლიციის ხელჯოხებით, სხვა მკვრივი/ბლაგვი საგნებით, გენიტალიის მიდამოში მიყენებული დაზიანებები, მოგუდვის მცდელობა - ასეთია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნა, რაზე დაყრდნობითაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში იბრძოლებს.

ია აბულაშვილი
23.08.2018

 "მე, პროფესორი კახაბერ ჯაყელი, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურისა და ფულბრაიტის ფონდის სამეცნიერო გრანტების მფლობელი, გთხოვთ, გამათავისუფლოთ თქვენი ორგანიზაციის აკრედიტაციის ექსპერტის თანამდებობიდან, რადგან ჩვენი ფასეულობები არ ემთხვევა ერთმანეთს და ასევე, რადგანაც თქვენი ცენტრის მიერ არასწორი გადაწყვეტილების საფუძველზე ილახება ქართველი აბიტურიენტების უფლებები, კერძოდ, მხედველობაში მაქვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს მიერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმართ გამოტანილი უმსგავსო დადაგენილება ახალ სტუდენტთა მიღების აკრძალვის შესახებ" - ამ განცხადებით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ სანიკიძეს პროფესორმა კახაბერ ჯაყელმა.

მარი ჩიტაია
23.08.2018

 რეგიონებში ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი მასობრივ სახეს იღებს. ამ მხრივ მიმდინარე თვე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ჰესების მშენებლობა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გააპროტესტეს. თებერვლიდან მოყოლებული, როგორც კი ენერგეტიკული პროექტები გააქტიურდა, მოსახლეობის პროტესტიც გაძლიერდა და შეიძლება ითქვას, რომ პიკს ზაფხულის პერიოდში მიაღწია. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ხალხი ვერ ხედავს ჰესების რეალურ საჭიროებას და სარგებელს, რაც შეიძლება მათ ჰიდროელექტროსადგურებიდან მიიღონ.

თამარ მუკბანიანი
23.08.2018

 აგრარულ ბაზრებში სოფლის რძისა და რძის პროდუქტების ყიდვა მომხმარებელს უჭირს. სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მიუხედავად, გლეხური ნაწარმის ხარისხი ხშირად უნდობლობას იწვევს, განსაკუთრებით, როცა საქმე რძის პროდუქტებს ეხება. ხშირია შემთხვევა, როცა გარევაჭრობისა თუ უშუალოდ ბაზრების ტერიტორიებზე გლეხებისგან შეძენილი რძის პროდუქტები გაფუჭებულია ან რძისგან დამზადებული არც არის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს სფერო სახელმწიფოს უფრო მკაცრ რეგულირებას საჭიროებს.

მარი ჩიტაია
23.08.2018

 მერია მოსახლეობას აზრს ეკითხება. ასფალტი თუ ქვაფენილი? - რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია ვარაზისხევში გზის საფართან დაკავშირებით, შესაძლოა, მოსახლეობის არჩევანმა განაპირობოს. შესაბამისად, თბილისელების პოზიციაც გაიყო - აფსუიწწლ-ის მეშვეობით გამოკითხვამ აჩვენა, რომ ასფალტის დაგების მომხრეთა რაოდენობა მეტია. გუშინ, დაახლოებით 20 საათის მდგომარეობით, სოციალურ ქსელში ამ პოზიციის მოქალაქეთა რაოდენობამ 52% შეადგინა, 47% ქვაფენილის ჩანაცვლების წინააღმდეგია.

თამარ მუკბანიანი
23.08.2018

 "ტრამპი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ძალიან მესიმპათიურება და არა მარტო პოლიტიკურად. ის შოუბიზნესის წარმომადგენელიც არის, საინტერესო და ნიჭიერი კაცია," - აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებასა და სხვა საკითხებზე "რეზონანსი" ინტერნეტტელევიზია "პოსტ ტივის" ხელმძღვანელ შალვა რამიშვილს ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
22.08.2018

 „ეფიქს ბიზნეს გრუპის" დამფუძნებლების დაკავების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი პირამიდული ბიზნესის მეშვეობით თაღლითობის ბრალდებით სხვა პირებიც მიეცნენ პასუხისგებაში. სპეციალისტები საზოგადოებას და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მსგავს თაღლითურ პირამიდულ ბიზნესში ფულის დაბანდებისგან თავი შეიკავონ. ხოლო სხვა დაზარალებულებს პოლიციაში განცხადების შეტანას ურჩევენ.

თამარ შუკვანი
22.08.2018

 რუსეთის პირველი ეშელონის ოლიგარქებს, რომლებიც პრეზიდენტ პუტინთან "მეგობრობაში" არიან შემჩნეულნი, ასეულობით მილიონიანი აქტივები დაუყადაღეს.

თამარ შუკვანი
22.08.2018

 "ამ წლის ეროვნული გამოცდების შემდეგ გამოცდების ეროვნულ ცენტრში შემოვიდა 2 200-ზე მეტი სააპელაციო განაცხადი. ყველაზე მეტი განაცხადი იყო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე უცხო ენებში. აღნიშნული რაოდენობიდან დაკმაყოფილდა დაახლოებით 20%, ანუ 400 განაცხადზე მეტი," - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

გვანცა წულაია
22.08.2018

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სოლიდარობა ორმა კერძო უმაღლესმა - თავისუფალმა და საქართველოს უნივერსიტეტებმა გამოუცხადეს.

თამარ შუკვანი
22.08.2018

 "მედია ფაქტობრივად დასაფლავებულია, თუნდაც იმ სიტუაციასთან შედარებით,რაც ხუთი წლის წინ იყო, რადგან თითოეული ჩვენთაგანი, ვინც მედიაში მუშაობს, ახალ ამბებს მედიით კი არ იგებს, არამედ "ფეისბუქით," - ამბობს "რეზონანსთან" ინტერნეტტელევიზია "პოსტს ტივის" ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×