გვანცა წულაია
22.08.2018

 საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" შეიტანა.

ეკატერინე ბასილაია
22.08.2018

 ჩრდილოეთ კორეაში სოხუმიდან ე.წ. სავაჭრო პალატის დელეგაცია იყო ჩასული და ამ "ისტორიული გარღვევისა" და "წარმატებული ვიზიტის" შესახებ სოხუმში პრესკონფერენციაც მოეწყო, სადაც დე ფაქტო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ფხენიანი აფხაზეთს "სრულფასოვან, დამოუკიდებელ რესპუბლიკად" განიხილავს, გაფორმდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებაც და იმედიც მისცეს, რომ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობამ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აფხაზეთის "დამოუკიდებლობის აღიარებაც" შეიძლება გამოიწვიოს

ეკატერინე ბასილაია
22.08.2018

 უკრაინის სასულიერო წრეებში უკვე კონკრეტულ თარიღს ასახელებენ - 10 სექტემბერს, როდესაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების დოკუმენტი (ტომოსი) იქნება მიღებული."მთავარი კარგი სიახლე - უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსი მსოფლიო პატრიარქისგან, სავარუდოდ, უკვე 10 სექტემბრისთვის იქნება მიღებული", - აცხადებს კიევში ჩასული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი კირილ გოვორუნი. ინფორმაციას "ბიბისი უკრაინა" ავრცელებს.

მარიკა გოგოხია
22.08.2018

 საარსებო მინიმუმი კიდევ ერთხელ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ფასების სიდიდით წელს ზაფხულის სეზონი აშკარად გამორჩეულია, საარსებო მინიმუმი შემცირდა. ცვლილება გარკვეულწილად იმპორტული პროდუქტის გაიაფებამ გამოიწვია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მომავალი თვიდან ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალოს. სტატისტიკოსების ვარაუდით, მომავალი თვიდანვე დაიწყება ფასების ზრდა და საარსებო მინიმუმის მაჩვენებელიც აიწევს.

თამარ მუკბანიანი
22.08.2018

 თბილისის მერია დაუსრულებელი შენობების პრობლემის მოგვარებას შეღავათების დაწესებით ცდილობს. ერთ-ერთ ღონისძიებად ამ ტიპის მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლება მიიჩნევა. ხოლო სპეციალისტები გაცილებით მეტს მოითხოვენ და მერს კანონში არსებული სანქციების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ.

თამარ მუკბანიანი
22.08.2018

 საქართველოში კონტრაბანდის უპრეცედენტო ზრდაა. ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს ვლინდება თამბაქოსა და ძვირფასი ლითონების კონტრაბანდის ფაქტები. როგორც აღმოჩნდა, წლის განმავლობაში ბიუჯეტმა სიგარეტის კონტრაბანდის გამო რამდენიმე ათეული მლნ ლარით იზარალა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი ფაქტების შესახებ თვეში რამდენჯერმე ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია.

თეო გუდავაძე
22.08.2018

 დამღლელი წლის შემდეგ ზაფხულის შვებულების გატარებას ბევრი ზღვის სანაპიროზე გეგმავს, მაგრამ წელს ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, უმრავლესობა უკმაყოფილო დარჩა. კურორტებზე ნალექიანი დღეები, ქარბუქი და შტორმი მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც დააზარალა როგორც დამსვენებლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო ბიზნესი, რადგან ადამიანებმა საცხოვრებელი ბინის ფული ტყუილად გადაიხადეს და უამინდობის გამო უმრავლესობამ შავი ზღვის სანაპიროზე დასვენება ვერ შეძლო.

ია აბულაშვილი
22.08.2018

 ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ მშვილდი, როგორ საბრძოლო და სანადირო იარაღი, საქართველოში პალეოლითის ხანაში ჩნდება, რომელიც შორ მანძილზე სროლის ერთ-ერთი ძირითადი იარაღი იყო და მებრძოლებს ბრძოლის საშუალებას აძლევდა 150-200 მეტრის რადიუსში. თოფის გამოგონების შემდეგაც კი საქართველოში მშვილდი დიდხანს ითვლებოდა სარბრძოლო და სანადირო იარაღად.

თამარ შუკვანი
21.08.2018

 რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს, „აღმოსავლეთი - 2018," რომლის მსგავსი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჯერ არ ყოფილა. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 262 ათასი ჯარისკაცი იღებს, სადაც ჩართულია 1000-ზე მეტი საფრენი აპარატი, 900 ტანკი, 300 სამხედრო ხომალდი და სხვა ტექნიკა.

ელზა პაპოშვილი
21.08.2018

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთი წლით ავტორიზაციის შეჩერების ფაქტმა, კიდევ ერთხელ გააჩინა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.

თამარ შუკვანი
21.08.2018

 რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მოხსნა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ შუეძლია, რადგან ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი სანქციები რეალურად კონგრესს ეკუთვნის და ამ საკითხთან მიმართებაში ტრამპი უძლურია.

გვანცა წულაია
21.08.2018

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2018 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა და 55.81%-ია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×