გვანცა წულაია
20.08.2018

 მოსალოდნელი არამგდრადი ამინდების გამო, ახმეტის მუნიციპალიტეტის სეტყვით დაზარალებულმა მოსახლეობამ ყურძენის კრეფა ნაადრევად დაიწყო. სოფელ ქისტაურსა და ახაშენში ნაადრევი რთველი დილიდან დაიწყეს. ადგილობრივები გადარჩენილ მოსავალს ჩასაბარებლად ამზადებენ და აცხადებენ, რომ მიღებული თანხა ხარჯებსაც ვერ აუნაზღაურებთ.

მარი გოცირიძე
20.08.2018

 დასავლეთ საქართვლოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. მავნებლის წინააღმდეგ წამლობის უკვე მესამე ეტაპი დაიწყო. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, სწორი, კოორდინირებული  მიდგომითა და ეფექტიანი  ღონისძიებების გატარებით სიტუაციის გაკონტროლება და აზიური ფაროსანას რაოდენობის მინიმალურ ზღვრამდე დაყვანა სრულიად შესაძლებელია.

ეკატერინე ბასილაია
20.08.2018

 ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ოფიციალურად შესთავაზა რუსულ სამხედ-რო-პოლიტიკურ ალიანსში - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ("ოდეკაბე") გაწევრიანება და ბაქოში უკვე სერიოზულად დაიწყო განხილვა, რომ ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში ამ საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია.

ელზა პაპოშვილი
20.08.2018

 ბოლო დროს არასრულწლოვნების სუიციდის მიზეზი სოციალური ქსელებით შანტაჟი და ბულინგი გახდა. ფსიქოლოგების აზრით, ხშირად მოზარდები სოციალურ ქსელებში ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლნი ხდებიან. სირცხვილის და შიშის გამო მათი ფსიქიკური მდგომარეობა მძიმდება, რაც სუიციდისკენ უბიძგებს.

თამარ შუკვანი
20.08.2018

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ისევ მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერის მოლოდინშია, "ქართული ოცნება" კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. პრემიერ ბახტაძის თქმით, "ოცნებამ" რამდენიმე კვირიანი ტაიმ-აუტი აიღო და მოვლენების განვითარებას ელოდება. საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ მიიღებს - მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირების ვადა ამოიწურება.

ია აბულაშვილი
20.08.2018

 საქართველოში ოჯახი არ არსებობს, მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლი თავს არ დასტყდო-მოდეს. მათ შორისაა საქართველოში ცნობილი კავსაძეების მუსიკალური ოჯახი. ცნობილი ლოტბარის -  სანდრო კავსაძის ორივე ვაჟი, დავითი და გიგუშა, 1941 წელს ომში გაიწვიეს. გი-გუშა ქერჩში დაიღუპა, დავითი კი ტყვედ ჩავარდა.

როგორ ჩამოაყალიბა ქართველი ტყვეების ანსამბლი დავით კავსაძემ, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო ისტორიას გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.

ელზა პაპოშვილი
19.08.2018

 სტიქია კახეთში - თელავის რაიონის რამდენიმე სოფელში სასოფლო-სამეურნეო ნათესები სრულიად განადგურებულია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. უპრეცედენტოდ დიდი ზომის - 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლებმა ვენახების ასი პროცენტით გადადგურება და  მიწასთან გასწორება შეძლო. ატმოსფერული პროცესების შესამსუბუქებლად ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა 200-მდე რაკეტა გაისროლა, თუმცა იმდენად დიდი მასშტაბის ნალექი მოვიდა, რომ ამანაც ვერ უშველა. კახელების ვენახებს სტიქია 30 წუთის განმავლობაში ანადგურებდა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×